DARKnodoძალიან კარგი ანალიზი გაგიკეთებია ფილმის

ეხლა ვუყურე და ჯერ კარგად არც ვიყავი ჩამოყალიბებული რა დამეწერა, არადა სათქმელი ბევრი იყო და ეს თემა რომ მოვძებნე და პირველი პოსტი წავიკითხე, გამეხარდა რომ სხვამაც იფიქრა ამდენი რამ და დაწერა კიდეც...
მე ერთს დავამატებდი, რომ უფრო და უფრო მიმტკიცდება ის აზრი, რომ ბედნიერება - ეს მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის უნარია იყოს ბედნიერი, ადამიანებს ეს უნარი მეტნაკლებად აქვთ (ზუსტად ისევე როგორც სხვა უნარები) და ზოგს კი საერთოდ არ აქვს. ვერ წარმომიდგენია ეიპრილი როდისმე, სადმე, რომელიმე გარემოში ყოფილიყო ბედნიერი, ის ზუსტად ისეთივე იქნებოდა ყველგან და ისევე დატყვევებულად და უბედურად იგრძნობდა თავს ყველგან, როგორც იმ ცხოვრებაში, რაც ფილმშია აღწერილი. ადამიანის ბედნიერება-უბედურებას მხოლოდ უმნიშვნელოდ განსაზღვრავს ის გარემო, სადაც ცხოვრობს, მთავარი ადამიანის შიგნითაა, და თუ შიგნიდან, სულიერად შეუძლია იყოს ბედნიერი ამას ყოველთვის მოახერხებს, რა პირობებშიც არ უნდა ჩააგდო, და პირიქით, ყოველთვის მოახერხებს იყოს უბედური, თუკი ეს მისი ასე ვთქვათ შინაგანი განწყობილებაა, თუნდაც სამოთხეში მოახვედრო
Keep things at arm's length. If you let anything come too near, you want to hold on to it. And there is nothing a man can hold on to.