ძალიან მიყვარს ეს ფილმი,ის იშვიათი შემთხვევა(უიშვიათესი) როცა რეალური ფაქტების ოდნავი დამახინჯება შეგიძლია დაიკიდო და შედევრით დატკბე))) ვისაც კინო არ ევასებოდა,არაფერს არ უყურებდა,-ამ ფილმს ვანახებდი ხოლმე და მუღამზე მოდიოდნენ)
აი როგორც დოჩანაშვილის "კაცი,რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" არის არა მხოლოდ ლიტერატურის,არამედ ყველა სხვა ხელოვნების სიყვარულის ახსნა,თუ რისთვის გვჭირდება კითხვა,ხელოვნება და ა.შ.("იყო ერთ ჯამში შენნაირ მოსიყვარულეთა გვერდით"), - ეგრევე ეს სცენა არის ყველა ხელოვნების ნიმუშის შექმნის ეტალონური ხორცშესხმა,ამაზე უკეთესად შედევრების შექმნის პროცესი,ასეთი ეპიკურობით არც გადაღებულა და ალბათ არც იქნება(რავიცი)

:
* * *
დანარჩენიც კარგი ფილმია,მაგრამ ეს სცენა არის პლატინაში ჩასასმელი ასე მგონია რა)))))))))))))