მაგრად მომეწონა. მართალია იყო რაღაც პატარა შეცდომები მაგრამ საერთო ჯამში კარგათაც გავერთე და კარგადაც გავატარე დრო

მაინც დავწერ რა მომეწონა და რა არა:
არ მომეწონა:
პირველ სახლში თითქმის ყველაფერი იდეალურად იყო (მსახიობებს პრობლემა არ ჰქონიათ თამაშზე არანაირი! მაინც "სტარაია გვარდია"

) გარდა იმისა , რომ ამ და სხვა ყველა ფილმში ვერ უთავსებენ მუსიკას და ხმებს ერთმანეთს! ისმის ისეთი არასაჭირო ხმებია, როგორიცაა თეფშის რაკუნი, ჩანგლების ხმა, ფეხის ხმა, წყლის ხმაურიანად დალევის ხმა და ა.შ.
მეტი არანაირი პრობლემა პიურველ სახლს არ ქონია!
მეორე სახლშიც ყველაფერი ძალიან კარგათ იყო გარდა 2 რამისა: 1. ისეთი სიტყვებით გინება, რომლებიც რეჟისორმა იქ გამოიყენა მაგ დროისათვის არ ხმარობდნენ (აბსოლუტურად სხვა ლექსიკა იქნებოდა და მაქსიმუმ შენი დედა ვატირე, კახპა ძუკნა და მისთ.) 2. რამდენიმე საათის მკვდარს თავს ასე ადვილად ვერ გაუმოძრავებდნენ!!! თუმცა დავუშვათ გაუმაძრავებდნენ შედეგი ნამდვილად მასეთი იქნებოდა რაც ფილმში იყო (ანუ მომეწონა)
დანარჩენი ხუთიანზე
ყველაზე მეტი პრობლემა კი რა თქმა უნდა მესამე სახლს ქონდა მასში მონაწილე ახალგაზრდა მსახიობების გამო. იაშვილი როგორც ყოველთვის შეუდარებელი იყო (საწყალი

) ძალიან უაზრო რეაქციები ქონდა იმ ბიჭს გოგოსთან ერთად ყოფნის დროს. მერე რაღაც უაზროდ "მე რომ დაველაპარაკო" თქვა გეგონება ავტორიტეტი ყოფილიყო და ბოლოს დააგვირგვინა "მე კაცი ვარ თუ რა ვარ" აბსოლუტურად გაუგებარი რატომ მიიღო შეურაცხყოფად და მითუმეტეს თავის თAვზე. გოგომ ვაბშე ვერ ითამაშა საშინლად ხელოვნური იყო.
done
მომეწონა:
ჯერ მოკლედ.
სიუჟეტი საკმაოდ კარგი იყო!
ფილმში ბანალური არაფერი იყო ჰეფი ენდის გარდა, მაგრამ უნდა ყოფილიყო

(ეს მოწონებაში გადის მაინც)
პირველი სახლი: საერთოდ არაფერი ზედმეტი, ყველაფერი უმაგრესად. (გარდა ზემოთ ხსენებულისა) განსაკუთრებით მომეწონა ყველა სცენა ყიფშიძის სახლში.
მეორე სახლი: ბიჭმა მაგრად ითამაშა განსაკუთრებით დასაწყისში სანამ მანქანაში იჯდა. დანარჩენებმაც ყველამ ძალიან მაგრად!
მესამე სახლი: გავიგუდე სიცილით. იაშას მეორე სცენიდან მოყოლებული სულ ღადაობა იყო. "ბიჭო ისე მითხარი, არ გრცხვენიაო, შემრცხვა ტოო"..... "ბიჭო გძინავს ტოო"...

ბოლოს რო სახლში ამოძვრა იმენა გავიხიე სიცილით.
ეს ნახატია?......................... დახედა და ეგრევე არ დაევასა, მაგრამ ყურადღებით დაიწყო თვალიერება, იმ აზრით, რომ ამდენი ხალხი რო გააგიჟა მე ხომ არაფერი გამომრჩაო..

"ეს რას გავს ტოო"......
ვერ მივხვდი:
პირველი სახლის ბოლო სცენაში რატომ უპასუხა "ვის კაცო!"-თი ჯინორიას კითხვაზე "ეშველება რამე"?
და ასევე ბოლო სცენაში, "იცი შენ ვინ იყავი წინა ცხოვრებაში... არავინაც არ ყოფილხარ, არ არსებობს წინა ცხოვრება"
ეს ორი რაღაც ვერ გავიგე ფილმში.
მოკლედ იმას, რომ ფილმი ძალიან მომეწონა ისიც ადასტურებს, რომ უკვე 20 წუთია ამ ტექსტს ვწერ

პ.ს. მურმან ჯინორია, ზურა ყიფშიძე და ჟანრი ლოლაშვილი ჩემი საყვარელი მსახიობები არიან და უკაცრავად თუ პირველ სახლთან მიმართებაში სუბიექტური აზრი მქონდა.
პ.პ.ს. მიხარია ასეთი ქართული ფილმი
This post has been edited by GRINGO-ს ძმა on 22 May 2010, 02:25