ფილმის დასრულების შემდეგ რაღაც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამრჩა....ფინალი ბუნდოვანია პირადად ჩემთვის...
ასეთი სასტიკი შურისძიება მე ჯერ არსად მინახავს...
მთელი ფილმის მანძილზე დაძაბული ვიყავი,ამ დაძაბულობას ხელს შესაბამისი მუსიკაც უწყობდა ხელს...
ბევრს მიაჩნია,რომ ფილმი ზედმეტადაა გაჯერებული სასტიკი სცენებით,ამის პასუხად მახსენდება ფრაზა ფილმიდან როცა მთავარ გმირს კბილებს აძრობენ(აქ დავსძენ რომ უშუალოდ კბილების ჩამტვრევას არ გვაჩვენებენ) ერთ-ერთი ბოროტმოქმები ამბობს(ნუ აზრი ესეთია რა):ადამიანის წამების ყველაზე კარგი საშუალება მის ფანტაზიასთან თამაშია და სწორედ ამ ფანტაზიამ შეიძლება ის სკვდილამდეც მიიყვანოს-ეს იმ მომენტში ხდება როცა ჩაქუჩს პირთან მიიტანს და ვითომ ააძრო უკვე კბილი

ანუ ფაქტი არ მომხდარა ჯერ და ტიპი უკვე პანიკაში იყო...ანუ უშუალოდ საზარელ სცენას არ გვანახებენ და უკვე ბურძგლავს...
ფილმი დაგაფიქრებთ არსებობენ კი კეთილი და ბოროტი ადამიანები?!თუ ყველაფერი ამ ცხოვრებაში გარემოებებზე,მიზეზებზე,შედეგებზე და უაზრო შეცდომებზეა აგებული?!.
ფილმი ძალიან ბევრ რამეს ეხება.ეხება იმას თუ რა გამოუსწორებელი არსებაა ადამიანი,წარმოიდგინეთ რეალურ ცხოვრებაში 15 წლის მანძილზე გამომწყვდეული კაცი,რომელსაც ცოლი მოუკლეს და რომელსაც პასუხის ღირსადაც არ თვლიან თუ რის გამო იტანჯება ის ასე,და აი ბოლოს თავისუფლება(?),რას აკეთებს ამ დროს კაცი?რა თქმა უნდა ის შურისძიებაზე ფიქრობს,10-დან 10-ვე შურს იძიებს,1 000-დან 1 000-ვე შურს იძიებს,1 000 000-დან 1 000 000-ვე შურს იძიებს...ესაა ადამიანთა მოდგმის არსი...ხშირ შემთხვევაში,ქუჩის მეორე მხარეს,ან თუნდაც გვერდითა ოთახში რა ხდება არ გვაინტერესებს და არ გვაღელვებს,ყველაფერი-ყველგან და ყოველთვის პირადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებამდე დადის,ამ შემთხვევაში სისხლის წყურვილი ამოძრავებს მთავარ გმირს,შურისძიება სწადია...
ადამიანი არასოდეს არ უფიქრდება თავის სიტყვებს,არ უფიქრდება თავის ქმედებას,რა მოყვება ყოველივეს?!ანდა რატომ?ეგ ხომ რთული პროცესია და პასუხისმგებლობა და ამის გარეშეც ცხოვრება ერთი შეხედვით უფრო ადვილი ჩანს...ერთი რამ სამარადისოდ უნდა დავიმახსოვროთ და ვიცოდეთ რა,არაფერი-აი ცვეტში არაფერი ამ დედამოტYნულ ცხოვრებაში უკვალოდ არ ქრება და არ მიდის!!!ყველაფერი გვიბრუნდება ასე თუ ისე,ყოველი ბგერა,ყოველი ქმედება,ყოველი გადადგმული ნაბიჯი!ერთი უმნიშვნელო,უბრალო,გაუაზრებელი,უაზრო სიტყვაც საკმარისია იმისთვის,რომ მთელი ცხოვრება შეიცვალოს,უფრო რთულ მომენტებზეც საუბარი ზედმეტია...
ახლა უფრო დავკონკრეტდეთ რამოდენიმე ფრაზაზე-გენიალურ ფრაზაზე:
"...გაიცინე და მთელი სამყარო შენთან ერთად გაიცინებს,იტირე და შენ მარტოობაში იტირებ..."
ნუთუ ეს არაა სიცოცხლის დაუწერელი,მწარე კოდექსი?ადამიანი ზოგადად მაშინ იცინის,როცა კარგადაა,როცა ადამიანი კარგადაა მასთან ყოფნა ყველას უნდა,კარგად ყოფნა ბედნიერებაა,კარგად ყოფნა სიხარულია,კარგად ყოფნა სიყვარულია,სიყვარული-სიხარული-ბედნიერება კი ჩვენი სისუსტეა,ამაზე უარის თქმა სისულელა და სასაცილო...არის მეორე მხარეც,სადაც ცუდად ხარ,სადაც არავის არ ჭირდები,სადაც თითებზეა ჩამოსათვლელი ის ადამიანები ვინც გასაჭირს შენთან ერთად გადაიტანს,ვინც შენს გვერდით იქნება,მეტ წილად ასეთი ხალხის პოვნა ძნელია,მითუმეტეს ამ დროს ეს წარმოუდგენელიცაა,არავის სურს შენთან ერთად ტკივილის შეგრძნება,არავის სურს შენს გამო თავი გასწიროს და ცხოვრება დაინგრიოს,მწარეა...ძალიან მწარე,მაგრამ ეგრეა!მშობლები,ახლობლები,გამზრდელი,ათიოდე ძმადნაფიცი,ათიოდე დადნაფიცი,სხვა?სხვას ყველას Yლეზე კიდიხარ!რატო იცი?ადამიანებს სიკეთე გადაგვავიწყდა რა არის...შეიძლება არც არასდროს ვიცოდით...
"...თუ კი მე ნებისმიერ მხეცზე უარესი ვარ?!ნუთუ ამის გამო არ მაქვს სიცოხლის უფლება?მაქვს კი?..."
როცა ვიბადებით,ჩვენ გვჩუქნიან სიცოცხლეს,როცა ვკვდებით ჩვენ სიცოცხლეს გვართმევენ,მაგრამ აბა კარგად დაფიქრდით,რამდენჯერ მოსულა ჩვენთან სიკვდილი,რამდენჯერ გვიგვრძნია მისი ცივი და დაუნდობელი ბრჭყალები,ყოველი ტკივილი ხომ სიკვდილია?!არა ფიზიკური,ფიზიკურის დედაც მოვსტYან,არამედ სულიერი...ნებისმიერ მომენტში,აი ნებისმიერ ჟამს სიცოცხლე შეიძლება დაგვეწყოს და სიცოცხლე შეიძლება შეგვიწყდეს,ჩვენ არ ვიცით სიცოხლის დაფასება,ჩვენ ვერ ვგრძნობთ თითოეული წამის ფეთქვას!!!კაცი მოკვდავია,ერთადერთი რამ იცის კაცმა,ერთ "მშვენიერ" დღეს ის მიწად იქცევა,ამას ვერ გავექცევით,ამას ვერავინ ვერასდროს ვერ გაექცევა,მთავარი აქ სულ სხვა რამაა,ვიქნებით კი უკვდავნი ვიღაცის გულში,ვეხსომებით კი თაობებს?ვეხსომებით კი მომავალს?ამასთანავე როგორ?!როგორი სიამაყით,როგორი სიყვარულით,როგორი სინანულით...ესაა სწორედ ჩვენი უკვდავება,ესაა ის რის გამოც ღირს ბრძოლა,ესაა ის ერთადერთი რამ რის გამოც ღირს თავის გაწირვა!
უამრავი ფრაზის და ციტატის მოყვანა შეიძლება ამასთან დაკავშირებით,თუნდაც ჩემი საკუთარი signature-იდან და მრავალი სხვა,ვიფიქროთ ამაზე...
დაივიწყეთ ენის მოჭრის,კბილების ამოძრობის,ცოცხალი რვაფეხას ჭამის სცენები,ეს არაა ფილმის იდეა და ეს არაა ფილმის აზრი...ფილმი ამავდროულად არაა მხოლოდ შურისძიებაზე ან თუნდაც ინცესტზე,არც თუ ისე ძნელია სიყვარულის,დასჯის ამოკითხვაც...ეს ფილმი არის ცხოვრებაზეეეეეეეე...
სატირალია თუ სასაცილო არც კი ვიცი,მაგრამ მთავარი გმირი 15 წლის მანძილზე ვერ მივიდა თავისი მთავარი შეკითხვის პასუხამდე,არადა ზოგიერთი კადრიდან კარგად ჩანს თუ რამდენი რვეული ქონდა გავსებული თავისი "ცოდვებით".ამ 15 წლის მანძლზე მისი ყველა ფიქრი შურისძიებისკენ იყო მიმართული,არადა სად იყო ამ დროს მომანიება?მგონი ტყუილად მოვიგონეთ ეს-გრძნობაა თუ რა ჩემი Yლეა...
არ ვიცი ვინ როგორ აღიქვამს ამ ფილმს და მამენტ პაბაльშომუ მაგარი მახატია ეგ,ჩემთვის გამომაქვს დასკვნები და ერთ-ერთი უხეშად არა ,მაგრამ რაღაც დოზით ეხება ჩემ ფიქრებს,ფიქრებს იმის შესახებ,რომ ადამიანთა რასამ ამოწურა საკუთარი თავი,ფილმის ისტორიიდან შორს რომ არ წავიდეთ,მიღებულია მსოფლიო საზოგადოებაში ტაბუირებული ცნება,რომ ცხოვრებაში წარმატება დამოკიდებულია ადამიანის-ინდივიდის მიზანდასახულობაზე,მის მიზანმიმართულ სწრაფვაზე რაიმეს მიმართ(არ შემეძლო ეს არ დამეწერა:დღეს-დღეისობით მიზანი ყველა ადამიანისთვის არის ფული-ფულით ყიდულობენ მეგობრობას-ფულით ყიდულობენ სიყვარულს-ფულით ყიდულობენ ყველაფერს)ამ შემთხვევაში ვუნ ჯი ლი-ს(სახელი მოვტYან ამის) მიზანი შურისძიებაა,ბავშობის კოშმარი,რომელიც მთელი ცხოვრება თან სდევდა...
მოდით ნელ-ნელა ჩამოვწერ თუ რა დავინახე ამ ფილმში და რას ეხება ეს ფილმი:
1)შურისძიება
2)დასჯა
3)ადამიანის არსი,სამყარო
4)სიყვარული
5)აკრძალული სიყვარული
6)სიცოცხლე(მისი ცუდი მხარეებით)
7)წინდახედაობა(ფიქრი)
8)სიტყვა(ანდაზები გავიხსენოთ

)
9)სიმართლის ცოდნა/არ ცოდნა
და ა.შ.
"...მარცვალი შეიძლება იყო ქვიშისაც და ქვისაც,მაგრამ ყოველთვის იძირება როგორც მარცვალი..."
"...არაფერია ახალი ამ მზის ქვეშ,რაც აქამდე ყოფილა-იგივ მოხდება და რაც აქამდე მომხდარა-იგივ მოხდება,თაობა მიდის,თაობა მოდის,ეს ქვეყანა კი უცვლელია უკუნისამდე..."
გმირებიც ვერ ცვლიან

.............