აჰა,პაწა ვიიონი უნდა ჩაგახუტოთ და გავედი

მე წავალ, წავალ, დაგრჩები მართალ...
მაგრამ მწყურიხარ! ისეთი ძალით,
ისე მწყურიხარ, როგორც.. ვით.. რა ვთქვა..
ბულონურ ქაშაყს სწყურია წყალი.
ნეტავ ვინ გიხსნის ახლა საკინძეს,
ვინ ეწაფება შენს უტკბეს ტყუილს?!
მიშველე, ღმერთო, ნუ გამაგიჟებ,
კი არ ვლოცულობ, არამედ ვყმუი!

ანდა ეს
ბერებს, მონაზვნებს, მღვდლებს და დიაკვნებს,
ვინც სამოთხეში შესვლას აპირებს
და ვინც ტავერნებს აფორიაქებს,
მსახურთ, მათხოვრებს და დოყლაპიებს,
კარგად მორგებულ ფეხსაცმელიან
და ვიწრო კაბით მორთულ დედოფალს,
ვისაც დუქნებში ახლაც ელიან –
მე გევედრებით ყველას შენდობას.
კახპებს, რომლებსაც უთრთით ჯიქნები
და მათი მკერდით დამთვრალ დარბაზებს,
ქურდებს, რომლებიც დანას იქნევენ,
გამომძალველებს და მატრაბაზებს,
ქუჩის თვალთმაქცებს, ვის შეძახილზეც
ხალხი ბღავის და ხალხი ერთობა;
ბიჭებს, გოგოებს, ბრმებს და მახინჯებს,
მე გევედრებით ყველას შენდობას.
თქვენ კი ჯაშუშებს, ღამის ნაგაზებს,
ვის გამოც ახლა ამ ბნელ საკნებში
ვზივართ სველზე და ვზივართ ნაგავზე
და გვენატრება პურის ნაგლეჯი,
სულს ჩაგისვრიდით, ნამდვილად ღირდა,
მაგრამ შარვალი ჯერ არ მეთმობა,
ღირსი არა ვარ, თუ ვინმე მქირდავს...
მე გევედრებით ყველას შენდობას.
არ შეარჩინოთ, გაფიცებთ ძმობას,
გამცემს სიავე და თავხედობა,
ნუ დაიშურებთ კეტსა და კომბალს
და გევედრებით ყველას შენდობას.