(კინოდღიურის თემაში დავპოსტე და ბარემ ამ თემასაც ამოვქაჩავ აქ დავაკოპირებ)
არასდროს არ დამიპოსტია ამ თემაში, მაგრამ ხანდახან ეს თემაც საჭიროა, რომ ხალხს ურჩიო ისეთი ფილმი, hidden gem, მარგალიტი, ოქრო, რკინის საოხრე ფილმი, რომელსაც სხვაგან ვერსად ნახავს, უბრალოდ გაუზიარო ხალხს რა)
ასეთი ფილმია იაპონური drive, 2002 წლის, რომელიც სიუჟეტურად აი ძაალიან წააგავს 9 წლის შემდეგ გამოსულ დრაივს, მაგრამ გოსლინგის დრაივი საფესტივალო კვერცხობაა ამ ფილმთან შედარებით.
ზოგადად, ამ ფილმმა შემახსენა თუ რატომ მიყვარს აზიატური კინო გაცილებით მეტად, ვიდრე ამერიკული და განსაკუთრებით ევროპული. აზიატებს აქვთ განსაკუთრებული აზროვნება, აი სხვა სამყაროა საერთოდ და კრეატიულობას და სიგიჟს ისე კი არ ავლენენ, როგორც ევრო-ამერიკაში - ჯოკერის ტიპის ქცევებით, ან განავლის სახეზე წასმით, ან სტრანნი weird ქცევებით, - არამედ რაღაც ისეთი მიგნებებით და ისეთი ქმედებებით, რომ ერთდროულად შოკირებულიც კი ხარ და თან ლოგიკურადაც მიგაჩნია, აზიატი ადამიანი ერთდროულად შეიძლება იყოს ფრიკი გიჟიც და მეორე წამში ღირსებით აღსავსე ტრადიციული ადამიანი, ერთდროულად ლიბერალიც და კონსერვატორიც, ეს ნამდვილი სიგიჟეა და ფანტაზია, - მე კი პატივს ვცემ ისეთ კრეატიულ და ფანტაზიურ რეჟისორებს, რომლებიც იმას კი არ ცდილობენ, რომ მაყურებელს გული აურიონ და მერე ფართო ღიმილით იცინონ, ნახეთ რა შოკში ჩავაგდე ხალხიო, - არამედ ისეთებს ვცემ პატივს, რომელთაც უხარიათ რასაცა აკეთებენ და გეუბნებიან, მოდი, მოდი, ძმაო, ნახე რა პრიკოლი რაღაცა გავაკეთე, ხომ მაგარია, აეე, მაგრად გამოვიდა საღოლ და ეგეთები)
თანაც ამერიკული კინო თუ მეინსტრიმულობით ევროპულს უპირისპირდება - "ფუჰ ეს გარყვნილი ევროპაო", - ხოლო ევროპული კი თუ ამერიკულს უპირისპირდება - "ფუჰ ეს უკვერცხო და ჩარჩოებში ჩასმული ხანჟა ამერიკაო" - აზატურ კინემატოგრაფს ეგ ვაფშე კიდია, თავისთვის არის და თავისთვის კაიფობს, შენც თუ შეხვალ ამ კაიფში, მხარზე ხელს მოგხვევნ და პივაზე დაგპატიჟებენ და თუ არ მოგეწონება კიდე ხელს ჩაიქნევენ და არ გამოგეკიდებიან. აზიატური კინემატოგრაფი არის მართლაც საინტერესო და მართლაც მაგარი რამ. აზიატური კინემატოგრაფი მსოფლიოსთვის ახლა არის ის, რაც იყო ევროპული კინემატოგრაფი სამოციანებში მთელი მსოფლიოსთვის.
გინახავთ ოდესმე ფილმი, სადაც მღვდელი როკ-კონცერტზე, სცენაზე, როკ-მუსიკის თანხლებით კითხულობს ქადაგებას?
გინახავთ ოდესმე სცენა, სადაც უბრალო კოსტუმში ჩაცმული ტიპი ებრძვის კიმონოში ჩაცმულ თავის წინაპარს! - არა, ეს არც ხუმრობაა და არც მეტაფორა, ტიპი ლიტერალლი ებრძვის თავის წინაპარს, აეხლა მაგალითად გორგასალი რო გაცოცხლდეს, მოვიდეს ჩემთან ხმლით და მეორე ხმალი მომცეს და შემერკინეო, დაამტკცე რო კაცი ხარო

და ამაში ძაალიან მაგარი ვზროსლი აზრი არის ჩადებული, უბრალოდ ეს უნდა ნახო)
გინახავთ ფილმი, რომდენიც თავის გადაწყვეტილებებში იმდენად არაბანალურია რომ გიკვირს კიდეც, როგორ, დავიჯერო მართლა გააკეთა რეჟისორმა ეს? ასე მარტივად? ვაა, თურმე შეიძლებოდა კაცო))) ფილმი სადაც ზოგ პერსონაჟს ჰეფი ენდი აქვს და ზოგს კიდევ არა, მაგრამ ყველაფერი ისე ორგანულად, არაპრეტენზიულად და ჯიგრულადაა, რომ არ გიჩნდება ხელოვნურობის შეგრძნება(იმ მძარცველების ბედს ვგულისხმობ, ვინც ნახავთ მიხვდებით)
გოსლინგის ფილმი მართლაც წარაკუობაა ამასთან შედარებით)
ვისაც გინდათ ნახოთ კარგი იაპონური ფილმი, ძველი, დაბალბიუჯეტიანი, მაგრამ კრეატიული და ჯიგრული, აზრიც რო იყოს და გართობაც, ნახეთ ჰიროიუკი ტანაკა aka "საბუს" 2002 წლის ფილმი დრაივი.
https://www.imdb.com/title/tt0297865/
* * *
P.S.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
გახმოვანება ნაგავია, მაქსიმუმ სუბტიტრებიტაც შეიძლება ნახვა, თუ მონახავთ არის
https://filmix.biz/films/drama/109505-drayv-2002.html