უკანასკნელი სამურაი ვახსენე სადმე? რა თქმა უნდა ეგ მთლად ისტორიული არაა ( და ასევე უკანასკნელი იმპერატორი) .. ჯერ ერთი იმიტო რომ იაპონიის უახლეს ისტორიას ეხება ( ეგრე ყველა ვესტერნი ისტორიულია)... მეორე კიდევ კაცუმოტოს ყავდა რეალური პროტოტიპი ( სახელი აღარ მახსოვს) და იმიტომ შეუცვალეს სახელი, რომ ტომ კრუზი ჩაეკვეხებინათ რამენაირად

... თორემ იაპონელები გაგიჟდებოდნენ ( წარმოიდგინე დავით აღმაშენებელზე რო გადაიღონ კინო სადაც ნაჩვენები იქნება როგორ ასწავლა დავითს ომი ვიღაცა ფრანგმა ან რუსმა

)....
არც მოჰიკანია ისტორიული ფენიმორ კუპერი თავის დროზე ცოტათი ადრეულ პერიოდს ( ამერიკის კოლონიზაციას ) აღწერდა... და საერთოდ ისტორიულად ტრადიციით შუა საუკუნეებზე და უფრო ადრეუ;ლ პერიოდზე შექმნილ ნაწარმოებებს მოიხსენიებენ.... ნუ მაქსიმუმ ს ბოლშოი ნატიაჟკოი ნაპოლეონის პერიოდს თუმცა მაქაც გააჩნია (ომი და მშვიდობა ნაღდად არაა ისტორიული რომანი

)
ბრეივჰართი, ბენ ჰური, გლადიატორი, ზეციური სამეფო, სპარტაკი,ელ სიდი ( გამოგრჩათ არადა ძალიან კარგი ფილმია), ალექსანდრე აი ეს ისტორიული ფილმებია.
არტური, ექსკალიბური, ტროა, ოდისევსი, არგონავტები, ჰერკულესები და ასე შემდეგ ეს მითოლოგიაა და არა ისტორია თუნდაც რაღაც რეალური საფუძველი გააჩნდეს.... ასევე იესოსა და ბიბლიურ თემებზე ( ასევე ბუდაზე) შექმნილ ფილმებს ვერ უწოდებ ისტორიულს... ესენი რელიგიური ხასიათის ფილმებია და მათში გაცილებით მეტი სიმბოლიკაა ვიდრე რეალური ისტორიული ფაქტები.
რა თქმა უნდა მხატვრული ფილმი არის პირველ რიგში მხატვრული ნაწარმოები რაც ნებისმიერი თუნდაც რეალური ამბის მხატვრულ გადააზრებას (ანუ რეალობის დამახინჯებას) გულისხმობს...ასე მაგალითად ლუდოვიკო XIII ს დროს ვერც ერთი ტილიანი მუშკეტერი ვერ შეძლებდა კარდინალთან ლაპარაკს და მით უმეტეს დაპირისპირებას და მისი გეგმების ხელშეშლას... მაგრამ მერე რა ცუდია ამიტომ სამი მუშკეტერი?... თუმცა რომ იცოდეთ თავად ისტორიაც სწორედ რომ კონკრეტული პირებისა და ინტერესების ხედვაში გარდატეხილი და თავისებურად მხატვრულად გადააზრებული აღწერაა ფაქტებისა ხოლო სინამდვილეში რა მოხდა კაცმა არ იცის ( ეს ძალიან კარგად აქვს ნაჩვენები უმბერტო ეკოს ბაუდოლინოში)
This post has been edited by nakash on 7 Feb 2006, 02:49