მოკლედ ღამე რამდენი კარგი მუსიკა დაგიდგვიათ. ყოჩაღ თქვენა . "ოსელოტმა" კი საერთოდ აღარ დაგვიტოვა არაფერი , რომ ჩვენც დავდოთ

პინკ ფლოიდები , აკვარიუმი ( გრებენშიკოვი ) , კინო (ცოი) , ვისოცკიი , ქართულებიდან 75 და რა ვიცი , მე მარტო ისინი ჩამოვთვალე რომელი ჯგუფებიც მაგრად მევასება .
ერთი მინუსი აქვს ლინკის იუთუბიდან ჩასმას , მე მგონი ძალიან იტვირთება გვერდი და ბროუზერი ნელა მუშაობს ,ზოგჯერ მთლიანად ჭედავს. ერთ მუსიკა თუ არ მოგეწონა უნდა შეაჩერო და სხვა ჩართო . მერე ეგ მგონი ოპერატიულ მეხსიერებაში რჩება .
უბრალო ლინკს რომ ვდებთ და იუთუბის მივმართავთ ,ამ ლინკს როცა გახსნით ახალ ფანჯარაში და მოუსმენთ , ცოტა კი იტვირთება , იმიტომ რომ მთლიანად იუთუბის გვერდს ტვირთავთ , მაგრამ თუ მუსიკა არ მოგეწონათ ამ გვერდს დახურავთ და ოპერატიული მეხსიერება განიტვირთება. რა ვიცი მაგ დარგის სპეციალისტებს უფრო ეცოდინებათ , მე ჩემი აზრი დავწერე.
მოკლედ რაც ზევით ჯგუფები ჩამოვთვალე მაგათ საუკეთესო კომპოზიციებს
ნელნელა მოგაწვდით , ეხლა კი მოუსმინეთ ცნობილ სიმღერას , შესანიშნავი ფრანგი მომღერალი ქალის , მირეი მაწიეს შესრულებით :
http://www.youtube.com/watch?v=4L25osnl1Bc...re=channel_page ამ სიმღერას თუ პირველად უსმენთ შეიძლება მაინც და მაინც არ მოგეწონოთ , მაგრამ რაც მეტს მოუსმენთ უფრო დაგევასებათ და თან მაგრა გამაგრილებლად მოქმედებს მელოდია , აბა სიტყვები არც მე მესმის

ფრანგულად მღერის....