კანის ფესტივალზე რომ არ გაემარჯვ,ა დაგიწერდით _ როგორ იცით ხოლმე რაღაცაზე გადარევა-მეთქი, მაგრამ თქვენ რა მოგკითხოთ, თუ კანის ფესტივალზე ოქროს ლომი აიღო. მოდი, ცოტა ვისაუბროთ. ჟანრი არის არტ ჰაუსი, ანუ 'მეინ სტრიმ' ჟანრების ალტერნატივული. ჰო, ჟანრი ალტერნატივულია, მაგრამ 'მაგარი' რითია? ეს ტიპი სწორად შერჩეულია?
ასეთ ფილმში როდესაც სიმპათიურ ტიპს ათამაშებ, თითქმის განწირული ხარ, რადგან ალტერნატივულობის განცდას არღვევს. თან, საშინლად თამაშობს, გონებასუსტი გეგონება. შეიძლება, მოკლე ქრონომეტრაჟის გამო გამძაფრებული რეაქციები გამართლებული იყოს, მაგრამ ამ ტიპს არ გამოსდის.
თემა? თემატურად არ არის სიახლე. ეგ არის სუფთად ამერიკანუ;ლი თემა. ხომ არსებობს ნამდვილი ქართული თემები, რუსული, ასევეა ამერიკული თემები. თუ ჰოლივუდში როდისმე ამერიკული ღირებული რამე გადაუღიათ, სულ ეს თემა იყო ''მოქალაქე კეინიდან'' ''მებრძოლთა კლუბამდე'' და ''ტრუმენის შოუმდე'' _ მეგაპოლისის მონოტონური რაციონი, ამ გარემოში გაუცხოება და მის მიმართ პროტესტი.
ერთადერთი, დასასრული იყო კარგი, მაგრამ გადასარევი ამ ფილმს არაფერი აქვს
პრეტენზია მაქვს რაღაცებზე და წერაში ჯერ კიდევ უამრავ შეცდომას ვუშვებ
This post has been edited by Levana_brzeni on 9 Mar 2010, 22:26