ჩაძირულია ტორენტები და ე-ჯორი, იმდენია იქ.
ყველა ენაზე, ლამის უკვე სვანური და მეგრული დუბლიაჟებია გაკეთებული
მაქვს, ორჯინალი, რუსული ლუბიწელსკი პერევოდით, თუ გინდა ავტვირთავ სადმე.
რაც შეეხება ფილმს!
ნუ ეხლა "ფაით ქლაბის" დონე არაა. ან არ ვიცი, შეიძლება უკეთესიც არის, იასნია რო დევიდა თავისი გენიალური შემოქმედების გარდამავალ სტადიაზეა, და ეძებს თავის ახალ თავს.
არ მომეწონა, ეს თანამედროვეობის და წარსულის ფლეშ-ბექების მიქსაჟი. ფილმს მისტერიულობას უკარგავს.
დანარჩენი!!!
გადაღების სარეჟისორო ტექნიკა არის 11-ზე (10 ქულიანი შეფასებით). თითქმის ყოველი სცენა არის დამოუკიდებელი ფერწერული ნამუშევარი, კადრირება, კადრის კომპოზიცია, ფერების მიქსაჟი, მიზ-ენ-სსენე და ა.შ.
ამ საქმეში კაცი არის ჯინიოსი.
მსახიობები!
ყველას რატომღაც დაგვავიწყდა გვეხსენებინა, თუ რა 3 ქალი თამაშობს ფილმში:
ჯულია ორმონდი, ტილდა სუინტონი, ქეითი...
და რა მაგგგარს თამაშობენ, რა დახვეწილად, ზედმეტი ტაკა-რა-ცუკობის ან ნიკოლა-კიდმანობის თუ მერილა-სტრიპობის გარეშე. არავითარი ოუვერ ექთინგი და რამე!
ბრედ პიტი! და მისი როლი!
არ ვიცი რისთვის მიცეს შონ პენს ოსკარი, ასეთი როლი (ბეჯამინ ბათნი) ჯერ ჰოლივუდის არც-ერთ ვარსკვლავს არ ქონია. მსახიობის თამაშზე ვერ ვილაპარაკებ, ვინაიდან როლი თავიდან ბოლომდე ფინჩერის შექმნილია, და პიტი მანდ მარტო მასალააა.
მეძინებოდა ფილმის ყურება რომ დავიწყე, ისეთი საინტერესო იყო გამომაფხიზლა.
აქ ხშირად ამბობენ რო ფილმს არანაირი ემოცია არ დაუტოვებია!
1. ფინჩერი (ფელლინი, ანტონიონი, პაზოლინი) არ იღებს ემოციურ ფილმებს.
2. განწყობას გააჩნია, შეიძლება ისეთ ხასიათზე იყო, "როკო და მის ძმებს" უყურო და სიცილით მოკვდე!
ეს ინდივიდუალურია.
და საერთოდ რატო არაა ქართული კომენტარები იმდბ-ზე!!!
ვისი გვეშინია და ვემალებით?!!!!!!
უფრო თამამად!!!
http://www.imdb.com/title/tt0421715/