ნუ მოკლედ ამ დღეებში საკმაოდ დაკავებული ვარ, მაგრამ ჩემმა დამ მაინც ძალით თავი დამაპატიჟებინა... და მოკლედ მოვხვდით ამ ფილმზე...
მე 1-2 ქართული რევიუ ვნახე ქართულ გაზეთებში - ინტერნეტში და ისინი საკმაოდ სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი... მე კი ფილმი მომეწონა.
"სამი სახლი"
ფილმი მოგვითხრობს 3 პატარა ისტორიას, მე უნდა აქვე გითხრათ რომ დიდი ფანი თანამედროვე ქართული ფილმების არ ვარ. არ მიყვარს "ჩერნუხა"(როცა ყველაფერი გამოყვანილია ცუდ, მუქ ფერებში და ვერ ვიტან როცა ფილმი გადაღებულია ცუდ ფირზე... თუ მაჩვენებთ ფილმს, იყოს ისეთი რომ თვალები მაინც არ მატკინოს და კიდევ არ მიყვარს "ახალი-საბჭოთა ქართული ფილმები..." თქვენ თვითონ მიხვდით რას ვგულისხმობ)
მოლოდინი არ მქონდა ძალზე დიდი, მაგრამ ფილმით საკმაოდ ნასიამოვნები გამოვედი კინოთეატრიდან. იყო სასაცილო მომენტებიც, რაღაც ჩემის აზრით პატარა შეცდომები(ზოგიერთი გინება დიდ ეკრანზე მართლა არ მსიამოვნებს... ქუჩაში როცა მესმის... ყოველ ნაბიჯზე საკმარისია, თუმცა... ეს მაინც ხელოვნებაა და ა.შ.)
1) ისტორია ქართულ არისტოკრატიის შესახებ... ~1800წ ალბათ...
2) ისტორია ვითარდება ალბათ თბილისში მეორე მსოფლიო ომის დროს...
3) ჩვენი დრო
+ კარგი გადაღება
+ კარგი სამსახიობო თამაში
+ საკმაოდ კარგი დეკორაციები
+ კარგი ხმის "Ambient" ეფექტები. აი თითონ მსახიობების ხმის ტონალობა ზოგჯერ ზედმეტად შეხტება ხოლმე, თუმცა ეს დიდი პრობლემა მაინც არ არის და სიამოვნებას არ ტეხავს.
+ იუმორი, განსაკუთრებით მესამე ფილმში.
- მეორე ფილმი ცოტა ზედმეტად მონოტონურია(შავ თეთრი) თუმცა მსახიობები მაინც კარგად ართმევენ თავიანთ როლებს.
- ამ ფილმშიც მაინც... მოხდა გეების თემა, თუმცა ეს არანაირად არ უნდა გაშფოთებდეთ, რადგან ეს გაკეთებულია მაინც საკმაოდ კულტურულად და საკმაოდ იუმორულად, ისე რომ დიდიად შეურაწყოფილი არავინ დარჩება. (დამიჯერეთ, ეს არ არის ის მიზეზი რის გამოც ფილმის ნახვა არ ღირს, ფილმი საკმაოდ კულტურულია... ნუ გარდა ერთი-ორი ხმამაღალი ქართული გინებისა და ერთი მართლა სასაცილო ნარკომანი ტიპაჟის)
რისი თქმა უნდოდა ავტორს? რა იყო დედა აზრი? ზუსტად არ ვიცი, ის ვიცი რომ ფილმი იყო საინტერესო და ვურჩევ ყველას ვინც კიდე რამეს ელოდება ქართული ფილმისგან აუცილებლად მივიდეს და ნახოს. თითონ ისტორიები არ არის ჩახლართული და სიუჟეტი არის საკმაოდ მარტივი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ფილმში "Suspense"ის ნაკლებობაა, ბოლო მომენტამდე არ ვიცოდი რა მოხდებოდა და ბოლოს მაინც საკმაოდ კმაყოფილი დავრჩი ნამუშევარით. ფილმი არის საკმაოდ უჩვეულო და მე მომწონს რეჟისორის ლტოლვა რომ წარმოგვიდგინოს არა რაღაც საცოდაობა... მაგ ფილმი "თბილისი-თბილისი" არამედ რაღაც უფრო რომანტიული, უფრო მოულოდნელი და ეს "რაღაც" არის გადაბმული ერთი ნახატის ისტორიაში.
მოკლედ მე ვარ საკმაოდ პრეტენზიული მაყურებელი და მაინც კმაყოფილი დავრჩი ისე რომ გირჩევთ წადით და რაც სასიამოვნოა ფილმი მთავრდება საკმაოდ სასაცილო ნოტებზე, ისე რომ ყველა კმაყოფილი ჩანდა როცა ფილმი დამთავრდა. ეს არ არის სუპერ-შედევრი, მაგრამ არის ნამდვილად ახალი კარგი ქართული კინოხეწლოვნება. იმედი მაქვს ეს ერთი და სხვა მრავალი.
http://www.rustaveli.com.ge/dges.php?film_id=88http://www.amirani.ge/main.php?H=aპ.ს.
დედა აზრი ალბათ მაინც სიყვარულს ეხებოდა, 1 და 3 ფილმებში.
მეორე ფილმში კი ადამიანურ გაგებას, შეცოდებას... (რა ვქნა ეხლა ცხოვრებაში ისეთი მომენტი მაქვს რომ სიყვარულზე ყველაზე ნაკლებს ვფიქრობ და უცბად ვერ ვხვდები, რომ ლაპარაკი ამაზეა...)
მოკლედ წადით და ნახეთ, მემგონი მოგეწონებათ. ყოველ შემთხვევაში კიდე 10 - 15 უაზრო ჰოლივუდის სიქველის შორის უნდა უყუროთ ერთ ასეთ ფილმს და მიხვდებით რომ ქართულ ფილმში ჯერ კიდევ არის რაღაც განსაკუთრებული ის რაც გამოარჩევს მას და რაც მთავარია გამოარჩევს კარგი მხრით!
This post has been edited by Nimbus on 20 Oct 2008, 01:18
მიმაგრებული სურათი