რა უნდა ვქნა ვადიდო ვაღმერთო და ბრავოები და სტვენები გავმართო?

ესეგი:
კინოს რაც შეეხება არის სამი ნაწილისგან შემდგარი რასაც აერთიანებს ერთი ნახატი, მაგრამ არ მომეწონა და არ მეჩვენა კავშირი ამ ნოველებს შორის კარგი. პირველში (მონაწილეობენ: მურმან ჯინორია, ნინელი ჭანკვეტაძე, ჟანრი ლოლაშვილი, ზურაბ ყიფშიძე)
რაც არი კარგი არის დეკორაციები, კოსტუმები, გარემო, მაგრამ ვერ ივარგა სცენარმა, (მთლიანობაში ფილმშიც) ვერ ივარგა შინაარსმაც, ფსიქიურად შერყეული გმირი (ზურა ყიფშიძე) რომელსაც ეღუპება ცოლი და გარეკა

სულ მის ხსენებაშია, მისი ცოლია მხატვარი რომლის ერთი ნახატი ტრიალებს მთელ ფილმში, ამ ფსიქიურად შეშლილის ძმა არის შეშფოთებული თავის ძმის მდგომარეობით რის გამოც მასთან სტუმრად ოჯახთან ერთად ჩადის მეგობარი ფსიქიატრი და უწევს დახმარებას, ასაღებს თავს კოლექციონერად და უწევს შესაბამის დახმარებას ესაა - ნოველა ნომერი ერთი.
მეორე ნაწილი არის საბჭოთა პერიოდი თუ ბოლშევიზმი. აქ ქალი (ნატა მურვანიძე) მიდის თავის ქმრის საყვარელთან ბინაში სადაც მისი ქმარი არის მკვდარი, აქაც დიალოგი არის არაფერი, შავ-თეთრია ეს ნაწილი, მიდის კამათი, ლაპარაკი და ბინაში ამოვარდება მისი შვილი რომელთანაც ერთად იყო მოსული თავიდან, შვილი აგინებს ამ ქალს უტრიალებს ყველას, უპირებს მოკვლას და მიდის, და აქ ბინაში არის ის ნახატი, კიდებს ხელს ამ ნახატს მოსული ქალი და მიაქვს და თან ის განაჩენი რაც ემუქრება იმ საყვარელს აარიდებს -დახვრეტა, რომ თითქოს მას მოეკლა ის კაცი, ეს მეორე ნაწილი.
მესამე ნაწილი იყო უკვე ჩვენი ეპოქა

XXI საუკუნე თბილისი. (ჟანრი ლოლაშვილი არის აქაცდა მეთქი

) ბიჭი რომელიც არის დაბრუნებული საიდანღაც პახოდიდან, ეხმაურება ძმაკაცი, მჭირდება ფული, ისა ესა, მოკითხვები, დაიშლებიან. ეს ბიჭი მერე ხვდება თავის შეყვარებულს და მათ შორის მიდის საუბარი იმ ნახატზე რომელიც ამ გოგოს დიდი ბებიის დახატული ყოფილა და ეს ნახატი ყოფილა შემთხვევით ნაპოვნი ვიღაც კოლექციონერის თუ ფულიანი დიდი კაცის მფლობელობაში, და ამ ნახატის დასაბრუნებლად ამ გოგოს მშობლები ეძებნე გზებს მაგრამ მფლობელი უარზეა.., ეს ბიჭი კი დაპირდება მას ნახატს და დააპირებს მოპარვას, წავა ამ ბინაში სადაც ნახატია, მოხვდება ბინაში და ეძებს ნახატს გადააწყდება და ამ დროს ისმის ვიღაცის ხმა აქ კი დაინახავს ორ კაცს რომლებიც არიან ინტიმურ ვითარებაში, ერთ-ერთი აღმოჩნდება ამ ბიჭის ნაცნობი, მეორე კი არის თავად ის ვისიც ნახატია, საბოლოოდ კი რიგდებიან ნახატს ჩუქნის ამ ბიჭს და ასე მთავრდება
ეს არის სულ და სულაც არ მომეწონა..
This post has been edited by მაწო on 22 Oct 2008, 14:27