kukurukuკარგი, მაშინ მომისმინე.
DVD არის ჩვეულებრივი ვიდეო სტანდარტი და თითქმის ყველა DVD დისკი შეიცავს ამ ორ ფოლდერს:

ამათგან AUDIO_TS ყოველთვის ცარიელია.
ხოლო VIDEO_TS-ში მოთავსებულია სხვადასხვა ფაილი,

როდესაც ტორენტებზე იდება DVD, ტრეკერზე ათავსებენ მხოლოდ VIDEO_TS, რადგან როგორც მოგახსენე, აუდიო_ტს ყოველთვის ცარიელია (არ მკითხო რატომ, ეგეთი წესია.

).
ვიდეო_ტს-ში არის მოთავსებული VOB ფაილები (DVD სტანდარტი), რომელზეც ფილმია ჩაწერილი და სხვა ფორმატის ფაილები, რომლებზეც არის ინფორმაციები (ტიტრები, ენების ამორჩევა და ა. შ.), ერთი სიტყვით ყველაფერი ის, რაც მენიუში შედის.
რა არის DVD მენიუ?როდესაც DVD დისკს ათავსებ DVD-რომში ან DVD პლეიერში (რომელიც ტელევიზორთანაა შეერთებული), ეკრანზე ჩნდება ფილმის მენიუ, რომელიც გაძლევს მასზე ინფორმაციას, ანუ შეგიძლია ამოირჩიო რომელ ენაზე გინდა ნახო, სუბტიტრები გინდა თუ არ გინდა და ა. შ. კიდევ ბევრი საინტერესო რამ. ზოგჯერ მენიუში იჩითება დოკუმენტური ფილმიც, თუ როგორ იღებდნენ აღნიშნულ ფილმს, ან ტრაილერი ან კიდევ სხვა რამ. მოკლედ, კაი რამეა.
ანუ გავარკვიეთ, რომ DVD ფორმატი აბსოლუტურად სხვა რამაა, ვიდრე თუნდაც DVD რიპი, რომელიც მხოლოდ ერთ ფაილს წარმოადგენს და ძირითადად ეს AVI ფაილია რომელიც DVD დისკის დარიპვის შედეგად მიიღება.
როდესაც აღნიშნულ
ფოლდერს ტორენტიდან გადმოიწერ, ფაილებში ქექვას არ ვიწყებთ და ეგრე არ ვუყურებთ.
არამედ ვიწყებთ ამ ფოლდერის DVD დისკზე ჩაწერას.
პირველ რიგში DVD რომში აუცილებლად ცარიელი დისკი უნდა ჩადო.

სასურველი გქონდეს პროგრამა NERO. ვხსნით ამ პროგრამას NERO Burning ROM
და სასურველია ამოვირჩიოთ DVD Video (შემოხაზულია წითლად)
შემდეგ ვაჭერთ ღილაკს New (შემოხაზულია ლურჯად)

ამი შემდეგ VIDEO_TS ფოლდერში ყრი ყველა იმ
ფაილს, რაც ტორენტიდან გადმოწერე და ჩაწერ.

როცა ჩაწერა დასრულდება DVD დისკი მზადაა. მის საყურებლად არ გამოდგება GOM პლეიერი, შეგიძლია გამოიყენო Windows Media Player ან Nero Showtime და სხვა DVD-ის საყურებელი პროგები. ან თუნდაც ტელევიზორზე მიერთებული DVD პლეიერი და პირდაპირ უყურო TV-ში.

თუ ნერო არა გაქვს, DVD დისკი სხვა პროგით ჩაწერე, უბრალოდ ფოლდერი VIDEO_TS (ზუსტად ამ სახელით) ჩაწერე უბრალოდ მთლიანად (ყველა ფაილით).
რატომ ღირს ეს ყველაფერი ამდენ ჩალიჩად?იმიტომ, რომ ხარისხი უკეთესია და რაც, მთავარია ორიგინალი დისკის შემთხვევაში მენიუდან ირჩევ ენას, ტიტრებს და სხვა ბონუსებს, რაც ფილმს მოჰყვება. .)