მოკლედ მაგაზე თემა ვერსად ვნახე... არადა რა დიდია...
მასზე ინტერნეტში გადავაწყდი საინტერესო კრიტიკას...
გადმოვიწერე და "ვნახე და ნახვა მომინდა უცხოსა სანახავისა."
დავიწყე სხვა კინოების ძებნაც ნეტში, და ნელ-ნელა ვიწერ.
ჯერ მხოლოდ 4 კინო ვნახე, ისე სულ 13 აქვს გადაღებული
დამახასიათებელი თვისებები:
უნიკალური სტილი თხრობის. მის ფილმებში სტილი ისევე მნიშვნელოვანია როგორც სიუჟეტი. მკაცრი ასკეტური სტილი გადაღების. მაგრამ ძალიან ესთეტიური. მხატვარი იყო ბოლოს და ბოლოს. ხანდახან ყველაზე საინტერესო კამერის მიღმაა. თვლიდა რომ კინომატოგრაფია თეატრი არაა. ამიტომ არაპროფესიონალებს ათამაშებდა, (რადგან მსახიობები მხოლოდ ყალბ ემოციებს გამოხატავენ), და მათ ძლიერი ემოციების გამოხატვას უკრძალავდა. ხშირად მთავარი გმირები ერთი და იმავე უემოციო სახით არიან მთელი ფილმის დროს. მაგრამ არ გაწუხებს. მის ფილმებში თამაში და ზედმეტი დრამატიზმი უკვე შენს წარმოდგენაშიც არ ჯდება. ფილოსოფიური და რელიგიური თემები. ძლიერი დიალოგები. მოულოდნელი და ხშირ შემთხვევაში აუხსნელი ქმედებები მისი პერსონაჟებისა. მისი ფილმები წმინდა ხელოვნებაა. ცხოვრება კი მისტიურია.
ვისაც არა გაქვთ ნანახი ძალიან გირჩევთ რომ ნახოთ! ვისაც გაქვთ ნანახი დაწერეთ თქვენი შთაბეჭდილებები აქ.
ფული L'argent - 1983
მისი უკანასკნელი ფილმი. ერთგვარი გედის სიმღერა. ტოლსტოის მოთხრობის 'ყალბი კუპონის' თავისუფალი ეკრანიზაცია. მოვლენათა ჯაჭვს, რომელიც ყალბი 500 ფრანკიანის გასაღებით იწყება სკოლის მოსწავლის მიერ მივყევართ საზარელ დანაშაულამდე. საზოგადოების მატერიალიზაციის როგორც სარკეში ისე ჩანს, ჩვენი შფოთვა ფულისადმი. ფული ჯოჯოხეთს ანათებსო როგორც იტყვიან. მაგრამ ყველაფერი ეს არის გამოსახული არა გროტესკულად, როგორც აქამდე ბევრს უცდია, არამედ სპირიტუალურად. შთაგონების დიდი ძალა აქვს, ერთი ორი დღე ნახვის შემდეგ ალბათ არაფერს არ იყიდით. გადაღების სტილი უნიკალურია.
ფიქფოქეთ pickpocketთუ ფული ძალიან მომეწონა, ფიქფოქეთმა აღმაფრთოვანა. გენიალური ფილმი!!! ახალგაზრდა ინტელექტუალური ქურდი/მწერალი თვლის რომ აქვს მორალური უფლება უბრალო ადამიანებისგან აიღოს ფული საკუთარი მიზნების განსახორციელებლად. თუმცა ეს მისთვის უფრო მეტია, თვითგამოხატვის ერთადერთი შესაძლებლობა, საზოგადოებისადმი, რომელიც სძულს, პროტესტი, ან უბრალოდ ჩვევა რომელსაც თავს ვერ ანებებს სისუსტის გამო. დოსტოევსკის 'დანაშაული და სასჯელის' გავლენა. მე დოსტოევსკი ასეთი ძლიერი ცელულოიდზე არ მინახია! ცალკე თემაა მისი დედის მეზობელი ქალი ჟანი, ისეთი ლამაზია რომ მართლა გინდა შეეხო, ფილმის ანგელოზი, სონია მარმელადოვა. გამოსავალი სიყვარულია. ბოლო სცენა კი აბსოლიტურად გენიალური სასიყვარულო სცენაა!
სოფლის მღვდლის დღიური Journal d'un curé de campagne 1950
რელიგიაზე გადაღებულ ერთ-ერთ საუკეთესო ფილმადაა აღიარებული. ახალგაზრდა, სუსტი ჯანმრთელობის მღვდელი თავის პირველ საწმყოს იბარებს, სადაც მისი იდეალები და ცხოვრების ასკეტური წესი ხალხს მის წინააღმდეგ განაწყობს. რა არის ადამიანისთვის ღმერთი? რა არის ლოცვა? ცნობილი ფრაზა: 'ღმერთი არ არის მტანჯველი, მას უნდა რომ ერთმანეთი გვიყვარდეს!' ახლაგაზრდა ლამაზი გოგო შანტალი, ფილმის 'დემონი'. როგორც წესი მისი ფილმებიდან ერთი ქალი მაინც მიყვარდება ხოლმე...
ნაზი ქალი Une femme douce 1969
დოსტოევსკის კროტკაიას ეკრანიზაცია. ჩემსმიერ ნანახებიდან ალბათ მისი ყველაზე სუსტი ფილმი. თუმცა ლამაზი და დასამახსოვრებელი. მასტ სი კაცებისათვის: თქვენ თუ შეძლებდით ამ ნაზი არსების გაბედნიერებას?
მისი საინტერესო ინტერვიუ 'ფულის' გადაღების შემდეგ:
მოკლედ დასავიწყებელი კაცი ნაღდად არ არის!
This post has been edited by kaiser Soze on 19 May 2010, 01:16
მიმაგრებული სურათი