Erekle_var_Ra1) მსოფლიო მასშტაბით ფილმმა უფრო მეტი უარყოფითი კრიტიკა დაიმსახურა ვიდრე პირიქით.
2) თანაფორუმელების აზრი ფილმთან დაკავშირებით უფრო უარყოფითია, ვიდრე დადებითი.
3) ჩემი აზრი:
ა) ფილმის თითქმის ნახევარზე მეტი მაყურებელზე ტოვებს მისტიკური ჟანრის ფილმის შთაბეჭდილებას. მერე ნელნელა გადადის ფანტასტიკურ ჟანრში და ბოლო დაახლოებით 30 წუთი მისტიკურ-ფსევდორელიგიურ-ფანტასტიკურ ტრილერს მოგვაგონებს

და "გვაძლევს" აპოკალიფსის შესაძლო ვარიანტს კაცობრიობის ახალი აღდგომის "სოუსით".
ეს დახასიათება თქვენში ალბათ იწვევს უარყოფით შეხედულებას ფილმზე, თუმცა მე, მიუხედავად ზემოთ დაწერილისა, ფილმი მომეწონა.
ბ) თუ ფილმს რელიგიური თვალთახედვით დააკვირდებით, მაშინ პროტესტისა და ფილმის დროზე ადრე გამორთვის სურვილი გაგიჩნდებათ.
გ) ეტყობა სცენარის ავტორსა და ალბათ რეჟისორსაც წაკითხული აქვთ (ან გაცნობილები არიან) ერიხ ფონ დენიკენის ნაშრომები, რომელიც ჩვენს წარმომავლობას უფრო მეტად არადედამიწისეულად თვლის.
დ) ბეთჰოვენისა და აპოკალიფსის შესაძლო ვარიანტის სინთეზმა დამთრგუნველად იმოქმედა ჩემზე
ფილმის ყურების სურვილის ქონა-არქონა უკვე თქვენზეა დამოკიდებული, რადგან დამეთანხმებით, რომ ყოველი ფილმი მაყურებელში იწვევს ინდივიდუალურ შეგრძნებებს.
This post has been edited by passko on 22 Jun 2009, 12:53