როგორც ყველამ ვიცით, არსებობს არა მარტო მაღალი ხარისხის ჩვენება, არამედ ასევე მაღალი ხარისხის გახმოვანებაც. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ მუსიკას.
mp3 ფართოდ გავრცელებული აუდიო ფორმატია, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვთქვათ 100მბ-ში ჩავტიოთ უფრო მეტი სიმღერა, ვიდრე სხვა ფორმატში, თუმცა ამ დროს ხარისხი ძალიან ფუჭდება.
მე პირადად mp3-ებს არ ვუსმენ.
ჩემი ფავორიტებია ape (სხვა სახელით monkey's audio) და FLAC (Free lossless audio codec). ასევე dolby digital და DTS (digital theater sound).
მაგალითისთვის თუ mp3-ში მეტალიკის "შავი ალბომი" მაქსიმუმ უხეშად რომ ვთქვა 250-300მბ-ა, მაშინ dolby digital-ში ეს არის 5გბ-ზე მეტი. დამერწმუნეთ, თქვენ ისეთი დამატებითი ხმები გესმით, რაც mp3-ში არ არსებობს.

ყველას, ვისაც უყვარს ხარისხიანი ჩვენება და ამ შემთხვევაში მუსიკა, შეგიძლიათ გაიხაროთ

ძალიან მალე ბაზარზე გამოჩნდება Blu ray დისკები უშუალოდ მხოლოდ აუდიოშემცველობით. ამ პირველ Blu ray-ზე ჩაწერილი იქნება მოცარტის "Divertimenti".
დისკი შემოგვთავაზებს მთელს თავის შესაძლებლობებს როგორიცაა full HD და SACD (super audio CD).
დისკს ექნება შემდეგი აუდიო ფორმატების მხარდაჭერა: 2.0 LPCM, 5.1 LPCM, 5.1 DTS HD Master Audio, 5.1 Dolby True HD, 5.1 Dolby Digital at 48KHz.
ასე რომ ხარისხი უპირველეს ყოვლისა, ჩემო კარგებო

წარმოდგენისთვის თუ რა ხარისხი აქვს ape-ს და FLAC-ს; დოლბის და DTS დავაგდებ რამოდენიმე მუსიკას და შეგიძლიათ ისიამოვნოთ. ოღონდ საჭირო იქნება 5.1 სისტემის დინამიკები.