#50846030 · 26 Jun 2017, 22:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
1 არხზე იყო გუშინ - ძალიან კარგ ხარისხში..
საშუალო-კარგი იყო. არა განსაკუთრებული შედევრი ან რაიმე, მაგრამ ნორმალური გამართული ფილმი.
ყველაზე მეტად არ მომეწონა ეს 3 ცალკე არსებული ამბავია, რომელიც საბოლოოდ ერთიანდება. მაგრამ ამ 3 ნაწყვეტს ერთმანეთთან მნიშვნელოვანი კავშირი არ აქვთ. თითქოს 3 მოკლემეტრაჟიან ფილმს უყურებ, საერთო - "მიტევების" იდეით. უფრო მეტი უშუალო კავშირი მინდოდა ამ ნაწყვეტებში ერთი მთლიანი, სრულყოფილი ფილმის განცდა რომ ჰქონოდა. ცოტა კავშირი დააკლდა ჩემი დაკვირვებით. მიუხედავად იმისა რომ საბოლოო კავშირი და ახსნა: "ეს რას გავს ტოო" მაგრად ჩაჯდა.
განსაკუთრებით პირველი ფილმი მომეწონა. ხარისხი იგრძნობოდა კოსტუმები, დეკორაცია, მე-19 საუკუნის მისტიური გარემო მომეწონა. განცალკევებული, სიმყუდროვე, ცოტა არარეალური ბედნიერება და მშვენიერიბა ერთ სამყაროში. ყიფშიძის და ლოლაშვილის გმირები ისტორია.
QUOTE | "როგორ მაგრად მიყვარდი".... შემძრა მაგ ფრაზამ... |
ჰო ამ მომენტში იკვეთება - იცის წარსულია. მაგრამ მასზე ოცნებაში, წარმოსახვაში არის ეს კაცი ბედნიერი. საკუთარ მეხსიერებსა და მოგონებებში მარტოსულმა შესაძლოა მიაღწიო ბედნიერებას. და სხვა მეტი არაფერი გინდოდეს. სამედიცინო პრაქტიკაში ზუსტად ვერ ვიტყვი, რამდენად შესაძლებელია დარჩე შენს მიერ შექმნილ ილუზიაში როდესაც გაცნობიერებული გაქვს შენი წარმოსახვითი ახლობელი აღარ არსებობს და უკვე წარსულია.
QUOTE | პატარა ბიჭს რომ ბურთი დაუვარდება ფანჯარასთან და რომ შეიხედავს, ჩემი აზრით აუცილებლად უნდა ყოფილიყო ხაზგასმული ის მომენტი რომ ანეტას სხვაც ხედავდა |
აქ ურუშაძის დამატებითი ინტრიგის ჩაგდების მცდელობა იყო. ბავშვმა დაინახა რაღაც ფანჯარაში. რა დაიახა? ნუთუ მართლა არსებობდა ის ქალი და რეალურად ცოცხალი იყო? ან ეს ბავშვი აჰყვა შეშლილ გმირს წარმოსახვაში. ბავშვის გონება შეუზღუდავია და პრობლემა არ იქნებოდა მისთვისაც არ არსებულის არსებობის დაშვება. მაგრამ რა დაინახა არ ვიცით. შესაძლოა არც არაფერი არ დაინახა, უბრალოდ ის კაცი დაინახა და მისთვის ესეც უცხო იქნებოდა. ეს ინტრიგის ჩაგდება იყო - მეტი მისტიკა
QUOTE | პირველი სახლის ბოლო სცენაში რატომ უპასუხა "ვის კაცო!"-თი ჯინორიას კითხვაზე "ეშველება რამე"? |
ეს ეპიზოდი. ფართო ინტერპრეტაციის საშუალება დატოვა. "ვის კაცო" - შესაძლოა ნიშნავდა რომ ამ კაცს არაფერი საშველი არ ჭირდა. პირად ცხოვრებაში თავისთვის ბედნიერი იყო. არაერთხელ ჩანს რომ გაცნობიერებული აქვს ამ "ავადმყოფს" მისი მდგომარეობა. მაგრამ რა საჭიროა ყველას "ნორმალურად გახდის" მცდელობა? იქნებ "არანორმალური" ბედნიერება ჯობს. რომელი ძმა უფრო კარგად ცხოვრობდა, რომელი იყო ბედნიერი? მე მგონია ეს "ავადმყოფი" ძმა გაცილებით კარგად იყო. ვიდრე მცირე მიზნებით და საზრუნავით შეპყრობილი მეორე ძმა.
მეორე ფილმში ნატა მურვანიძის გმირი მძლავრია. ქალის ათასი გრძნობა ერთდროულად, სიბრაზე, ეჭვი, სიყვარული, მიტევება, სიბრალული. იდეალურად შეიკრა გმირში. თუმცა ჰოპ დამთავრდა და ამოიწურა ამხელა გმირი.
როდესაც გასაკუთრებით პირველ-მეორე ნაწილის გმირების მეტად გაშლა გაასწორებდა. ეს დამაკლდა, პირველი ფილმის გაგრძელება ამ "მარტოსული შეშლილი კაცის" გაგრძელება, გაშლა გაცილებით მეტად მომეწონებოდა.
რაც კარგი იყო ფილმში ის რომ უკეთესად გაეშალათ და ერთმანეთთან მჭიდროდ, საფუძვლიანად დაეკვაშირებინათ. გამოვიდოდა მაგარი ფილმი, და არა 3 ნაწყვეტი - ნახატზე, რომელიც ყველა ეპოქაში საერთო განცდებს იწვევს.
--------------------
_________Liverpool____________
“I'm living the dream" - C.J
http://b.pix.ge:81/r/h7reu.gif
https://twitter.com/SkySportsNews/status/888413626465476609
|