ბოროტი, ბოროტი შედევრი.. არადა პრიშიკებიან გარდატეხის ასაკში უხ როგორ მომწონდა, შარშან კიდე ტელევიზორში მოვკარი თვალი და შემჯავრდა
ეს იმის ბრალია რომ გონების პარაზიტებს ვერ გაუძლო კუბრიკმა.. ხო, მაგაზე ის წიგნი..
აი ადრე ოცელოტას მივწერე, ყურიც არ შეუბერტყია..

მოკლედ, მეცნიერული ფანტასტიკა. გვიტევენ უცხოპლანეტელები თურმე, ოღონდ ხომალდების და ლაზერების გარეშე. უხილავად. ჩვენ გონებაში, ცნობიერებაში მკვიდრდებიან და ყველაფერი ცუდი, "სატანური" ამის გამო ხდება. ეს ყველაფერი ბოლო 200-300 წლის წინ დაიწყო. როგორც ჩანს, შუა საუკუნეებში პრობლემას არ წარმოვადგენდით , მაგრამ რენესანსის მერე ცოტა ანერვიულდნენ, ესენი თუ მივატოვეთ მოშნად გაუბერავენო და ამის შემდეგ დაიწყო ბომბარდიროვკები. დღესაც გრძელდა.. უკვე ნაკლები ინტენსიურობით. რამეთუ[sic!] მთავარ მიზანს - ადამიანის დაჩმორებას - ასე თუ ისე მიაღწიეს.
[აი რეზო ესაძე რომ გაჰყვირის იმ ვიდეოში, გიგა! - მთელი ეს ეგზისტენციალიზმი, გაუცხოვება, ჩიხი! მაგას გულსიხმობს]
თან რაშია ეხლა საქმე, მე და შენ კი არ დაგვეტაკებიან, ოცელოტ.. ირჩევდნენ და ირჩევენ " ბრწყინვალე სულის დო გონების" პატრონებს - მხატვრებს, კომპოზიტორებს, მწერლებს, ვისაც შეეძლო გახალტურების გარეშე მოეყოლა ბანალურ ჭეშარიტებაზე - მაგალითები მოეწოდებინა ჩვენთვის - "სიკეთის", "სინათლის" ეტსეტერა ან კიდე როგორ დავუპირისპირდეთ ანტი-მატერიას.
ხო, სტარამოდნია ცოტა და მიამიტურიც, მაგრამ წიგნი საინტერესოა, განსაკუთრებით ძველ პერიოდს რომ იხსენებს და პარალელებს ავლებს, მაგალითად: მოცარტს რომ ვერაფერი დააკლეს, მერე გოეთე როგორ უმკლავდებოდა, ბეტხოვენმა რამდენი ოფლი დაღვარა რომ დაეძლია, მოგვიანებით ალფონს დე სადი როგორ გაჭყიპეს ამ პარაზიტებმა, მთელი რიგი ზომბები როგორ მოჰყვა ამ ყველაფერს, აქეთ ზიგმუნდამ და კომპანიამ რამხელა მეცნიერული პოდდერჭკა მისცა პარაზიტების შეთქმულებას და ასე შემდეგ.
აი ამ ციტატით იწყება გონების პარაზიტები:
მე ვალდებული ვარ, სანამ მოვკვდები, ვიპოვნო რამე გზა, რათა გამოვთქვა ის, რაც ჩემშია, რაც არასდროს მითქვამს - ის, რაც არც სიყვარულია და არც სიძულვილი, არც თანაგრძნობა და არც ზიზღი, არამედ სწორედ ის რასაც თავიდან ვერ ვიცილებთ, სასტიკი და შორიდან მომავალი, რომელსაც ადამიანურ სიცოცხლეში შემოაქვს ყოვლისმომცველი და შემზარავი, უემოციო ენერგია რაღაც არაადამიანურისა…
ბერტრან რასელი, წერილი კონსტანიცია მალესონს, 1918