ვაჰ,აქ რა მტვერი და აბლაბუდებია..
ერთი თამამი სულის შებერვა გვინდა და ჩვენი სარკიანი ოთახი... პრინციპში, რაღა ”ჩვენი”...
მაგრამ რავიცი, არამგონია სწორი იყოს სხვებს მოვთხოვო ან ვთხოვო, მანიაკალური დამოკიდებულება ჩამოიყალიბეთ სარკიანი კადრების მიმართ მეთქი.. არადა რო იცოდეთ, ღირსები არიან..აი, ასე მგონია და მეჩვენება, რომ სარკე კადრში ესაა რაღაცნაირი ღრმა ილუზია..ან, უფრო ზუსტად, ილუზიის გაღრმავება..ან, უფრო მართალი იქნება ასე ვთქვა, ილუზიის ილუზიით გაღრმავება..
კინო, როგორც რეალობის ანარეკლი და სარკე კინოში, როგორც რეალობის ანარეკლში რეალობის ანარეკლის ანარეკლი..ან იქნებ სარკე კადრში არაა რეალობის ანარეკლის ანარეკლი და ის მხოლოდ რეალობის ანარეკლია.. რიავიცი, ეს ძან ჩახლართული რაღაცაა და თან სულ არაა აუცილებელი ამაზე თავის ტეხვა.. მაგრამ საინტერესოა, ან ზოგჯერ გეჩვენება კაცს საინტერესო, როცა ამაზე საინტერესო შენს ირგვლივ არაფერი გეგულება
და რადგან, როგორც ჩანს, დაახლოებით ასეთ მდგომარეობაში ამოვყავი თავი, ახლა ვზივარ და ვფიქრობ, რომელი უფრო ობიექტური და რომელი უფრო სუბიექტურია, კინო თუ სარკე კინოში..ან ის, რაც კადრშია, თუ ის, რაც სარკიან კადრშია სარკეში..
და კიდევ ის მაინტერესებს, რატომ უჩნდებათ რეჯისორებს ამის მოთხოვნილება, კადრში სარკე გაჩითონ..ერთი მოტივი აშკარა და მარტივია - უნდათ კადრში უფრო მეტი ჩანდეს, მაგრამ ზოგიერთ რეჟისორთან მეჩვენება, რომ სხვა და უფრო ღრმა მოტივებიც არსებობს, ან ეს უბრალო ახირებაა..რიავიცი
ჰოდა,რას ვამბობდი, თამამი სულის შებერვაო? ჰო,ჰო..
აჰა:






ფასბინდერის ”კერელი”.
როგორც წესი, თეატრის გავლენის ქვეშ მყოფი კინო არ მიყვარს და მაღიზიანებს, მაგრამ ეს ფილმი გამონაკლისია..
უფრო დამაინტერესა, ვიდრე მომეწონა და ეს მგონი პირველზე ნაკლები არ უნდა იყოს..
დამაინტერესა ბუნდოვანმა და თამამმა ფილოსოფიამ, რომლის საფუძველიც გარყვნილებასთან ახლოსმდგარი თავისუფლებაა, მაგრამ გარყვნილებასთან მხოლოდ ფორმა აქვს საერთო, სხვა არაფერი..
და სარკები, რა თქმა უნდა.. ფასბინდერის დაჟინებული ანარეკლები...