არის ეგეთ ფილმებშიც კარგი ფილმები .
ყოველ შემთხვევაში მე იგივეს ვიტყოდი "ბეთმენზე"
მაგას ნაღდად ვერ ვუყურებ .
ასევე ვერ ვუყურებ ჯეკიჩანის მაიმუნობებს , საბავშვო ბაღისთვის რომაა გათვლილი.
ბრუსლის ფილმები კლასიკაა ეგეთ ჟანრში (ეგრე გამოდის).
ასევე არის კიდევ კარგი ფილმები. ადრე ერთი ფილმი იყო 'ვერცხლის მელია" ( თუ ვერცხლისფერი). ძალიან მაგარი ფილმია ვიდეოზე მქონდა ნანახი.
სიუჟეტიც კარგია.
RichardRamirez ხო ეგ ნუჩაკოებით ბრძოლის სცენა მომეწონა . იყო დრო მე მაგაზე ნაკლებ არ ვატრიალებდი ნუჩაკოს , თავიდან თავზე კასკას ვიხურავდი და ისე ვსწავლობდი .
დარტყმებიც მქონდა დამუღამებული ეგრე თუ არა როგორც ბრუსლის , საკმაოდ კარგ დონეზე მაინც.
ბრუსლის ნუჩაკოებით ჩხუბის კარგი სცენაა "დრაკონის გამოსვლაშიც" .

ძალიან მაგარი იარაღია ახლო ბრძოლაში ნებისმიერ იარაღს ჯობია თუ კარგად ფლობს ადამიანი.
"დრაკონის გამოსვლაში" მაგარია კიდევ ის მომენტი მასწავლებელს რომ ელაპარაკება :
ესეთ რამეს რომ ეუბნება: "უდარ ნანოსიტსია სამ პო სებე , ია ნიკაგდა ნი დუმაიუ ა ნიომ"
,მერე კიდევ : " კაგდა პრატივნიკ ნაპადაეტ ია ატსტუპაიუ, ა ატსტუპაია ია ნაპადაიუ".
ეს ვაბშე მაგარია :
" ვილიჩაიშეე მასტერსტვო ატსუტსტვიე მასტერსტვა"
აბა ეხლა ეს როგორ არის უბრალო ფილმი.