levani---1
სცენარისტი

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2290
წევრი No.: 84663
რეგისტრ.: 15-February 09
|
#25276476 · 3 May 2011, 15:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დასტინ ჰოფმანი[1] (ინგლ. Dustin Lee Hoffman დ. 8 აგვისტო, 1937) — ორგზის კინოაკადემიის ოსკარისა და ექვსგზის ოქროს გლობუსის მფლობელი, სამგზის BAFTA-სა და ემის პრემიის ლაურეატი ამერიკელი მსახიობი. 1960 წლიდან, ჰოფმანმა გამოიარა სატელევიზიო, კინო და თეატრალური კარიერა. მისი პირველი კრიტიკული ქება მოჰყვა 1966 წლის სპეკტაკლში Eh? თამაშს, რითაც მან მიიღო თეატრის მსოფლიოსა და დრამის საწერი მაგიდის ჯილდოები. მას მალევე მოჰყვა ბენ ბრედოკის როლი 1967 წლის ფილმში კურსდამთავრებული. ამ ფილმის წარმატების შემდეგ, ჰოფმანის კარიერა ძირითადად გაგრძელდა ფილმების სამყაროში, მხოლოდ რამდენიმე არარეგულარული დაბრუნებებით ტელევიზიასა და სცენაზე. მისი მნიშვნელოვანი ფილმებია: შუაღამის კოვბოი (1969), პატარა დიდი კაცი (1970), ლენი (1974), მთელი პრეზიდენტის გარემოცვა (1976), კრამერი კრამერის წინააღმდეგ (1979), ტუტსი (1982), წვიმის კაცი (1988), კაუჭა (1991), მძინარენი (1996), ძაღლის კუდის ქიცინი (1997), ფაკერების გაცნობა (2004) და ჰარვის ბოლო შანსი (2008).
ცხოვრების ადრეული წლები დასტინ ჰოფმანი დაიბადა 1937 წლის 8 აგვისტოს, ლოს-ანჟელესში, კალიფორნია, აშშ. დედა - ლილიანი, მამა - ჰარი ჰოფმანი, რომელიც მუშაობდა Columbia Pictures-ში, მანამ სანამ გახდებოდა ავეჯის გამყიდველი[2][3]. მისი ძმა, რონალდი არის ადვოკატი და ეკონომისტი. ჰოფმანის ოჯახის წევრები იყვნენ ებრაელები, თუმცა მას არ ქონდა რელიგიური აღზრდა[4][5]. 1955 წელს, მან დაამთავრა ლოს-ანჟელესის უმაღლესი სასწავლებელი. კარიერა ადრეული ფილმების კარიერა
დასტინ ჰოფმანმა მსახიობობა თეატრ ”პასადენა ფლეიჰაუისში” დაიწყო ჯინ ჰეკმენთან ერთად. ორი წლის შემდეგ იგი ნიუ-იორკში გადავიდა ჰეკმენთან ერთად. პირველი როლის მიღებამდე ჰოფმანმა მრავალი სამუშაო გამოიცვალა, მათ შორის მუშაობდა: პიჯაკის შემმოწმებლად რესტორანში, ბეჭვდის განყოფილებაში "ყვითელი ფურცლების" გამოცემაში, პროფესიონალ არომატის შემმოწმებლად ”მაქსუელ ჰაუსში” და სხვ.
1960-იან წლებში, ჰოფმანმა დაიწყო გამოჩენა სატელევიზო შოუებსა და ფილმებში, მათ შორის შიშველ ქალაქში, დამცველებსა და ჰომარკის დიდების დარბაზში. ჰოფმანის თეატრალური კინოდებიუტი შედგა 1967 წელს ფილმში The Tiger Makes Out. ამ ფილმის გადაღების შემდეგ, ჰოფმანი ნიუ-იორკიდან ფარგოში გაემგზავრა, სადაც ვილიამ საროიანის ტელეპროექ ”შენი ცხოვრების დროში” მიიღო მონაწილეობა. მნიშვნელოვანი როლები 1966 წელს მაიკ ნიკოლსმა დაიწყო მსახიობების შერჩევა ფილმისთვის კურსდამთავრებული. მოლაპარაკებები უორენ ბიტისა და რობერტ რედფორდთან ჩაიშალა, ამიტომ ფილმში მიიწვიეს ჰოფმანი. ჰოფმანს დაგეგმილი ჰქონდა პროდიუსერებში თამაში, მაგრამ თავისი წარმატების შემდეგ ფილმში კურსდამთავრებული, მან არჩია ბენჟამილ ბრედოკის როლის თამაში კურსდამთავრებულში. ფილმის ეკრანზე გამოშვება დაიწყო 1967 წელს. ამ ფილმის მეშვეობით ჰოფმანი წარდგენილი იქნა კინოაკადემიის ოსკარის ნომინაციაზე. ფილმი გამოდგა საკმაოდ წარმატებული და ამის შემდეგ, 1968 წელს, ჰოფმანი გამოჩნდა ფილმში მადიგანის მილიონები.
1968 წლის დეკემბერში ჰოფმანი დაბრუნდა ბროდვეიში რათა გამოსულიყო ჯონ სებასტიანისა და მურეი შიზგალის მიუზიკლში - ჯიმი შაინი. ამ როლის შესრულებისთვის ჰოფმანმა მიიღო დრამის საწერი მაგიდის ჯილდო. დადგმის დატოვებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, 1969 წლის 25 მაისს შედგა ჰოფმანის შემდეგი მნიშვნელოვანი ფილმის, შუაღამის კოვბოის პრემიერა აშშ-ის თეატრებში. რატსო რიზოს როლისთვის ჰოფმანი მეორეჯერ წარდგა ოსკანის ნომინაციაზე, თუმცა ჯილდო ვერ დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ ამ ფილმა გაიმარჯვა ნომინაციაში საუკეთესო სურათი. შემდეგ წელს ჰოფმანი გამოჩნდა ფილმში პატარა დიდი კაცი, სადაც მან ითამაშა ჯეკ კრაბის როლი.
მომდევნო წლებში ჰოფმანი აგრძელებს ბევრ მნიშვნელოვან ფილმში თამაშს: ვინ არის ჰარი კელერმანი და რატომ თქვა ეს საშინელებები ჩემზე?, თივის ძაღლები, პაპილონი და ლენი. ფილმისთვის ლენი ჰოფმანმა მიიღო თავისი მესამე ნომინაცია ოსკარის დაჯილდოებაზე.
1976 წელს ჰოფმანმა და რობერტ რედფორდმა ითამაშეს ფილმში პრეზიდენტის მთელი გარემოცვა, კარლ ბერნშტეინის და ბობ ვურდვადის როლებში. ამას მოყვა წარმატებული გამოსვლა წარმატებულ ფილმში მარათონელი. ფილმი გადაღებული იქნა უილიამ გოლდმენის ამავე სახელის ნოველის მიხედვით.
ჰოფმანის შემდეგი როლები არ იყო ისეთი წარმატებული, როგორიც წინა წლებში. ამ წლებში, მათ ითამაშა გამოსაცდელი ვადასა და აგათაში.
ჰოფმანის შემდეგი ფილმი იყო კრამერი კრამერის წინააღმდეგ, რომლის მეშვეობითაც მან მიიღო თავისი პირველი ოსკარის პრიზი, ნომინაციისთვის საუკეთესო მსახიობი. ფილმმა ასევე აიღო საუკეთესო ფილმის ჯილდო, საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი (მერილ სტრიპი) და საუკეთესო რეჟისორი. ფილმში ტუტსი, ჰოფმანი ანსახიერებს მაიკლ დორსს, რომელიც ცდილობს გამოიყურებოდეს ქალივით იმ მიზნით. რომ მიიღოს როლი ოპერაში. ტუტსი წარდგენილი იყო ათ ოსკარის ნომინაციაზე, მათ შორის მეოთხეზე - ჰოფმანი.
ამის შემდეგ ჰოფმანი დაბრუნდა ტელევიზიაში ვილი ლომანის როლით, მინისერიალში გამყიდველის სიკვდილი, რომლითაც მან მიიღო ემის ჯილდო ნომინაციისთვის უმნიშვნელო მთავარი როლი - მინისერიალი/ფილმი და ოქროს გლობუსის ჯილდო ნომინაციისთვის საუკეთესო მსახიობი - მინისერიალი/სატელევიზიო ფილმი.
ჰოფმანს წარუმატებლომა მოუტანა ელეინ მეის ფილმმა იშთარი, რომელსაც დიდი ხნის მანძილზე აკრიტიკებდნენ. ფილმი იყო ნომინირებული სამჯერ ოქროს ჟოლოს ჯილდოზე. ეს დაჯილდოება ავლენს წლის ყველაზე ცუდ ფილმებს.
ბარი ლევინსონის ფილმში წვიმის კაცი, ჰოფმანმა ითამაშა რეიმონდ ბაბიტის როლი ტომ კრუზთან ერთად. ლევინსონი, ჰოფმანი და კრუზი მუშაობდნენ ფილმისთვის ორი წელი. ჰოფმანმა ამ ფილმში გამოსვლით მიიღო თავისი მეორე ოსკარის ჯილდო. წვიმის კაცის შემდეგ, ჰოფმანი გამოვიდა სინ კონერთან ერთად ფილმში ოჯახის ბიზნესი. 1991 წელს, ჰოფმანმა გაახმოვანა სიმპსონების ერთერთი პერსონაჟი - მისტერ ბერგსტორნი, ეპიზოდში ”ლიზას დამხმარე”.
1990-იან წლებში ჰოფმანი გამოჩნდა ბევრ დიდ სტუდიურ ფილმებში, როგორებიცაა უორენ ბიტის დიკ ტრეისი, გმირი, ბილი ბეტგეითი. მან ასევე ითამაშა კაპიტანი კაუჭას როლი სტივენ სპილბერგის ფილმში კაუჭა და წარდგენილი იქნა ოქროს გლობუსის ნომინაციაზე. ჰოფმანმა ითამაშა მთავარი როლი ფილმში აჯანყება. ამას მოყვა როლი ბრედ პიტთან და რობერტ დე ნიროსთან ერთად ფილმში მძინარენი.
ჰოფმანი წარდგენილი იქნა უკვე მეშვიდედ ოსკარის ნომინაციაზე მისი როლისთვის ფილმში ძაღლის კუდის ქიცინი. მისი შემდეგი ფილმი იყო სფერო, სადაც მან ითამაშა შერონ სტოუნსა და სამუელ ლ. ჯექსონთან ერთად.
ჰოფმანი შემდეგ გამოჩნდა ფილმში მთვარის შუქი. 2003 წელს ჰოფმანმა ითამაშა ჯეიმს ფოულის ფილმში თაღლითობა. ასევე ითამაშა ამავე წელს გადაღებულ ფილმში განაჩენი ფულით, სადაც იგი ასრულებდა როლს თავის ძველ მეგობართან, ჯინ ჰეკმენისთან ერთად.
2004 წელს ჰოფმანმა ითამაშა ხუთ ფილმში, რაც საკმაოდ წარმატებული გამოდგა მისი კარიერისთვის. ეს ფილმებია: Freedom2speak v2.0, ჯადოსნური ქვეყანა, გულების მტეხველნი, ფაკერების გაცნობა, ლემონი სნიკეტი: 33 უიღბლობა. 2005 წელს, ფაკერების გაცნობით ჰოფმანმა მოიგო MTV-ის ფილმების ჯილდო ნომინაციაზე საუკეთესო კომედიური როლის შემსრულებელი. ამავე 2005 წელს ჰოფმანმა ითამაშა ენდი გარსიას ფილმში დაკარგული ქალაქი.
2006 წელს ჰოფმანი გამოჩნდა ფილმში პერსონაჟში, ამას მოყვა ამავე წლის საკმაოდ წარმატებული ფილმი სუნამო: ერთი მკვლელის ისტორია, რომელიც გადაღებული იყო პატრიკ ზუსკინდის რომანის, სუნამოს მიხედვით. ამ წელს, ჰოფმანმა ითამაშა უმნიშვნელო როლი შვებულებაში.
2007 წელს ჰოფმანი გამოჩნდა 50 Cent-ის კლიპში Follow My Lead და ითმაშა ამავე წლის საკმაოდ წარმატებულ ფილმში მისტერ მაგორიუმის ჯადოსნური მაღაზია.
დასტინ ჰოფმანმა გაახმოვანა 2008 წლის მულტფილმების, კუნგ-ფუ პანდას პერსონაჟი მასტერ შიფუ და დესპეროს თავგადასავლის პერსონაჟი რუსკურო. ამ წელსვე ჰოფმანმა ითამაში ფილმში ჰარვის ბოლო შანსი.
ჰოფმანის გამოჩენა იგეგმება HBO-ის დრამაში იღბალი, სადაც იგი ითამაშებს კაცის როლს, რომელიც ჩართულია ისეთ აქტივობებში, როგორიცაა წიგნების ბეჭვდა და კაზინოს მართვა[6]. იგი ასევე იქნება BBC-ის ფილმის, კვარტეტის რეჟისორი, სადაც მთავარ რულს შეასრულებენ მეგი სმიტი და ალბერტ ფინი.[7] მან ითამაშა 2010 წლის ფილმში პატარა ფაკერები, რომელიც გაგრძელებაა ფილმისა - ფოკერების გაცნობა[8] პირადი ცხოვრება 1969 წლის მაისში ჰოფმანი დაქორწინდა ანი ბერნიზე[9]. წყვილს ჰყავს ორი შვილი, კარინა (დ. 1966) და ჯენა (დ. 15 ოქტომბერი, 1970). კარინა არის ნაშვილები. წყვილი ერთმანეთს გაშორდნენ 1980 წელს. ამავე წლის ოქტომბერში იგი დაქორწინდა ადვოკატ ლისა გოტსეგენზე. მათ ჰყავთ ოთხი შვილი. ჯეიკ ჰოფმანი (დ. 20 მარტი, 1981), რებეკა (დ. 17 მარტი, 1983), მაქსუელ ჯეფრი (დ. 30 აგვისტო, 1984) და ალექსანდა ლიდია (დ. 27 ოქტომბერი, 1983). ჰოფმანს ასევე ჰყავს ორი შვილიშვილი.
1970 წელს ჰოფმანი და ბერნი ცხოვრობდნენი გრინვიჩის სოფელში, იმ შენობის გვერდით, რომელიც The Weatherman-ის წევრებმა დაანგრიეს საძირკველში დამონტაჟებული ბომბით. შემთხვევის დროს გარდაიცვალა 3 ადამიანი. 2002 წლის დოკუმენტურ ფილმში The Weather Underground, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ჰოფმანი, რომელიც დგას ქუჩაზე აფეთქების შემდეგ[10]
პოლიტიკური ლიბერალი, ჰოფმანი დიდი ხნის განმავლობაში უჭერდა მხარს დემოკრატიულ პარტიასა და რალფ ნადერს[11]. 1997 წელს იგი იყო პირველი ჰოლივუდის ვარსკვლავი და აღმასრულებელი, რომელმაც ხელი მოაწერა გერმანელი კანცლერისადმი, ჰემლუტ კოლისადმი მიწერილ ღია წერილს, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთ International Herald Tribune-ში რეკლამის სახით და აპროტესტებდა გერმანიის მეცნიერების ქმედებას[12].
რობერტ დიუვალი იყო ჰოფმანის ოთახის მეზობელი მსახიობობასთან ბრძოლის წლებში ნიუ-იორკში. დიუვალი და ჰოფმანი ერთმანეთს აჯავრებდნენ მსახიობობაში ვარჯიშისას. როდესაც დიუვალს წვრთნიდა სენდი მეისნერი, ჰოფმანი უბრალოდ შეჩერდა ლი სტრასბერგის მსახიობობის მეთოდზე. ჰოფმანი კვლავ ახლოს მეგობრობს მსახიობ ჯინ ჰეკმენთან, რომელიც ასევე გალხავთ დიუვალის მეგობარიც.
ბევრი მითქმა-მოთქმა და დისკუსია გაიმართა იმაზე, რომ ჰოფმანი გამოეთიშა იერუსალიმის ფილმების ფესტივალს ღაზის სექტორის ნაპირებთან მომხდარი კონფლიქტის გამო. თუმცა მისმა წარმომადგენელმა განაცხადე ნიუ-იორკ ტაიმზში, რომ ამ მოხსენებაში არანაირი სიმართლე არ იყო[13]. ოჯახი ძმა: რონ ჰოფმანი. უფროსი მამა: ჰერვი ჰოფმანი. დედა: ლილიან ჰოფმანი. ქალიშვილი: ალექსანდრა ჰოფმანი. დ. 1987; დედა - ლიზა გოტზეგენი ქალიშვილი: ჯენა ჰოფმანი. დ. 15 ოქტომბერი, 1970; დედა - ენი ბეირნი ქალიშვილი: კარინა ჰოფმანი-ბირკიდი. დ. 1966; ნაშვილები; დედა - ენი ბეირნი; მამა - ბეირნის პირველი მეუღლე ქალიშვილი: რებეკა ჰოფმანი. დ. 17 მარტი, 1983; დედა - ლიზა გოტზეგენი; ითამაშა ჯეინის როლი ფილმში ”ჰუკი” (1991) ვაჟი: იაკობ ჰოფმანი. დ. 20 მარტი, 1981; დედა - ლიზა გოტზეგენი; ითამაშა ფილმ ”ჰუკის” ერთერთ სცენეაში (1991) ვაჟი: მაქს ჰოფმანი. დ. 30 აგვისტო, 1984; დედა - ლიზა გოტზეგენი; ითამაშა პიტერ პენის როლი ფილმში ”ჰუკი” (1991) ჯილდოები და ნომინაციები ოსკარი
ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი - ძაღლის კუდის ქიცინი (1997) ლაურეატი: საუკეთესო მსახიობი - წვიმის კაცი (1988) ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი - ტუტსი (1982) ლაურეატი: საუკეთესო მსახიობი - კრამერი კრამერის წინააღმდეგ (1979) ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი - ლენი (1974) ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი - შუაღამის კოვბოი (1969) ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი - კურსდამთავრებული (1967)
BAFTA
ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი - წვიმის კაცი (1990) ლაურეატი: საუკეთესო მსახიობი - ტუტსი (1984) ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი - კრამერი კრამერის წინააღმდეგ (1981) ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი - მარათონელი (1977) ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი - მთელი პრეზიდენტის გარემოცვა (1977) ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი - ლენი (1976) ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი - პატარა დიდი კაცი (1972) ლაურეატი: საუკეთესო მსახიობი - ჯონი და მარი (1970) ლაურეატი: საუკეთესო მსახიობი - შუაღამის კოვბოი (1970) ლაურეატი: საუკეთესო იმედისმომცემი ახალბედა - კურსდამთავრებული (1969)
ოქროს გლობუსი
ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი მუსიკალურ/კომედიურ ფილმში - ჰარვის ბოლო შანსი (2009) ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი მუსიკალურ/კომედიურ ფილმში - ძაღლის კუდის ქიცინი (1998) ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი მუსიკალურ/კომედიურ ფილმში - ჰუკი (1992) ლაურეატი: საუკეთესო მსახიობი დრამა ფილმში - წვიმის კაცი (1989) ლაურეატი: საუკეთესო მსახიობი მუსიკალურ/კომედიურ ფილმში - ტუტსი (1983) ლაურეატი: საუკეთესო მსახიობი დრამა ფილმში - კრამერი კრამერის წინააღმდეგ (1980) ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი დრამა ფილმში - მარათონელი (1977) ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი დრამა ფილმში - ლენი (1975) ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი დრამა ფილმში - შუაღამის კოვბოი (1970) ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი მუსიკალურ/კომედიურ ფილმში - ჯონი და მარი (1970) ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი მუსიკალურ/კომედიურ ფილმში - კურსდამთავრებული (1968) ლაურეატი: წლის საუკეთესო მამაკაცი ვარსკვლავი - კურსდამთავრებული (1968)
ლოს-ანჯელესის ფილმების კრიტიკოსთა ასოციაცია
ლაურეატი: საუკეთესო მსახიობი - კრამერი კრამერის წინააღმდეგ (1979)
ნიუ იორკის ფილმების კრიტიკოსების წრე
ლაურეატი: საუკეთესო მსახიობი - კრამერი კრამერის წინააღმდეგ (1979)
მსახიობების გილდი
ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი - ძაღლის კუდის ქიცინი (1997)
MTV-ის ფილმების დაჯილდოება
ლაურატი: საუკეთესო კომედიური შესრულება - ფოკერების გაცნობა (2005)
ენი
* ლაურეატი: საუკეთესო გახმოვანება ანიმაციურ ფილმში - კუნგ-ფუ პანდა (2009)
--------------------
იმისათვის, რათა შეიქმნას დიდებული ფილმი, აუცილებელია სამი რამ: სცენარი, სცენარი და კიდევ ერთხელ სცენარი
ალფრედ ჰიჩკოკი
|