აქ ითქვა სერიალების ზეგავლენაზე.
მეგობრებო მოდით სერალები დავყოთ ორ ნაწილად !
პირველი: ეს მაღალი დონის abc , fox , HBO და სხვა ბობოლა ტელევიზიების პროდუქტი , რომელიც ჯილდოვდება ძალიან პრესტიჟული ჯილდოებით როგორებიცაა : Golden Globe , და სატელევიზიო პრემიებით.
და
მეორე: ლათინოამერიკული იაფფასიანი სერიალები, სადაც სერიალის გმირი თავიდან არის ღარიბი , საცოდავი გოგო და თურმე წარსულში იყო მილიონერი მაგნატის ნაბიჭვარი და გაშვილებული ღარიბ ოჯახზე.

ამ მეორის მაგალითზე , საქართვლეოს მოსახლეობის 40 % მთლიანად შედის ამ გმირის ცხოვრებაში და სერიოზულად განიცდის მის წარმატება-წარუმატებლობას. ნუ შეიძლება იმ მაღალხარისხიანი სერიალების ყურებისას იგივე განცდები დაეუფლოს ადამიანს , მაგრამ ეს იქნება დრეობითი რადგან ლათინოამერიკული სერიალების მსგავსად , ამერიკული მაღალი დონის სერიალები არ არის 300 სერია და დიდი შვება სერიები სეზონებად იყოფა.