ვუყურე! ტაში ამხანაგებო

.
ფილმს ისეთი რეცენზიები უწერეთ და შეფასებები აძლიეთ სატირლად მოვემზადე, თუმცა ..
ძალიან მაგარ ფილმს ველოდი, მაგრამ სამწუხაროდ იმედები ვერ გამიმართლა, რაღაც არაამქვეყნიური ტიპაჟი ყავდა სმიტს შექმნილი, განსაკუთრებული შეხედულებებით ცხოვრებაზე .. ცოტა გაწელილი მომეჩვენა ფილმი, ამასთანავე დამღლელი ხდება მისი ტირილი წარსულთან დაკავშირებით, ცოლი და 6 უდანაშაული ადამიანის სიცოცხლე ადევს კისერზე და ცდილობს მისი ცოდვის გამოსყიდვას, ცოტა არ იყოს აბსურდული გზით .. მუსიკა საკმაოზე კარგი იყო, მგონი ერთი მეცნო კიდეც

. (1900 -ის იყო ხო?

.) სმიტის თამაში მომეწონა, რაც კარგი იყო არ ვუარყოფ

. კარგად თამაშობს, ბოლო სცენებმაც შეიძლება ითქვას, ოდნავ ამოქაჩა ფილმი, მაგრამ თუ სცენარი ის არ არის რაც საჭიროა, მსახიობის კარგი თამაში, ნორმლური მუსიკა და ერთიცალი მოპარული საუნდტრეკი ვერ უშველის ..
ჰო, მართლა, დიალოგები ვინმეს მოგეწონათ? ვთვლი რომ იმაზე მეტი სუსტი დიალოგები ჰქონდა ვიდრე წარმოვიდგენდი, თუმცა 1-2ს არაუშავდა ..
და იმ ტიპის ვერ გავიგე კიდე რას ერჩოდა, რაც შემპირდი ის გააკეთეო .. ადვოკატი იყო ამისი?
ვუდი რა კარგი იყო

. თუმცა ძაან პატარა როლი ჰქონდა და მეწყინა ..
21 გრამთან პირადად მე ახლოსაც ვერ დავაყენებდი, თქვენ კიდე, გალახა, გაღუნა და დაამსხვრიაო

.
ამასტანავე საერთოც ძალიან ცოტა აქვთ ..