ვუყურე წეღან მოკლედ და რაღაც აზრები მეც მაქვს

ამ ფილმის ყველაზე დიდი ღირსება ალბათ ვიზუალია. კარგად გამოიყურებოდა სცენები. სეთინგიც საინტერესო იყო რა. კიდევ, ფილმის მეორე ნახევარი უკეთესი იყო, სადაც ექშენი დაიწყო. ალბათ ისიც რომ, მხოლოდ ქალი არ იყო დადებითი და ძლიერი. მისი ძმაც ეგეთ პერსონაჟად იყო გამოყვანილი.
ახლა მინუსები

რა თქმა უნდა, ეგრედ წოდებული woke culture იყო იასნად. ეს ერთი გოგონა, რომელიც მთელს თავის ოჯახს და ტომს ეწინააღმდეგება და მდინარის წინააღმდეგ მიცურავს. კადრიც კი არის, ეს რომ სხვა მიმართულებით მიდის და სხვა დანარჩენი სხვა მიმართულებით... ეს ერთი გოგო რომ შვიდამდე მუტრუკ კოლონიზატორს უსწორდება ისე, რომ თვითონ ერთი-ორი ნაკაწრი აქვს მხოლოდ მიღებული, ნუ მაგაზე რა უნდა ვთქვა. ხის ტოტების ქერქისგან გაკეთებულ თოკს, რომ მიაბავს ტომაჰავკს და სკორპიონივით ისვროდა მართლა

არაა ხის ქერგი ეგეთი ძლიერი, რომ ჭაობიდან ეგრე ამოგიყვანოს. გინდაც 60 კილო იყო.
თვითონ მტაცებელი კარგად იყო გაკეთებული ვიზუალურად. სხვა დრო რომ არის და მაგასაც სხვანაირი გაჯეტები რომ ჰქონდა, ეგ კარგად მოიფიქრეს. უფრო "ძველი" ვარიანტი, ვიდრე თანამედროვე მტაცებლებს. რაც არ მომეწონა, ის იყო, რომ არანაირი ჭრილობა ზემოქმედებას არ ახდენდა ტიპზე. ცხრაასჯერ დაჭრეს, მგლით დაწყებული, ამ გოგოს ცულით აჩეხვებით დამთავრებული და რეაქცია არანაირი. ზრდილობის ნიშნით, ჭრილობების "მოყინვა" აჩვენეს და ეგ იყო. პირველი ორი ფილმის მუღამი ის იყო, რომ კი, მტაცებელია, საშიშია, ყველაზე ძლიერია და მონსტრია, მაგრამ რაღაც ჩვენთვის გასაგები და საერთო თვისება ჰქონდა, ადამიანური ასე ვთქვათ. ჭრილობები სტკიოდა და ეგ ბრძოლის დროსაც აისახებოდა. უფრო მრავალკუთხოვანს ხდიდა პერსონაჟს ეგ მომენტიც კი, მისნაირ უემოციო მონსტრს.
ბოლოში ის დამბაჩაა, ხომ მეორე ნაწილში ჰარიგანს რომ აჩუქა მტაცებელმა. საინტერესოა მაგათ ხელში როგორ მოხდა ეგ მერე?
ბოლო ფილმს ყველა ვარიანტში სჯობდა. ის ისეთი ნაგავი იყო, რომ მე რომ გადამეღო ჩემი ტელეფონით რამე, ალბათ მეც უკეთესი გამომივიდოდა
This post has been edited by B-E-R-U on 7 Aug 2022, 23:04