გუშინ ОРТ-დან ჩამოწერილს ვუყურე, ნერვი არ მეყო იმედზე იდიოტური მონოტონური გახმოვანებით და რეკლამებით გავსებულისთვის მეყურებინა!
მოკლედ ხალხნო რას ლაპარაკობთ რა, მე შოუ ძალიან მომეწონა, ძალიან კარგი იყო... ამდენი ხნის ჩაკვდომის მერე... ეს რამდენიმე 3-4 წელი, თუ მეტი, ოსკარი ნაგავზე გადასაყრელი იყო იმენა... თან წამყვანი ჰიუ ჯექმენი < საღოლ ჰიუს რა იმენა, нет слов!... მალადეც, ძაან მაგად წაიყვანა შოუ, უმეტესობა მაგის დამსახურება!
რას ერჩით ამ შოუს, თუ არავის არ მოგწონთ რა ძალა გადგიათ რო ათენებთ ღამეებს და ვენებს იბრდღვნით! ან ფილმები თუ თავიდანვე არ მოგეწონათ ხომ მითუმეტეს, რაღაში აინტერესებდათ შოუს ყურება!... ვერ გამიგია რა..
ჩემი აზრით, წელს ძალიან სერიოზული ფილმები იყო წარდგენილი... არც შარშან და არც იმის წინ და კიდევ იმის წინ არ ყოფილა ასეთი ფილმები... რავი ჩემი აზრით რა თქმა უნდა!
რა არ მოგეწონათ ვერ გავიგე ამ მილიონერში, ძალიან კარგად იყო გადაღებული, თითქმის ყველაფერში რაშიც მისცეს იმსახურებდა ნამდვილად ამ ჯილდოს!
ბენჟამინ ბატონმაც ხომ აიღო პრემია გრიმში, რაც 100%-იანი უნდა აეღო...
"ეჭვმა" რომ არ აიღო არაფერი ცოტა არ იყოს გამიტყდა, ძაან სერიოზული სცენარი ჰქონდა, ისეთ სერიოზულ ტექსტებს კითხულობდა სეიმური მესებზე ფილმში!
ასევე ჩემი აზრით პენელოპას არ უნდა აეღო ოსკარი, ვაბშე არაფერი როლი ჰქონდა ახლა რა სხვა კანდიდატებტან შედარებით, ფილმიც საერთოდ არ იყო ოსკარზე წარსადგენი, მერე რა რომ ვუდი ალენის იყო... სხვანაირი ფილმი იყო რა... ქალის მეორეხარისხოვანი როლისთვის ან ტარაჯისთვის, ან ვიოლა დევისთვის უნდა მიეცათ იმჰო..
კეიტა ბრწყინავდა ნამდვილად გუშინწინ რა! ძაან მომეწონა! დაიმსახურა ნამდვილად, ისევე როგორც შონ პენმა (მთავარ როლებში)
ანჟელინა როგორ ტიროდა ლეჯერის ხსენებაზე...

მეცოდება ეგ მსახიობი რა!

ხო, ისე პიტერ გებრიელს როგორ არ ამღერეს მისივე სიმღერა, მაგრად ამეთხარა ნერვები, ვიღაც ჯონი ლეჯენდმა გააჟღერა! აი ეგაა რა კიდე, საუკეთესო შემსრულებლისთვის პიტერ გებრიელისთვის უნდა მიეცათ რა, ნამდვილად... სლამდოგი კი კარგია, მარა მაგათი "ჯიმი-ჯიმი აჯა-აჯა-სთვის დამენანა!
მოკლედ, მე აი ძალიან მომეწონა ცერემონია, კრიზისის ფონზე ნამდვილად სერიოზული გამოუვიდათ! რესპექტები დამდგმელებს!
This post has been edited by Elbereth_Gilthoniel on 25 Feb 2009, 10:50