monogamistპირადად ჩემთვის ყოველთვის იყო და არის უმნიშვნელოვანესი ის, თუ რა ფორმით ანდაც კუთხით მიაწოდებს ამა თუ იმ სფეროს მოღვაწე მკითხველს, მაყურებელსა თუ სხვა ამა თუ იმ ინფორმაციას. არის თუ არა მისი შემოქმედება ცნობიერი თუ არაცნობიერი აქტი, თუნდაც შექმნილი პროდუქტი წარმოადგენდეს უარყოფითს.
ამ ტრილოგიაში იმდენი პერსონაჟი და მოვლენათა აჯაფსანდალია (

) და ამავდროულად ამ აჯაფსანდალს ისე ოსტატურად აწესრიგებს და-ძმა, რომ ამ კუთხით ეს ტრილოგია მართლაც უნიკალურია. თუმცაღა უმნიშვნელოვანესი 2 საკითხი (რომელსაც მანამდე მოკლედ შევეხე) არა მარტო ამ ტრილოგიაში, არამედ სხვა ნაწარმოებებშიც მნიშვნელოვანია ჩემთვის. ესენია: ადამიანი და მასთან დაკავშირებული თვისობრივი მდგომარეობების ჩვენება და ე.წ კეთილისა და ბოროტის თვისობრივი აღწერა-წარმოჩენა.
ბევრი შეიძლება ვისაუბროთ ამ ტრილოგიის გარშემო, მაგრამ მე მიმაჩნია მნიშვნელოვნად ხაზი გაესვას რამოდენიმე საკვანძო საკითხს, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა ამ ტრილოგიის მიერ მაყურებლისადმი (ადამიანისადმი) თვისობრივი ქმედებებისა და მიმართების დადგენა.
ამავდროულად მსურს თქვენი ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ ამა თუ იმ სახის ინფორმაციის მიღება-არმიღება ინფორმაციის რაობაზე კი არა, არამედ მიმღების აღქმებზეა დამოკიდებული, ანუ ღრმად პირადულია.
დავიწყოთ 1-ლი ფილმიდან - ნეოს გამოღვიძება. რაღაც სკამზე რომ ზის, სარკე და მოკლედ მატრიციდან გაყვანა როცა ხდება.
თუ დავუშვებთ იმას, რომ მატრიცა (საიდანაც ნეო გაყავთ) ფიზიკურ-მატერიული სამყაროს ანალოგიაა, მაშინ ეს აქტი ძალიან ჰგავს იმ ქმედებებს, რასაც ახორციელებდნენ ძველ მისტერიებში, როდესაც იეროფანტის მიერ ხდებოდა ამა თუ იმ ადამიანის გაყვანა ყოფიერების სხვა სფეროებში.
ძველ მისტერიებში არსებული ყველა ასეთი აქტი მიმდინარეობდა ან რაიმე დამხმარე საშუალებით (სხვადასხვა ფსიქო-ტროპული საშუალებები) ანდაც ადამიანისთვის თავზარდამცემი შიშით (უკიდურესი აღმოსავლეთიოს შემთხვევაში სხვგვარად ხდებოდა და ახლაც იგივე მეთოდიკაა, მაგრამ რადგან ეს ტრილოგია გახლავთ დასავლეთის ცნობიერების მქონე ადამიანების (და-ძმა) შემოქმედება, ის მეთოდიკა, რაც წარმოდგენილია პირველ ფილმში სრულიად გამართლებულია).
მატრიცის პირველ ფილმში აღებულია პირველი ვარიანტი. ის კანფეტი (თუ რაც არის) უხეში ანალოგიაა ფსიქო-ტროპული საშუალებისა, თუმცა და-ძმა ამ კანფეტს ასევე ადამიანის ლოკალიზაციის თვისებებსაც აძლევს.
დავაზუსტოთ:
ძველ მისტერიებში რაიმე დამხმარე საშუალებით ადამიანის გაყვანა ყოფიერების სხვა სფეროებში - ეს არის წმინდა ლუციფერული აქტი. ამავდროულად ისიც გასათვალისწინებელია, რომ მაშინ ანუ ქრისტეშობამდე სხვაგვარად შეუძლებელი იყო, თუ რატომ სხვა თემაა და აქ არ დავწერ, თუმცა პითიას როცა შევეხები იქ ერთ მინიშნებას მოგცემთ.
მეორე ვარიანტი, ანუ თავზარდამცემი შიში - ეს წარმოადგენს ე.წ ბოროტების თვისობრივად სხვა პოლუსს - შატანაილის პოლუსს.
მოკლედ ნეო ღებულობს ლუციფერულ ხელთდასხმას. მისი ინიციაცია წმინდა ლუციფერულია.
როდესაც მორფოისის აზრით ნეო მზად არის, ნეო ეახლება პითიას. ამ მომენტისთვის ნეოს უკვე აქვს მიღებული ინიციაცია და ახლა მიმდინარეობს, ასე ვთქვათ, ნეოს დაოსტატება (პითიასთან მისვლა, სხვადასხვა ვარჯიშები, ინფორმაციის მიღება და ა.შ).
პითიასთან სტუმრობისას და 1-ლი ფილმის განმავლობაში ნეო წარმოდგენილია როგორც სამწევრიანი ადამიანი და ის დიალოგი, რომ იყო ვიღაც კაცი, რომელსაც შეეძლო სურვულისამებრ ზეგავლენა მოეხდინა მატრიცაზე და ასევე ის სცენა, როდესაც სმიტი "კლავს" ნეოს - პირველ შემთხვევაში მინიშნებაა მე-4 სხეულზე, ხოლო ნეოს "აღდგომისას" უკვე მე-4 სხეულის მიღებაა (მე სხეული). პირველ ფილმში პრაქტიკულად გაერთიანებულია ადამიანის არსება ქრისტეშობამდე (3-სხეულებრივი) და ქრისტეშობის შემდგომი ხანა (4 - სხეულებრივი), თუმცაღა მე-4 სხეულის მიღება ძალიან დამახინჯებული ფორმით არის ნაჩვენები.
მიუხედავად იმისა, რომ ნეო ძლიერ განსხვავდება სხვებისგან და სხვებთან შედარებით ღებულობს, უხეშად რომ ვთქვა, მაღალ ხელთდასხმას, ის სხვებთან ერთად მაინც რჩება პითიას წარმართველობის ქვეშ.
ამ კუთხით ნეოსა და სხვების თავისუფლება სუროგატული თავისუფლებაა, რაც ლუციფერის უმთავრესი თვისებაა -ამყოფოს ადამიანი ილუზორულ თავისუფლებაში. მისი ძალისხმევა არანაირად არ გულისხმობს ნეოსა და მისთანების თავისუფლებას, არამედ მათი მართვის ძალიან ლაკონურ ფორმას.
შესაბამისად ნეოს გაიგივება ქრისტესთან შეცდომაა, ვინაიდან ქრისტეს სუროგატი გახლავთ ლუციფერი (იგივე სამაელი) - ფილმში პითია და ის ნამდვილად არ არის ნეოს სუროგატი.
სხვათაშორის მისტერიებში ლუციფერი ხშირად ქალის ხატ-სახით იყო წარმოდგენილი.
ყველა გმირს პითიასთან გარკვეული სახის დედაშვილური დამოკიდებულება აქვს - სცენა სამზარეულოში და საერთოდაც თბილი, მშვინვიერი ურთიერთობები. ეს დამატებით მიუთითებს პითიას ლუციფერულ თვისებებზე ფილმში. აღმაფრენა, ეიფორია, რომელიც ფიზიკურ-მატერიული სხეულიდან გასვლის ტოლფასიცაა (მატრიციდან გასვლა), ასევე ფიზიკურ-მატერიული სხეულის ძალისმიერი მოკვდინება - თვითმკვლელობა (ეს ნაჩვენებია ანიმატრიცაში, სკოლის მოსწავლე ბიჭი რომ იკლავს თავს და მე-2 სერიაში სულ ნეოს დასდევს კუდში) - ეს ყველაფერი მიუთითებს ყველა გმირის ტოტალურ ლუციფერიზაციაზე. ლუციფერს ადამიანში აინტერესებს მშვინვიერი მხარე და ეს ნათლად არის ნაჩვენები ფილმშიც.
ის ციკლური "თამაშობები", სადაც პითიაც ღებულობდა მონაწილეობას, ერთგვარი საზრდოობის წყაროა პითიასთვის და ადამიანებისადმი გაწეული ე.წ უანგარო დახმარებები, სხვა არაფერია თუ არა ფალსიფიცირებული სიყვარული და ილუზორული გრძნობის მიცემა, თითქოსდა ადამიანები თავისუფალნი არიან. მისი დამოკიდებულება არა უანგარო, არამედ პირადმიზნობრივია და შესაბამისად ხელსაყრელიც არის. თავისებურად ვითარდება მოკლედ.
რაც შეეხება არქიტექტორს:
პითიასგან განსხვავებით ის ზედმიწევნით მაშინიზირებული, მექანიკური და სრულებით უემოციოა. როდესაც ის ესაუბრება ნეოს მარტიცის პირველ ვერსიაზე ტელევიზორებით სავსე ოთახში, აქ ნათლად ჩანს შატანაილის იმპულსით მსჭვალული იაჰვეს (მთვარის ელოჰიმი, ფორმის სული) ანალოგია არქიტექტორთან. არქიტექტორში ასევე შესაძლებელია ვიგულისხმოთ საბაოთი, რომელიც ყოველთვის გამოიხატებოდა თეთრწვერებიანი ასაკოვანი კაცის სახით. მოკლედ არქიტექტორში სხვადასხვა ხატ-სახეებია მოცემული.
მოგვიანებით გავშლი ცოტას და დანარჩენზეც შემდეგ განვაგრძოთ საუბარი.
ახლა გავედი.