
ნათლიმამა (ინგ. The Godfather) არის ფრენცის ფორდ კოპოლას, ოსკარის მფლობელი ფილმი, რომელიც გადაღებულია ამავე
სახელწოდების, მარიო პიუზოს წიგნის მიხედვით. ფილმში მონაწილეობენ: მარლონ ბრანდო, ალ პაჩინო, ჯეიმს კაანი და სხვა. ფილმი მოგვითხრობს კორლეონეს კრიმინალური ოჯახის შესახებ. ფილმი ამერიკაში არსებული იტალიური მაფიის შესახებ მოგვითხრობს. დონ კარლეონეს ოჯახის ცხოვრებისეული და კრიმინალური ქრონიკა ყველა დროის მაყურებელთა ერთ-ერთ საყვარელ ფილმად იქცა.
ფილმის პოპულარობის ზრდა დაიწყო 1972 წლიდან, მისი გამოსვლისთანავე. ფილმი შეფასებულია რიგით მეორე ყველასე რეიტინგულ ფილმად ამერიკის ფილმების ისტორიაში. ასევე მას უკავია პირველი ადგილი კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (IMDb).
ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
დონ ვიტო კორლეონე ნიუ იორკის მაფიას ხელმძღვანელობს. იგი თავის ტერიტორიაზე ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგია, რაც ხელს არ აძლევს მაფიის სხვა კლანების წარმომადგენლებს. ამ უთანხმოების საფუძველზე წამოწყებული მტრობა დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მწვავდება.
ჯილდოები
ოსკარი
1. საუკეთესო მსახიობი - მარლონ ბრანდო
2. საუკეთესო სურათი - ალბერტ ს. რუდი
3. საუკეთესო სცენარი - მარიო პიუზო, ფრენცის ფორდ კოპოლა
ოქროს გლობუსი
# საუკეთესო სურათი (დრამა)
# საუკეთესო როჟისორი - ფრენცის ფორდ კოპოლა
# საუკეთესო მსახიობი (დრამა) - მარლონ ბრანდო
# საუკეთესო ორიგინალური მუსიკა - ნინო როტა
# საუკეთესო სცენარი - მარიო პიუზო, ფრენცის ფორდ კოპოლ
როლები
*სახელი* *სახელი ფილმში*
მარლონ ბრანდო -- ვიტო კორლეონე
ალ პაჩინო -- მაიკლ კორლეონე
ჯეიმს კაანი -- სანტიონ ”სონი” კორლეონე
რობერტ დუვალი -- ტომ ჰაგენი
დაიანა კიტონი -- კეი ადამსი
ჯონ სეზალი -- ფრედო კორლეონე
ტალია შირი -- კონი კორლეონე
რიჩარდ ს. კასტელანო -- პიტ კლემენზა
აბე ვიგოდა -- სალ ტესიო
ალ ლეტიერი -- ვირგილ სოლოზო
გაიან რუსო -- კარლო რიზი
სტერლინგ ჰეიდენი -- კაპიტანი მკლუსკი
ლენი მონტანა -- ლუკა ბრასი
რიჩარდ სონტე -- ემელიო ბარცინი
ალ მარტინო -- ჯონი ფონტანი
ჯონ მარლი -- ჯეკ ვოლთსი
ალექს როსო -- მო გრინი
მორგან კინგი -- კარმელა კორლეონე
ჯონ მარტინო -- პაულ გატო
ვიქტორ რენდინა -- ფილიპ ტატაგლი
სიმონეტა სტეფანელი -- აპოლონია ვიტელი-კორლეონე
ლაუს გუსი -- დონ სალუჩი
ტომ როსქი -- როსო ლამპონი
ჯო სპინელი -- ვილი კისი
რიჩარდ ბრაითი -- ალ ნერი
ჯული გრეგი -- სანდრა კორლეონე