

მაგარია
მკვლელებად დაბადებულების ალტერნატიული ვარიანტი

რეალურად მომხდარი მკველობათა სერიის ძალიან უემოციო ეკრანიზაცია

ლამაზად მოყოლილი საშინელი ამბავი

+ ლამაზი მუსიკა, მთავარი როლების შემსრულებლების უნაკლო თამაში


* * *
ამ თემაში ისე ვგრძნობ თავს თითქოს ჩემთვის დღიურებს ვწერ
მოკლედ, ასეც ასე, Days of Heaven ვნახე და თითქმის ამოვწურე ტერენს მალიკის ფილმოგრაფია. სამწუხაროა რო ასე ცოტა ფილმები აქ. მალიკის პირველი ფილმი Lanton Mills თუ ვინმეს გეგულებათ სადმე არ დამიმალოთ.
რაც შეეხება ფილმს, როგორც ყოველთვის ძალიან მაგარია. მოკლედ ამ კაცს ჩავარდნა არ ქონია, რაც ფილმი ვნახე ყველა მაგარია

ტრადიციულად კადრები, ხედები, მუსიკა, დონეა. აქ ნამეტანი გაუმახვილებია ყურადღება ცხოველთა სამყაროზე და როგორც უკვე სამართლიანად აღინიშნა 1-2 სცენაზე მეგონა ნეიშენალ გეოგრაფიკის დოკუმენტურ ფილმს ვუყურებდი მწერებზე

მწერების შემოსევის და მინდვრების გადაწვის სცენა ცოტა გაწელილი მეჩვენა, მარა არა უშავს

აქვე უნდა აღინიშნოს რომ ჩემდა გასაოცრად რიჩარდ გირი საკმაოდ კარგად თამაშOბს



ეს კადრი ჯესი ჯეიმსის მკვლელობიდან წააგავს ერთ სცენას ძალიან

უფრო სწორად ის წააგავს ამას




პ.ს. მალიკი ჩავწერე ფავორიტ რეჟისორებში. თუ ვინმე იმ პირველ ფილმს შემომაშველებთ ხო კაი, ისე კი ველოდები მის ახალ ფილმს Tree of life - შონ პენის და უცნაურ პრიჩოსკიანი ბრედ პიტის მონაწილეობით
