#52114378 · 3 Feb 2018, 21:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ისე ვნახე არც ფილმის, არც რეჟისორის სახელი არ ვიცოდი. არც ის საერთოდ ოსკარი თუ ჰქონდა აღებული.
- ფილმმა შთაბეჭდილება მოახდინა. მიუხედავად იმისა რომ ფილმის დასაწყისი - პირველი ნახევარი გაცილებით ძლიერია, ვიდრე დასკვნითი - მეორე ნახევარი, მაინც შემდგარი ფილმია. განსაკუთრებით დადებითი მხარე იყო ფილმში რეალიზმი. ჰოლივუდის დონეზე კარგად შექმნა შთაბეჭდილება რა არის ნამდვილი ინდოეთი: სიღატაკე, სიბინძურე, შიმშილის პირად მყოფი სანაგვეში მქექავი ბავშვები, რომლებსაც მხოლოდ იყენებენ. ჯურღმულები, ქოხები და უამრავი ბავშვი, რომელთაც არანაირი სამართალი არ იცავს. რამდენი საშინელების გადატანა უწევთ, მხოლოდ იმიტომ რომ არ გაუმართლათ. ეს ყველაფერი ბუნებრივად იყო გადაღებული. რეალურად გადმოცემული ამ ჯურღმულების ცხოვრება და არ იყო მხოლოდ ლამაზად აწყობილი ფერადი კადრები.
ამ რეალიზმმა არ დატოვა არც ინდური ფილმის შთაბეჭდილება, არც ჰოლივუდურის. - ბოლოში სასიყვარულო დრამას თუ არ ჩავთვლით. მე მგონია ამ ლავსთორის გარეშეც გამოდიოდა ფილმი, ცოტა ზედმეტია ეს პათეთიკა. მაგრამ ეს არ მგონია მთავარი. - მომენტში City of God უფრო გამახსენდა.
ინდოეთის ისტორიაა - სიღატაკე და ამ სანაგვეში საჭმლის მძებნელი ხალხი და ამ სანაგვეზე დაწყებული მშენებლობა. ძმაც ამბობს სანაგვედან - მშენებლობის პროგრესის ადგილად გადაქცა. ეკონომიკური ზრდა და მოჩვენებითი განვითარება. ეს ყალბი მშენებლობის ტალღა, ერთი შეხედვით ლამაზი თანამედროვე ცათამბრჯენები, სინამდვილეში ისევ გეტოა და ისევ ჯურღმულია ის დასახლება. მხოლოდ მაღალი მიტოვებული სასტუმროებითა და ცათამბრჯენებით. პროგრესი მხოლოდ ერთეულთათვის. ერთეულებისთვის გაუმჯობესებული ცხოვრება - სხვები ისევ გადარჩენისთვის იბრძვიან ნებისმიერი გზით. მათხოვრობით, მეძავობით თუ "მთავარ ინვესტორთან" კრიმინალური სამსახურით.
კრიმინალებით, გამტაცებლებით, საშინელი პოლიციელებით, კასტებით, უკიდეგანო უთანასწორობით. მაინც ვფიქრობ არ ჭირდებოდა ამ ფილმს ლავსთორი. ამის გარეშე შემდგარი ფილმია.
დრო გავიდა ფილმის გამოსვიდან. მაგრამ რა უცნაური შედარებები დაიდო ბენჯამინ ბატონთან. ან რა ინდურ ფილმობაზეა ბრალდება.. ჰოლივუდურ სიუჟეტის გამოხატულებაა ბენჯამინ ბატონი. ტიპური ჰოლივური ბიოგრაფიული ფილმია, რომლის მსგავსი ბენჯამინ ბატონამდეც ბევრი გადაღებულა. ამბის თხრობისა და სიუჟეტის განვითარების რაღაც ერთი მეთოდი, რაც მეორდება ჰოლივუდირ ფილმებში. ამ ფილმმა რაღაც მომენტში მაინც არ დატოვა ინდურ/ჰოლივუდური ფილმის შთაბეჭდილება. ოღონდ ფილმის ნახვისას "ამდენ ოსკარს იმსახურებდა" კრიტერიუმი არც გამხსენებია.
This post has been edited by rati nwt on 3 Feb 2018, 21:07
--------------------
_________Liverpool____________
“I'm living the dream" - C.J
http://b.pix.ge:81/r/h7reu.gif
https://twitter.com/SkySportsNews/status/888413626465476609
|