კარგი. მართლაი ხარ, მაგრამ დაიკიდე.
ერთი სიმღერა გადმოვაქართულე და შენი აზრი მაინტერესებს. ამ საშინელ თემასთან, ფუხ.. ფუხ.. არ არის კავშირში. მაგრამ მადონას რომ ცემდა შონ პენი ეგ თუ იცი შენ?! და იცი რატომ ცემდა? იმიტომ რომ იცოდა ის კახური ანდაზა:
რა კარგი გოგოა შენი ცოლიო, რომ შეაქებნ კაცს. უნდა უპასუხოს:
კარგი არ იქნება და..
ცემაც ზედ იქნებაო.
მაშ..
ეხლა სიმღერას დავუბრუნდეთ. ორი ძმა მღერის. სხვათაშორის მაგათი დიდიდიდიდიდი ბებია, ლუდვიგ ვან ბეთხოვენის დამლაგებელი იყო.. იქ რაღაც პატარა მოხდა და.. მოკლედ ნიჭიც იქიდან გამოყვათ. მაგარი ბიჭები არიან დააკვირდი, ვიცი მოგეწონება.
ხოდა მადონას მიუძღვნეს ეს სიმღერა
ჩავთვლიმე სიმფონიურ კონცერტზე,
და უცებ - ბუხ! შემოკრეს წინწილაკები
გამეღვიძა და გადმოგხედე
შენ ჩემს გვერდზე აღარ იჯექი.
ეგ არაფერი, მაინც შორს ვერ წაგვიყვანდა
ეს ჩვენი პლატონური რომანი.
ქუჩაში გამოვედი,
ლამპიონებით განათებულ ქალაქში
არ გეშინია? - არა!
[უი, უი შემეშალა, ეს სხვა სიმღერიდანაა]
ვაგრძელებ:
ჩემს გვერდზე კალიფორნიის
გოლდენ გეიტ ხიდზე გრძელი ლიმუზინი გაჩერდა.
შუშა კი ყო ჩაბნელებული, მაგრამ ეგრევე მვხვდი,
ძალიან მნიშვნელოვანი ვიღაც რომ იჯდა შიგნით.
უცებ კარები გაიღო და შავსათვალეებიანმა ბლანდინკამ მითხრა:
შემოძვერი..
რა თქმა უნდა ეგრევე შევძვერი.
////
მადონა, ნუთუ ეს მართლა შენ ხარ?
მადონა, ნუთუ ჩემთვის უკვე მზად ხარ?
შენი გრძნობები, რომლებსაც ეხლა გამიზიარებ
ვერცერთ ფოტოში, ვერ გამოჩნდება ესე ღიად, ესე ძლიერად
///
მერე ამიყვანა თავის პენტჰაუზში
მაჩვენა ყველა თავისი პლატინის ფირფიტა.
მერე დავეშვით რბილ სავარძელში.
ვწრუპავდით შამპანიურს, და ვსაუბრობდით,
ვსაუბრობდით, ვსაუბრობდით..
მაგრამ როგორც მსგავს სიტუაციებში ხდება ხოლმე
ნელნელა შევეშვით საუბარს..
ყველა ვარსკავი ჩემთვის კაშკაშებდა იმ ღამეს
ყველა ვარსკლავი მოასწავებდა ჩემს დიდებას
////
მადონა, ნუთუ ეს მართლა შენ ხარ?
მადონა, ნუთუ ჩემთვის უკვე მზად ხარ?
შენი გრძნობები, რომლებსაც ეხლა გამიზიარებ
ვერცერთ ფოტოში, ვერ გამოჩნდება ესე ღიად, ესე ძლიერად
///
დილით ევროპული საუზმით გამიმასპინძლდა და შემდეგ -
მადონა: აბა ეხლა.. პაკააა
მე: შეიძლება კიდე შეგხვდე?
მადონა: არა
მე: კარგი.. პაკაა..
მე ამის შესახებ არავისთვის მომიყოლია
ბოლო-ბოლო, არავის საქმეა, რა მოხდა ჩემს და მადონას შორის
////
მადონა, ნუთუ ეს მართლა შენ ხარ?
მადონა, ნუთუ ჩემთვის უკვე მზად ხარ?
შენი გრძნობები, რომლებსაც ეხლა გამიზიარებ
ვერცერთ ფოტოში, ვერ გამოჩნდება ესე ღიად, ესე ძლიერად