რა ვიცი...მე ვერ აღვეგზენი, ბოდიშჩით
14 წლის ბიჭი რომ რეალურ ცხოვრებაში უფრო მომცროა, ვიდრე ფილმში, ალბათ იცით და ეგ ფილმი თუ რეალური ფაქტების მიხედვითაა გადაღებული...
და თუ ვიღაცის ფანტაზიაა, მითუმეტეს
ამ ქალის პიროვნება ამაზრზენი იყო მიუხედავად მაგის კეიტ ვინსლეტობისა
არადამაჯერებელია აქდან გამომდინარე მაგათი წრფელი და უანგარო სიყვარული. ამ ბიჭმაც ძალიან საეჭვიდ არ მისცა ჩვენება სასამართლოზე ქალის სასარგებლოდ.
ხოდა აი ჩემი ეჭვი რაც სინამდვილეში მოხდა:
ბიჭს სულაც არ უყვარდა სინამდვილეში, არამედ იყო 40 წლის ყოფილი ნაცისტის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი .
დაშანტაჟება, დაშინება, იძულება ა.შ.
მერე ეს ქალი იკარგება.
რამდენიმე წლის შემდეგ
სასამართლოში ეს ბიჭი კი არ დარდობს, არამედ ნერვიულობს. ეშინია იმ ქალის.
თავის ლექტორთან მიდის რომ უთხრას დამატებითი საშინელება ამ ქალის შესახებ და არა ის, რაც ფილმშია. ლექტორი ურჩევს, რომ ჯობია გაჩუმდეს და არ გამოჩნდეს.
მერე:
ამ ქალს არავინ ყავს. თვითონ გაიხსენებს ამ ბიჭს. დაუკავშირდება და მოსთხოვს ჩაუწეროს კასეტებზე წიგნები
ეს საწყალი კაციც თავს მოიკლავს და ყველა წიგნს ჩაუწერს(ეშინია და რა ქნას?)
ხომ გახსოვთ, ის ქალი წერილებს წერს და ეს არ პასუხობს...
20 წლის შემდეგ ამ ქალს უშვებენ და ის აპირებს ბიჭთან გააგრძელოს ცხოვრება .
პაემანზე ციხეში:
ხედავს ეს კაცი, რომ უკვე სხვა დროა. ის დიდი კიაცია, ეს ბებერი უსუსური ქალი და ყველაფერს ეტყვის, რასაც მასზე ფიქრობს და წავა.
კეიტს სინდისი შეაწუხებს და თავს იკლავს .
კაცი შვებით ამოისუნთქებს და თავის შვილს მოუყვება იმ საშინელი დეიდის შესახებ, ვისი შიშითაც იცხოვრა მთელი ეს დრო
აი, ეს იქნებოდა კარგი კინო
This post has been edited by gramatikikina on 15 Aug 2011, 17:44