"ოზუს საფლავის ქვაზე არანაირი სახელი არ იყო მითითებული, მხოლოდ ძველი ჩინური იდეოგრამა "მუ" რაც სიცარიელეს, არაფერს ნიშნავს.
მატარებელში, უკან დაბრუნებისას ვფიქრობდი ამ "არაფრის" სიმბოლურ მნიშვნელობაზე.
ბავშვობაში ხშირად ვცდილობი წარმომედგინა თუ როგორი იყო ეს "არაფერი".
თვითონ იდეა ჩემში შიშს აღძრავდა. გამუდმებით ვუმეორებდი საკუთარ თავს, რომ "არაფერი" როგორც ასეთი უბრალოდ არ შეიძლება არსებობდეს; არსებობს მხოლოდ სინამდვილე, რეალობა.
როცა რეალობა ფილმს ებმის, არაფერი ხდება მასზე უფრო ცარიელი და გამოუსადეგარი.
ყველა თავისებურად აღიქვამს რეალობას, საკუთარი თვალით შეიგრძნობს თავის სინამდვილეს:
ვხედავთ სხვებს, განსაკურებით კი მათ ვინც გვიყვარს, გარშემორტყმულ ნივთებს, იმ ქალაქებს და სოფლებს, სადაც ვცხოვრობთ, სიკვდილსაც ვხედავთ, ადამიანთა გარდაცვალებას, საგნების მტვრევადობას; ვცხოვრობთ და შევიგრძნობთ - სიყვარულს, სიმარტოვეს, ბედნიერებას, მწუხარებას, შიშს.. მოკლედ, ყველა დამოუკიდებლად, საკუთარი თვალით ხედავს ცხოვრებას.
ყველას კარგად გვესმის, რომ პირად გამოცდილებას შორის უდიდესი გასხვავებაა და ისიც, რომ ეს გამოცდილება სხვადასხვანაირად აღიბეჭდება ეკრანზე.
დავიჭირეთ ის განსხვავება, რაც არსებობს კინოსა და რეალურ ცხოვრებას შორის.
ხშირად პირდაღებულები ვრჩებით და ჟრუანტელი გვივლის, როცა ფილმში რაღაც ცოცხალს, ნამდვილს ვაფიქსირებთ, თუნდაც ეს უბრალოდ ბავშვის მოძრაობა იყოს, ან ჩიტი, რომელიც გამოსახულებას კვეთს, ან კადრში მოულოდნელად შემოჭრილი ღრუბელი.
დღევანდელ კინოში იშვიათია მსგავსი, ბუნებრივი კადრების, ადამიანებსია და ნივთების დაფიქსირება.
ოზუს ფილმებში, განსაკუთრებით კი ბოლო წლების კინოსურათებში, განსაკუთრებით შეინიშნება ეს ბუნებრიობა. ეს არ იყო მომენტალური რეალობა, ეს ბუნბრიობა ბოლო წუთამდე გრძელდებოდა. ეს ფილმები, ნამდვილად, საუბრობდნენ ცხოვრებაზე; ადამიანები, საგნები, ქალაქები, სოფლები წარმოჩენდნენ საკუთარ თავს.
მსგავსი ბუნებრიობა, მსგავსი ხელოვნება აღარ არსებობს.
ოდესღაც არსებობდა, ოღონდ არა დღეს.
"მუ" სიცარიელე - აი, ის რაც დღეს დარჩა"
ვიმ ვენდერსი