უბრალოდ ძალიან კარგია

რამდენიმე უმნიშვნელო, თუ მნიშვნელოვან დეტალში იყო განსხვავება, მაგრამ მაინც ზუსტად არის გადაღებული, შეიძლება ითქვას.
ერთი, რაც ძალიან მაგარი აქვს, არის "დოკუმენტური" მასალები წიგნის რეალობიდან.
ანუ ჰოლის მეისონის (ძველი თაობის night owl) "undet the hood"-დან ფრაგმენტები, საიდანაც ვიგებთ ჩვენ კომედიანის შესახებ. პირველად მანდ დაიწერა ძველი სპექტრის გაუპატიურების მცდელობაზე და ა.შ. ძველი ამბები, რა.
არის ოზიმანდიასთან რამდენიმე ინტერვიუ და მასზე დაწერილი სტატია.
არის მანჰეტენისთვის მიძღვნილი სტატიაც. და ზოგადად ამათზე რა იწერებოდა, სანამ დაიშლებოდნენ და მერეც..
არის რორშახის დაპატიმრების შემდეგ დაწერილი სტატიები, მართლა საინტერესო.
ერთი დიდი განსხვავება იყო ერთი ჩვეულებრივი გაზეთების გამყიდველისა და მის გვერდით მჯდომი კომიქსების მკითხველი ბიჭის პარალელურად განვითარებადი ისტორია. ანუ ყველაფერი ხდება და შიგადაშიგ ამათი კადრებია. უბრალო, ჩვეულებრივი ადამიანების, ჩვეულებრივი აზრები, რას ფიქრობს ხალხი, როგორ ხედავს იმ ყველაფერს, რისი გააზრების და ცოდნის შანსი არ აქვთ და ა.შ.
მეორე დიდი განსხვავება იყო ამ ზანგი ბიჭის კომიქსი. ამ სცენების პარალელურად ბავშვი კითხულობს კომიქსს, რომელსაც სიამოვნებით წავიკითხავდი მეც ახლა. კომიქსი კომიქსში ასევთქვათ

ისტორიას არ მოგიყვებით, მაგრამ ძალიან მაგრად ჯდება პარალელურად, არადა შინაარსობრივად არაფერშუაშია. ჰქვია Tales of the Black Freighter და
http://www.imdb.com/title/tt1295071/ აგერ ანიმაციაცაა გადაღებული თვითონ watchmen-ის რეჟისორის. ცალკეც მომეწონა, მარა პარალელურად, გვერდი-გვერდ რომ კითხულობ...

ნუ თვითონ კომიქსის ნახატების ზუსტად გამომხატველობაზე აღარ ვიტყვი არაფერს, ალბათ ყველამ იცის, რომ კომიქში-მანგაში დახატულია ის, რაც საჭიროა და მხოლოდ ის. შესაბამისად, ზუსტად გადმოსცემს სათქმელს.
მოკლედ, ძალიან გამისწორდა, მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ზეპირად მახსოვდა.
Fat Cobra