დავიწყებ იმით რომ გაგაცნობთ ბებიაჩემს. ქალი---ლეგენდა, ქალი---ხაჭაპური, ქალი---დაკაპიწებული ხელები და ფქვილიანი წინსაფარი, ქალი--- კლიმაქსი, თავის დროზე კოლმეურნეობის სიამაყე, დღეს კი მკაცრი ინოტაციებით გაჟღენთილი ქალბატონი ლამარა. აქვს საყვარელი გამოთქმები:,, შეგირცხვეს ზრდილობა" და ,,ნუ სწემ პაპიროს" ...
დღეს დილიდან ვიცოდი, რომ რაღაც გამიხარდებოდა, თურმე ბებიას მოვნატრებივარ და მოსანახულებლად მეწვია მისთვის ყველაზე საყვარელ შვილიშვილს, შუადღის სამი საათისთვის. ცოტა ხანში შემომთავაზა კარტოფილს შეგიწვავო, მეც დავთანხმდი, მაგრამ ჰოი უბედურებავ, სახლში მარილი ვერ არმოვაჩინე. ესეთ სიტუაციებში ჩემი ძმა კახა ყოჩაღი ბიჭია, სიამოვნებას ანიჭებს მაღაზიაში ჩასვლა, ხოდა გაეგზავნა ბებიაჩემს მაღაზიაში. კახამ მარილი კი ამოიტანა, მაგრამ ეს ის მარილი არ აღმოჩნდა, რომელსაც კარტოფილის შეწვისას იყენებენ. მოგვიანებით, როგორც ბებიაჩემმა ახსნა, კახას მიერ ოცდამეექვსე კორპუსის, ბინა ოცში ამოტანილი მარილი იყო ეგრეთ წოდებული სუფრის მარილი, მას კი უნდოდა მარილი, რომელსაც დიდი ასოებით აწერია ,,სოლლ"... შემდეგ გაიმართა დიდი კამათი, იმის შესახებ თუ რატომ ვერ ერკვევა კახა მარილებში...
პ.ს ამას თუ ნახავ ბებო, გთხოვ არ გამიბრაზდე, ხომ იცი ,,აი ლოვ იუ"...
crosკბილის ბუღია ხო?
This post has been edited by shelby on 27 May 2010, 18:57
დიეგო მარადონა: ,,მძულს ყველა პოლიციელი და ჯარისკაცი, ვისაც შეუძლია ადამიანების მოკვლა მთავრობის დავალებით და მძულს ყველანაირი მთავრობა, რომელიც თვითონ მაძღარია და მშიერი ხალხი კი ფეხებზე კიდია!"
http://www.youtube.com/watch?v=zjHkjeiZ2eA