რა არის მატრიცის ფილოსოფია?
ამ კითხვაზე საპასუხოდ უნდა მივმართოთ თანამდროვე სოციოლოგიას და ისეთ მაკროსოციალურ თეორიებს რომელთა ავტორიც გახლავთ ტ. პარსონსი, ხოლო მისი მოდიფიცირებული ვარიანტი ნ. ლუმანი... ორივე ავტორი გვარწმუნებს მხოლოდ ერთს რომ არ არსეობობს თავისუფალი ინდივიდი, არ არსეობობს თავისუფალი არჩევანი, არ არსეობობს თავისუფალი აზროვნება რადგან ადამიანი არის სოციალური მატრიცის შემადგენელი ნაწილი და ის საზრდოობს სოციალური მატრიცაში არსებული ცოდნით და სოცილური სისტემებით ახდენს თვითმოდელირებას ანუ სოციალიზაციას (ფილმ "მატრიცის" ტრილოგიის კონცეპტუალური ბირთვი ამ გრანდ თეორიებზეა აგებული). შესაბამისად ნებისმიერი მოქმდება რომელიც ინდვიდი ახდენს ოპერირებული და ნასაზრდოების სოციალურ მატრიცაში მიღებული ცოდნიდან და ინსტიტუტებიდან, რეალურად ადამინს იმის ტავისუფალი არჩევანის საშუალებაც არ აქვს როგორიცა ინტიმური საკითხში მიღებული გდაწყვეტილება მაგალითად ცოლის მოყვანა.
იმისათვის რომ ცოლი მოიყვანო აუცილებელია გოგო მოგწონოს, დაუსვით კითხვა საკუთარ თავს
რატომ მოგწონს?_იმიტომ რომ ლამაზია.
საიდან იცი რომ ლამაზია_ ამას ვგძნობ.
საიდან გრძნობ სილმაზეს??__ ამას ვგრძნობ საზოგადოებაში არსებული სილმაზის სტადნრეტბის მიხედვით...
ანუ ანუ ვაღიარებთ რომ სილამზის აღქმაც კი ნასწავლი გვაქვს და თუ ისეთი ქალი მოგვეწონა რომელიც სხვა არავის მოწონს ეს მაინც არ ნიშნასვ შენს პირად არჩვენს, რადგან ის კრიტეირიუმები რომელიც გადაგაწყვეტინებს რომელიმე ქალის სასარგებლოდ არჩევანს მაინც ნასაზრდეობი იქნება რომელიმე სოციალური ინსტიტუტის ან სოციალურ მატრიცაში არსებული ინფორამციის ზეგავლენით, რადგან შეუძლებალია გააკეთო ისეთი ქცევა რომელსაც სოციალური მატრიცა არ იცნობს და მისგან არაა ნასაზრდოები და თუკი ამ საშინელ რეალობას ფიზიკურად წარმოვიდგენთ მივიღებთ ფილმ მატრიცაში არსებულ ფანტასტიკურ რეალობას __აგენტ სმიტებს, ანუ საშინელი რეალობა რასაც მოსტმოდერნული სოციოლოგია გვთავზობს გახლავთ ის რომ ჩვენ ერთმანისთგან არ განსხვებდებით!!!!
უფრო მეტი სიცხადის წარმოსადგენათ მოგიყავნთ მაგალითს
თუკი არ მეთანხმები რომ მოწონება არ გისწავლია ის ბუნებრივად გაქვს, ჯერ ვიკითხოთ საიდან ხვდები რა არის ბუნებრივი და რა ნასწავლი თუ არა ს მჯელობის ილეთები რაც სოციალიზაციის პროცესში ისწავლე? მაგრამ მოდი უფრო გასაგები გავხადოთ რასაც გიმტკიცებ ამისათვის უნდა წამოვიდგინოთ ადამინი სოციალიზაციის გარეშე.
წარმოვიდგინოთ ადამიანი რომელიც გაიზარდა კოლბაში (სასაცილოა გეთნახმები თუ გიდა დახურული ოტახი წარმოიდგინე არ აქვს მნიშვნელობა) მას არასდროს უნახავს ადამიანი, მაშინაც კი როცა საჭმელს აძლევდნენ, არასდროს გაუგია არანაირი ბგერა გარდა იმისა რასაც ის თავად გამოსცემს (შესაბამისად მეტყველებაც არ იცის) მთელი მისი ცხოვრება 21 წლამდე იყო ფიზიოლოგიური მოთხოვილებების დაკმაყოფილება(ჭამა, სმა, ძილი და ა.შ. დანარჩენზე არ დავკონკრეტდეთ) და ერთ მშვენიერ დგეს მას ეღირსა ბედნიერება და ეახლა შიშველი ლამაზი ქალი, ეხლა მიპასუხე როგორ ფიქრობ კოლბაში გაზრდილი მამაკაცი მიხვდება იმას რომ ქალი ლამაზია? ან მიხვდება იმას რომ მისდამის სექსუალური ვნება გააჩნია??
მე ვფიქრობ რომ არა
მე ვფიქრობ მისი რეაქცია იქნება შიში, შიში შეუცნობლის რადან არ იცის რაც იხილა და არ იცის ქალი საფრთხეა თუ პირიქით, შესაბმისად რეაქაცია იქნება ან კუთხეში მიმალვა ან აგრესიული თავდასხმა (თავდაცვის მიზნით), თუ რომელი იქნება მისი არჩევანი დამოკიდებულია ქრომოსომების და ტესტოსტერონის იმ კოქტეილზე რომელიც უნიკალურად გავქვს წამორდგენილი გენეტიკურად, რადგან ზოგიერთი ადამიანი ბილოგიურად არის აგრესიული ზოგი კი მშიშარა (სწორედ აქ მახსენდება აკაკი წერეთლის გამზდელიდან და ფრაზა "თუ ბუნებამ არ უშველა")
რა მაძლევს ამდაგვარი დასკვნის საშუალებას?
უპირველს ყოვლისა სოციალიზირებული ადამინების ქცევა! ავიღოთ ისეთი ადამინები როგორებიც მე და შენ ვართ... ყველა ჩვეულბრივი მოკვდავისთვის ქალის ინტიმური ადგილების ხილვა სექსუალურ გაღიზინებას იწვევს.. კაცობრიობამ სექსუალური ინსტიქტი მორალით შეზღუდა, ჩვენ ცხოველებივით არ ვართ, შესაბამისად ინტიმურ ადგლებს უფრო მეტი მისტიციზმი და საიდუმლობა დაამატა ანუ მას ქალი მალავს ყველასთვის დასანახი არ არის.. მაგრამ თუკი გავიხსნებთ ტრაიბალურ საზოგადოებას რომელიც აქა-იქ შემორჩა აფრიკაში, იქ მკერდს კი არა ლეღვის ფოთოლსაც არ იფარებენ, მაგრამ არც ერთ მამაკაცს შიშველი მკერდის ნახვაზე რეაქცია არ აქვს, დახლოებით იგივე ემართება ცივილიზირებულ ადამიანსაც ზღვაზე ყოფნისას, სადაც სიშიშვლე არავის გვიკვირს თუმცა იგივე ფორმაში გოგო რუსთაველის გამზირზე გავლილი რომ ვნახოთ რეაქცია სხვაგვარი იქნება... ანუ საკმარისი შეიცვალოს სოციალური გარემო იცვლება ჩვენი ფიზიკური რეაქციებიც!!
სწორედ ამიტომ ფილმი მთავრდება ასე უცნაურად, რაგდან ნეო არის ჩვენი თავისუფალი არჩევანის სიმბოლო, სმიტი კი არის სოციალური მატრიცის სიმბოლო, ფილმში სმიტი ისე ნადგურდება რომ ნეოს არსეობობას აღეირებს სხვაგავარად ის ვერ გაანდგურდებოდა(ანუ სოციალური მატრიცის თეორია აღირებს თავისუფალინების შესაძლებლობას) მაგრამ ფილმი მთვარდება ისე რომ ადამინები კვლავ მიწის ქვეშ არიან და რობორტები ზევით, რადაგნ სიმართლე ერთია, "თავისფალი არჩევანი" ეს ჩვენი სურვილია ხოლო სოციალური მატრიცის დომინანტობა კი მწარე რეალობა
გირჩევთ იხილოთ ეს თემაც
არსებობს თუ არა სიკეთე და ბოროტება? This post has been edited by mepar on 4 Nov 2010, 14:21