ვისკონტის ერთერთი ულამაზესი ფილმიდან
"ოჯახური პორტრეტი ინტერიერში"
უულამაზესი კადრები
კინაღამ გავჭედე
კარდინალე მაინცმადაინც არ მომწონს ფიზიკურად, მაგრამ აქ..აქ სასწაულია
სარკის წინ:









მცდელობა მქონდა, ამ კადრებიდან საუკეთესო ამერჩია და მხოლოდ ის დამედო,მაგრამ ვერ მოვახერხე.
თითქოს ერთმანეთს გავს ყველა კადრი,მაგრამ ერთგან ხელის მტევანია ისეთ ლამაზ მდგომარეობაში, მეორეგან სახე, მესამეგან ყელი, მეოთხეგან ის ფატა და ზოგან ეს ყველაფერი ან რამდენიმე ერთად

ჰო,კიდევ ის, რომ გარდა კლაუდია კარდინალეს ფიზიკურობისადმი განსაკუთრებული სიმპათიის არქონისა, არც თეთრი ფერი მიყვარს მაინცდამაინც,მაგრამ ამ კადრებში თეთრი და კარდინალე ისე უხდებიან ერთმანეთს...ისეთი ჰაეროვნების და ნაზი მელანქოლიის ეფექტს ქმნიან, რო წარმოუდგენელია არ მომწონდეს.
მოკლედ, ვისკონტისთან ქალი სარკის წინ ის თემაა, რომელიც ულამაზესი კადრების შექმნის საშუალებას იძლევა და ამას არა მარტო ეს ფილმი ადასტურებს."ღმერთების სიკვდილიდანაც" მედო ულამაზესი კადრები - შარლოტა რემპლინგი სარკის წინ.
და კიდევ ერთი კადრი ამავე ფილმიდან:

ვის უნდა ეთამაშა იტალიელი არისტოკრატის როლი ისე გენიალურად, როგორც ბერტ ლანკასტერმა ითამაშა..