როგორც იქნა ვნახე David Fincher-ის ფილმი The Curious Case of Benjamin Button...
არ მომეწონა ორი რამ:
1)ძალიან გაწელილია,აი ამის იქეთ რომ არ შეიძლება ისე-2:40 მგონი მეტისმეტია

2)სცენარისტებს და რეჟისორს უნდა ეზრუნათ,პირველ რიგში,იმაზე,რომ რამენაირად აეხსნათ ეს "მოვლენა" და დაეკავშირებინათ საათის ისტორიასთან,რა კავშირი იყო,ბოლომდე ვერ გავიგე სიმართლე რომ გითხრათ.
...
ფილმი ძალიან ორიგინალური გამოვიდა,ისტორია გვიყვება თუ როგორ იბადება ადამიანი,იბადება არა ისე როგორც ყველა და ერთი შეხედვით ცხოვრობს არა ისე როგორც ყველა,ის არ გატყდა ამის მიუხედავად და იცხოვრა ისე როგორც შესძლო,ბაზარი არაა ბევრის დათმობა მოუწია,თუმცა მაინც არ შეეგუა ამ "უსამართლობას" და შეეცადა მაინც რამე გამოესწორებინა,მან ყველაფრის და მიუხედავად შეიცნო თუ რა იყო სიყვარული,რაც დამეთანხმებით ადამიანის უდიდესი-უმშვენიერესი-უმნიშვნელოვანესი ნიჭი და საჩუქარია ამ ქვეყნად!ის ეცადა ეცხოვრა ისე,როგორც ყველა დანარჩენს,არაფრით არ გამორჩეულიყო,ბედის-წუთისოფლის-შემთხვევის ასე ულმობელად გაწირვის მიუხედავად...
რაც შეეხებათ Brad Pitt-სა და Cate Blanchett-ს,ზედმეტია აქ,ჩემი აზრით,ბევრი ლაპარაკი,ორი აზრი არ არის,გენიალურად ითამაშა ორივემ,ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა,რომ თვითონაც უცხოვრიათ თავისი გმირების ცხოვრებით და აი ძალიან მაგრად მოუხდა ორივე ტიპაჟი,ფანტასტიურები იყვნენ!
ეს არი ისტორია ადამიანზე,მთელ მის ცხოვრებაზე,დაბადებიდან სიკვდილამდე?!თუ პირიქით?

ჩემი აზრით,მთლიანობაში ფილმის აზრი იმაში მდგომარეობს,რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ შენ შავკანიანი თუ თეთრკანიანი,წითელკანიანი თუ ყვითელკანიანი,აფრო ამერიკელი თუ ინგლისელი,ფრანგი თუ ზულუსი,მთავარია როგორ გაივლი ამ ცხოვრებას,რა პრინცნიპებით და სიმართლიათა,სიკეთითა და სიყვარულით!"ზოგი ადამიანი დაბადებულია იყოს..."©The Curious Case of Benjamin Button
ცხოვრება არ იზომება არც წლობით და არც თვეობით,არც საუკუნეებით და არც საათებით ან თუნდაც წუთებით,ცხოვრება მომენტია,ერთი წამი-გაელვება,როცა ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს როგორც უკეთესობისკენ ისე უარესობისკენ,შეიძლება ყველაფერი ყირამალა დადგეს და ეს ყველაფერი ერთ მომენტში...ამ ერთ მომენტში ადამიანმა შეიძლება ვიღაცას ცხოვრება დაუნგრიოს,ან ვიღაცას ცხოვრება აჩუქოს...(გავიხსენოთ აქ ავარიის ამბავი,რას ყვება და რა დასკვნამდე მიდის მთავარი გმირი?!)
ბევრისთვის Benjamin Button-ი არც დაბადებულა,სხვებისთვის არც მომკვდარა,მაგრამ ის იმ ხალხის გულებში დარჩა ვინც უყვრდა და ვისაც უყვარდა!აი ამად ნამდვილად ღირს ცხოვრება,ამისთვის ღირს სიყვარული,ბრავო Fincher-ს,ბრავო Desplat-ს(ფილმის კომპიზიტორი) ბრავო მთელ კოლექტივს!!!
9/10