ფეისბუქზე ვწერდი რაღაცეებს და გადმოვიტან აქაც

ჯონ მაკ-ტირნანი კაი რეჟისორია, მის ანგარიშზე ბევრი მაგარი ფილმია: კერკეტი კაკალი, ნადირობა წითელ ოქტომბერზე, მეცამეტე მეომარი, მაგრამ ყველაზე მაგარი მაინც მტაცეელია, 80-იანების კლასიკური ბლოკბასტერი, სადაც ერთმანეთს არნის თამადობით მაგარი ბიჭები უპირისპირდებიან უფრო მაგარ უცხოპლანეტელს. ბევრი იარაღი, სროლა, აფეთქებები, სისხლი, მაგრამ დაფიქრებულხართ თუ რატომ ნადირობს უცხოპლანეტელი ამ მაგარ ბიჭებზე? რატომ აირჩია მაინც და მაინც ისინი და რატომ ხოცავს სათითაოდ, იმის მაგივრად რომ ყველას ერთად გადაატაროს თავისი პლასმური ქვემეხი ზედმეტი ტვინის ჭამის გარეშე.
მივყვეთ, მივყვეთ. მოკლედ, ცენტრალური ამერიკის ჯუნგლებში ჩამოვარდა ვერტფმრენი,რომელშიც მნიშვნელოვანი ხალხი ისხდა, ეს ხალხი უნდა გადაარჩინოს ალან შაფერის, მეტსახელად „დაჩის“ გუნდმა. გუნდში ექვსი კაცია, თავად დაჩი, მაკი, ბლეინი, ბილი, პონჩო და ჰოკინსი, პლუს დილანი, იგივე „ იუუ სანავაბიჩ“. დაჩის ძველი ძმაკაცი, რომელიც ახლა დაზვერვაში მუშაობს. ისინი მიდიან ჯუნგლებში, ვიღაც პარტიზანების ბაზას სახეს გააძრობენ, მაგრამ ნელ-ნელა ხვდებიან, რომ მათზე ვიღაც ნადირობს!!!
ვინ და იაუტჯა, იგივე მტაცებელი, უცხოპლანეტელი რასის წარმომადგენელი, რომელიც სპორტისა და ღირსებისათვის ნადირობს. მაგარი ბიჭების რაზმი მშვენიერი ნანადირევია, ყველანი უკაცურესები არიან, ყველას მაგარი მუსკულები აქვთ, და ყველას დიდი იარაღი უჭირავს.
მისი პირველი მსხვერპლი არის ჰოკინსი, მაგარი ბიჭების გუნდის ფიზიკურად ყველაზე სუსტი წევრი, ამ სისუსტის გადასაფარად სექსუალური ენერგიის წარმოჩენას ცდილობს და მუდმივად ბანძ ანეგდოტებს უყვება ყველას. მაგალითად ამას: „იმდღეს ჩემ გოგოსთან მივდივარ და ვეუბნები, რამხელა ფისო გაქვს, რამხელა ფისო გაქვს. ის მეკითხება, ორჯერ რატო მითხარი? მე კიდე ვეუბნები, არ მითქვამს, ექოს ბრალია.“

მტაცებელი მაშინ კლავს,მას როცა ტყვედ აყვანილი პარტიზანი გოგოს დაჭერას ცდილობს, მტაცებელმა ალბათ იფიქრა, რომ ის მის გაუპატიურებას ცდილობდა და ჰოკინსსაც ზუსტად ასე მოექცა, ჯერ უკნიდან მიეპარა, გაასხმევინა ტვინი და შემდეგ ნელ-ნელა გააშიშვლა. მტაცებელი უიარაღოებზე არ ნადირობს.
შემდეგი არის ბლეინი,ყველაზე ძლიერი, რომელიც ყველაზე დიდი ტყვიამფრქვევით დადის. პარტიზანების ბაზაზე შეტევისას, ის ამბობს ფრაზას “ სისხლდენის დრო არ მაქვს!“ და მტაცებელიც თავისი პლაზმა ქვემეხით ისე კლავს ბლეინს, რომ სისხლი არ გამოსდის. დილანი ამბობს კიდეც „ჭრილობიდან სისხლი არ სდის,თითქოს მომწვარია“. ბლეინს სისხლდენის დრო არ აქვს

შემდეგი არის მაკი, ყველაზე ჩუმი, ყველაზე აპასნი კაცი მთელ ჯგუფში, სულ რომ პირს იპარსავს,სულ ვიღაცეებს ემუქრება, დილანს აფრთხილებს, რომ ძალიან ნელა დაცლის სისხლისგან და მერე მტაცებელს ემუქრება, რომ ბლეინის სახელს ამოაჭრის სხეულზე. მაგრამ მაკი საკუთარ თამაშში აგებს, მაშინ კვდება, როცა ცდილობს, მტაცებელს მიეპაროს, ის მას ზემოდან დაადგება, ლაზერულ სამიზნეს დაანათებს, (საკუთარ სახელს ამოაჭრის სხეულზე) და დიდი ტანჯვის შემდეგ მოკლავს. მაკი ისე ვკდება, როგორც პატარა მორიელი, რომელიც მან პარტიზანების ბანაკში მოკლა.
შემდეგი დილანია, დაჩის ძმაკაცი, რომელიც მას მკლავჭიდში ეჯიბრება და აგებს. მტაცებელი მას ჯერ მაჯვენა ხელს მოაგლეჯს და მერე კლავს. ნუ დიდიც არაფერი, მაგრამ დილანმა ამ მკლავჭიდშიც წააგო. ჰალსტუხი არ უნდა გაეკეთებინა!!!!
შემდეგი არის ბილი, გუნდის ყველაზე დასტოინი, იდუმალი წევრი, რომელიც გუნდისთვის დროის მოსაგებად უკან დარჩება, ავტომატს გადააგდებს, ტანსაცმელს გაიხდის და მაჩეტეთი რატომღაც გულმკერდს გაიჭრის

ბილის სიკვდილს ვერ ვხედავთ ფილმში, მაგრამ დიდ ცერემონიებს არ მოუწყობდა მტაცებელი, მაგრამ ამაზე შემდეგ.
ჯგუფის ბოლო წევრი არის პონჩო, პონჩო ყველაზე გაწონასწორებული ტიპია მთელ სასტავში, არ აქვს გამოკვეთილად კლიშე თვისებები, მაგრამ მისი მინუსი ისაა, რომ ის დაავიწყდა, რასაც სხვებს ეუბნებოდა, „და დახრის დრო გაქვს?“ ეუბნება ის ბლეინს, როცა ნაღმტყორცნის სროლას აპირებს. ირონიულად, მას დიდი მორი ეცემა, როცა მის გარდა ყველა დაიხრება. პონჩოს მტაცებელი უცერემონიოდ, თავში სროლით კლავს. დაჭრილ მსხვერპლზე ნადირობას დიდი მუღამი არ აქვს. მტაცებელმა პონჩო ტანჯვისგან გაანთავისუფლა.
დაა ბოლო არის არნი, რათქმაუნდა, ყოველთვის არიან ბოლო. ჯგუფის ლიდერი, დაჩი. მართალია, ინდიელი ბილი მაგარი ტიპი იყო, დიდი დანით დაუდგა მტაცებელს, მაგრამ ის მაინც დანებდა.ისევე, როგორც დანარჩენებს მასაც აღმოხდა საბოლოოდ ყვირილი. დანებებას კი მტაცებელი პატივს არ სცემს. ბილის საპირისპიროდ, დაჩი არ ნებდება. ძალასთან ერთად ის გონებასაც იყენებს, იმალება, აკეთებს მტაცებლის უნარების ანალიზს და მახეს უგებს მტაცებელს. ის მას ბრძოლაში იწვევს. აი ნაღდი ნადირობა, აი რას აქვს მუღამი! მტაცებელმა საუკეთესო მსხვერპლი იპოვა, ღირსეული მოწინააღმდეგე, რომელიც არ ტრიპაჩობს. დაჩის კაცურობა მისი გონებიდან მოდის და არა ტყვიამფრქვევიდან. როცა საჭიროა იბრძვის და როცა საჭიროა გარბის. მტაცებელი დაჩს პატივს სცემს და თანასწორ ბრძოლაში იწვევს. პლაზმურ ქვემეხს და ნიღაბს იხსნის.დეტალებში რომ არ ჩავძვრეთ, დაჩი როგორღაც ახერხებს მის დამარცხებას. ბოლოში მტაცებელი იცინის და თვითგანადგურების ბომბს რთავს, მაგრამ ტაიმერზე საკმარის დროს აყენებს, იმისათვის რომ დაჩმა გაქცევა მოასწროს. მტაცებელი ბოღმა არაა,ის ნამდვილი მეომარია. მან ჯგუფის თითქმის ყველა წევრი დაამარცხა, მათივე ბრძოლაში და საბოლოოდ დაჩთან წააგო.
This post has been edited by narmonana on 10 Jan 2021, 21:42