მაქვს რამდენიმე შეკითხვა.
1)პირველი ნაწილიდან როგორც გავიგე დედამიწაზე შეიქმნა ხელოვნური ინტელექტი(AI),მანქანებმა დაიწყეს აზროვნება და მათ შექმნეს მატრიცა-ხელოვნური სამყარო.ადამიანებს რთავდნენ ამ მატრიცაში და ამ ადამიანების ბიო-ენერგიით იკვებებოდნენ.
მორფეუსი რომ ეუბნება ნეოს შენ ტყუილში ცხოვრობდიო და ახლა დედამიწა ასეთიაო. რადგან მატრიცა ილუზია იყო მაშინ რატომ არ შეიძლება მატრიცის გარეთ(სადაც ვითომ რეალური დედამიწაა) ისიც ილუზია იყოს? იქნებ მატრიცის გარეთ რაც არის ისიც ილუზიაა.
2)მატრიცა რატომ დაბადებდა ისეთ ადამიანს(ნეო),რომელსაც შეუძლია მატრიცა თავის ნებაზე მართოს. შეცდომა დაუშვა მატრიცის შექმნის დროს?
3)ეს აგენტები მატრიცაში კომპიუტერულ ვირუსს(მანქანებს) წარმოადგენენ?
P.S არ იქნება ცუდი თუ რიმეიქს გააკეთებენ(მე პირადად ვაჩოვსკებს,სტივენ სპილბერგს ან კრისტოფერ ნოლანს გადავაღებინებდი)
This post has been edited by Shredinger on 8 Dec 2014, 17:22