ვულოცავ ბ-ნ კახის ვარსკვლავის გახსნას მისი საყვარელი თეატრის წინ.
ნიჭიერთა თაობაა მისი თაობა.(ნუ, პირობები ჰქონდა ამ ნიჭს)
,,მონანიებაში" ორიოდე კადრში ჩაატია ეპოქის დრამატიზმი.
არავის არ ჰგავს, ძალიან ინდივიდუალურია,-ცოტათი ექსტრავაგანტური, ცოტათი გულუბრყვილო, ცოტათი სევდიანი..............
................და უსაშველოდ კეთილშობილი.
ისიც სწორად შენიშნეთ, რომ დიდი და ჭეშმარიტი სიყვარულის ცოცხალი ლეგენდაა ბ-ნი კახი.
ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ისიც და მისი თაობაც.
სულ ვნატრობ: ვინმე მადლიანმა გააკეთოს ფილმი, სადაც თავს მოუყრის მაგ თაობის ყველა მსახიობს,-ძალიან ცნობილსაც და ძალიან უცნობსაც.
ეტყობა, არცერთ რეჟისორს არა აქვს საამისო ფული.

პ.ს. მისი ერთი მოგონება დამამახსოვრდა.
აშშ-ს ერთ პატარა კაფეში უცნობი ადამიანი მოვიდა ჩემს მაგიდასთან და ,,დონ-კიხოტის" როლზე გამიბა საუბარიო.
რამდენს გიხდიან ერთ დღეშიო?
ვუპასუხე, რომ 20(ასე მახსოვს) დოლარსო.
არა, თქვენ ვერ გამიგეთ, ბატონო კახი. მე გეკითხებით არა ერთ წუთზე, არა ერთ საათზე, არამედ ერთ დღეზეო.
აქეთური, იქითური, ბოლოს მხრები აიჩეჩა და გამეცალაო.

მოკლედ, ვერაფრით დააჯერა ის სუბიექტი, რომ ერთ დღეში ასე ცოტა იყო საბჭოთა მსახიობის ანაზღაურება.
* * *
იქნებ ვარსკვლავის გახსნის ვიდეო გაქვთ და დადეთ რა?
This post has been edited by nia-aneta on 29 Oct 2008, 16:05
ზერელედ ვმკურნალობთ ქვეყნის ჭრილობებს და არცკი გვრცხვენია თვალთმაქცობისა.(ო. ჭილაძე.)
,,ღმერთთან ომი არავის მოუგია."(მამა გიორგი)