18 სექტემბერს მთავარი ბიბლიოთეკის კინოკლუბში ნაჩვენები იქნება მიქელანჯელო ანტონიონის 1970 წლის საკულტო ფილმი, ,,ზაბრისკი პოინტი’’.
ფილმი ასახავს მე-20 საუკუნის 60-იანი წლების მიწურულის ამერიკულ კონტრკულტურას. ფილმი ორი დამოუკიდებელი სიუჟეტური ხაზისგან შედგება. ის მოგვითხრობს ახალგაზრდა წყვილის — იდეალისტი მდივნის და მებრძოლი რადიკალის ისტორიას.
ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მარკ ფრეჩეტი და დარია ჰალპრინი, რომელთაგან არც ერთს ჰქონია სამსახიობო გამოცდილება.
ჰარისონ ფორდი თამაშობს ერთ-ერთი დემონსტრანტი სტუდენტის როლს პოლიციის განყოფილებაში, მაგრამ მონტაჟის შემდეგ მისი ყველა კადრი ამოჭრეს.
სცენარი დაწერეს ანტონიონიმ, ახალგაზრდა იტალიელმა რეჟისორმა ფრანკო როსეტიმ, ამერიკელმა დრამატურგმა სემ შეპარდმა, სცენარისტმა ტონინო გუერამ და ბერნარდო ბერტოლუჩის მეუღლემ კლერ პეპლოუმ. ფილმის სახელი აღებულიასიკვდილის ველზე არსებული გეოგრაფიული ობიექტის ზაბრისკი პოინტის დასახელებიდან, სადაც გადაღებულია უდაბნოს სიყვარულის სცენა.
ფილმის საუნდტეკის ალბომში, Zabriskie Point, შესულია სხვადასხვა შემსრულებლის ნამუშევრები, მათ შორისაა პინკ ფლოიდი, The Youngbloods, კალეიდოსკოპი, ჯერი გარსია, პეტი პეიჯი და Grateful Dead. როლინგ სტოუნზის სიმღერა You Got the Silver არ შესულა ალბომში. პინკ ფლოიდის, ჯერი გარსიასა და კალეიდოსკოპის სიმღერები დაიწერა სპეციალურად ფილმისთვის.
პინკ ფლოიდის მელოდია სიმღერიდან Us and Them თავდაპირველად რიჩარდ რაიტმა დაწერა ფილმისთვის. ნომრის სახელწოდება იყო ”The Violent Sequence”. მაგრამ მიქელანჯელო ანტონიონიმ ის არ გამოიყენა. როგორც როჯერ უოტერსი იხსენებს, ანტონიონის პასუხი იყო: ”იცი, ლამაზია, მაგრამ ძალიან სევდიანი. ეკლესიას მაგონებს.” სიმღერა თაროზე შემოდეს, მოგვიანებით ის გამოიყენეს ალბომში The Dark Side of the Moon.
ფილმისთვის დაიწერა დორსის სიმღერა ”L' America”, მაგრამ ანტონიონიმ არც ის გამოიყენა. სიმღერა შევიდა დორსის ალბომში L.A. Woman.
ფილმის გადაღების შემდეგ, მარკ ფრეჩეტი და დარია ჰალპრინი გადავიდნენ მელ ლიმენის ბოსტონის კომუნაში. 1972 წელს ჰალპრინი დაქორწინდა დენის ჰოპერზე. 1973 წელს ფრეჩეტმა მონაწილეობა მიიღო ბანკის ძარცვაში, რომლის დროსაც, მისი ერთ–ერთი თანამონაწილე მოკლეს. მას მიუსაჯეს 15 წლიანი პატიმრობა. ის მოკვდა ციხეში, საეჭვო გარემოებაში.
მუსიკოსი ჯონ ფეჰი, თავის წიგნში How Bluegrass Music Destroyed My Life, წერს, თუ როგორი უსიამოვნო იყო ანტონიონისთან მუშაობა.
დასწრება თავისუფალია
მთავარი ბიბლიოთეკა არის ტოსტონოგოვის ორში, აღმაშენებლის 121-თან. კათარზისისი შენობასთან.

იმისათვის, რათა შეიქმნას დიდებული ფილმი, აუცილებელია სამი რამ: სცენარი, სცენარი და კიდევ ერთხელ სცენარი
ალფრედ ჰიჩკოკი