სოფიამდე ბევრი მიკლია
პლატონს რაც შეეხება:
ის საუბრობს ცნობიერების გარკვეულ საფეხურზე, რომელზეც იმყოფებოდნენ და იმყოფებიან ადამიანები (უმრავლესობა).
მათ წარმოდგენა არა აქვთ რა ხდება "მიწის" ზემოთ და როგორ გამოიყურებიან საგნები და მოვლენები სინამდვილეში, რადგან ცნობიერების ის საფეხური, "სადაც" ისინი ამჟამად იმყოფებიან სრულებით აკმაყოფილებს იმ "ადგილს", "სადაც" იმყოფებიან.
პრაქტიკულად ცნობიერება ეს არის მდგომარეობა. უფრო მეტიც - ადამიანი არის ცნობიერების ერთ-ერთი საფეხური, ანუ ჩვენ ვართ არსებები, რომელნიც ახლა იმყოფებიან ადამიანის, როგორც ცნობიერების ერთ-ერთ საფეხურზე, ოღონდ ამ საფეხურს ბოლომდე ვერ მოვიცავთ, რადგან ადამიანის საფეხური უფრო მეტია, ვიდრე ის, რაც დღეს გააჩნია უმრავლესობა ჩვენთაგანს - დღის ცნობიერება. ადამიანის ეს მოცემულობა (ანუ დღის ცნობიერება) - როგორც ცნობიერების საფეხურის მიმართ ზუსტად ისეთივეა, როგორც ამას აღწერს პლატონი ამ "მითში".
შემდეგ:
გამოქვაბულში როგორ იქმნიან ისინი წარმოდგენებს ?
მათ უკან დგანან სხვა ადამიანები (ცნობიერების უფრო მაღალი საფეხური, თუმცა ისევ ადამიანის მოცემულობა. ესენი არიან მისტები, იეროფანტები და ა.შ), რომელთა უკან არის დანთებული ცეცხლი (ლოგოსი). ეს ადამიანები, ანუ მისტები იღებენ ხელში გარკვეულ საგნებს, რომელთა ჩრდილი ცეცხლის ალზე გამოიკვეთება გამოქვაბულის კედელზე, რომელიც ადამიანების ჯგუფის წინა კედელია, და ეს ადამიანები ამ აჩრდილებს რომ უყურებენ, ასე იქმნიან წარმოდგენებს საგნებზე და მათ ეს ჰგონიათ ნამდვილი - ეს აჩრდილები ჰგონიათ ნამდვილი,
რადგან ისინი არასოდეს ყოფილან "დედამიწის ზედაპირზე" და არ უხილავთ მზის შუქი და ნამდვილი სამყარო.
ამ "მითით" პლატონი გვიყვება ცნობიერების მდგომარეობაზე, როგორიც ის არის მიწიერ მდგომარეობაში და მას შემდეგ რაც ის იდეათა სამყარომდე გაფართოვდება, შემდეგ მიზეზობრივ სამყარომდე და იმის იქითაც კიდევ.
არსებობს შესაძლებლობათა სამყაროც და მოკლედ

მაგრამ იდეათა სამყაროც ერთგვარი წარმონაქმნია - ასე ვთქვათ შედეგია გარკვეული ქმედებებისა, რასაც მივყავართ მიზეზობრივი სამყაროსკენ, რომელიც უკვე იმ სფეროს განეკუთვნება, სადაც ადამიანი, როგორც ცნობიერების საფეხური უკვე აღარ არის საკმარისი და საჭიროა უფრო მაღალი საფეხურები. ზოგადად სადღაც 19 საფეხურია ცნობილი და ესენი ყველა ჯერ კიდევ ადამიანის საფეხურის გრადაციებია. მხოლოდ ამის შემდეგ იწყება მე-10 იერარქიის (ანუ ადამიანის) ზემოთ მდგომის (რომელიც მას უშუალოდ ესაზღვრება) საფეხური, რაც ზოგადად ცნობილია, როგორც ანგელოსი, როგორც მე-9 იერარქია.
თუ ადამიანს სურს (და ასე იყვნენ ეს მისტებიც, რომლებსაც მერე შეეცოდათ ადამიანები და ამიტომ ჩადიან ისევ გამოქვაბულში, რომ რაღაცნაირად აზრზე მოიყვანონ ისინი), ანუ თუ მზაობა და სურვილი იქნება, ადამიანს შეუძლია ამ "სხვების" დახმარებით ამოვიდეს ზემოთ, მაგრამ მან თუ უცბად გაახილა თვალი, შესაძლოა დაბრმავდეს და საერთოდ ვეღარ დაინახოს ვერაფერი. ამიტომ მან თანდათან უნდა გაახილოს თვალი, და ამის მიუხედავად მაინც ისეთი სინათლე დაეძგერება რომ პირველ "წუთებში" ის ვერაფერს ვერ დაინახავს გარდა სინათლისა. ხოლო შემდეგ ნელ-ნელა მის წინაშე გამოიკვეთება სამყაროს საგანთა და არსებათა კონტურები - ნეო რომ წევს მაგიდაზე და შეეკითხება თვალები რატომ მტკივაო და პასუხად - რადგან არასოდეს გამოგიყენებიაო - კარგად აიღო ეს და-ძმამ.
...
მაგრამ არ დაგვავიწყდეს რომ ესაა იაჰვეს ეპოქა და სულ გაქვავებულ ფორმებში აზროვნებს პლატონი მანდ, იმაგინაციურად ხედავს ამ ქანდაკებებივით გაქვავებულ და რაღაც საოცარი დეტერმინიზმით განპირობებულ "ადამიანებს", მაგრამ ის ამას იაჰვეს ანუ ფორმის სულის ძლიერი იმპულსის გამჭოლ ხედავს.
რასაც პლატონი ამბობს იდეალურ სახელმწიფოზე, ასე უნდოდა იაჰვეს

ანუ ფილმში არქიტექტორს.
ასეთ მოცემულობაში დაუშვებელია ქმედების ნებისმიერობა, თვითნებობა - ფატქიურად რობოტი ხდება ადამიანი. (ნეოსა და მისი უფროსის დიალოგიც კმარა 1-ელ ფილმში). წინა კომენტარში დავწერე სადღაც ამასთან დაკავშირებით.
ასე ადამიანი მხოლოდ წესებს მისდევს. მას საკუთრივი არაფერი გაგაჩნია. თავისუფლება არ აქვს.
ჰოდა ამიტომ მოდის ქრისტე

, რომ ერთის მხრივ ადამიანი იყოს პიროვნება - თავისუფალი, განუმეორებელი და მეორეს მხრივ არ იყოს თავნება, მიკერძოებული და განკერძოებული.
ამ კუთხით იაჰვეს სრულიად უპიროვნო აქვს (პლატონის სახელმწიფო და ასევე თანამედროვეობაც. ამ კუთხით რელიგიათა განსაზღვრაც შეიძლება), ლუციფერს მხოლოდ პიროვნული - პირადეგოისტური. ქრისტემ გააწონასწორა ეს და ეს საერთოდ არ არის მოცემული ფილმში. სამწუხაროდ ქრისტეანული არაფერია ფილმში...
ფაქტიურად ჟანდარმული სახელმწიფოს ხოტბა გამოუვიდა პლატონს.
"სახელმწიფოში" იმიტომ რომ იაჰვე - ფორმის სული ესწრაფვის ადამიანში ყველაფერი იდეალური იყოს, იდეალური წესრიგის ანუ და ადამიანს არ გააჩნდეს ის, რასაც ქვია ამ წესრიგში რაიმე ქმედების ნებისმიერობის შეტანა. არადა შემოქმედება სწორედ ნების-მიერულია.
იაჰვეს რომ გაეგრძელებინა თავისი შემოქმედება, ადამიანებს არაფერი ეცოდინებოდათ საკუთარ არსებობაზე, ამიტომ შემოიჭრა მანდ ლუციფერი, პიროვნული შემოიტანა შემეცნების სახით... ამაზეც დავწერე მოკლედ წინა კომენტარში.
ცხადია პლატონის კრიტიკა არ არის ეს, რადგან:
1. ის იდეათა სამყაროდან საუბრობს, რაც დღის ცნობიერებაზე უფრო მაღალი მოცემულობაა.
2. მისი ხელთდასხმის საფეხურის შესაბამისად საუბრობს, მაგრამ იდეათა წარმოქმნის უფრო მაღალ საფეხურებს ვერ ჭვრეტს - ძველ მისტერიათა ხელთდასხმა აქვს და იმიტომ - ქრისტეშობამდე არსებული ხელთდასხმა.
ამ კუთხით და-ძმის მიერ არსებული შემოქმედება (თვისობრივი კუთხე) ფილმის სახით და თვით მათი (და-ძმის) თვისობრივი მიკუთვნილობა ძველმისტერიულია და მთლიანად არაქრისტეანული. ოკულტიზმის ენაზე კი - მათ ძველი ეთერული სხეული აქვთ.
ამ ტრილოგიის გარჩევა სხვა კუთხითაც არის შესაძლებელი - ეგვიპტური და უფრო ძველთა შესაბამისად, თუმცა მთავარი ხაზი - ძველმისტერიული ხაზი ტრილოგიის სხვადასხვამხრივ გარჩევას თანდასდევს. ტრილოგიაა თვისობრივად ასეთი
ratomac aRaძალიან მოკლედ გიპახუსებთ

1. ენერგია გარკვეული სახის ქმედების შედეგია, რომელიც (ენერგია) 3 განზომილებაში არსებულისათვის მიზეზობრივს წარმოადგენს.
2. ადამიანისგან სული კი არ გამოთავისუფლდება, არამედ ადამიანი იშორებს ვადაგასულს, ანუ პირიქით არის ეს
საწყალი, როგორ გაიმეტეს

კარგი ტიპი იყო. ამაყი იყო, მაგრამ კეთილშობილი რაღაცნაირად. ძალიან შემეცოდა.
კი ბატონო, მატერიაში ენერგია ვლინდება, ვთქვათ, წყლის სახით, მაგრამ წყალს, ანუ მატერიაში ენერგიის შედეგს დადებითი და უარყოფითი პოლარიზაცია გააჩნია. ასევე სხვა მდგომარეობებსაც. ამის შესახებ მოგვიანებით დავწერ (ახლა ვჩქარობ), თუ მოდერაცია წინააღმდეგი არ იქნება. შესაძლოა რაიმე მსგავსებებიც კი აღმოვაჩინოთ ტრილოგიასთან მიმართებით...
გამუქებული შეკითხვა ჩემი არ გახლავთ.
იციან საერთოდ რაიმე ტრილოგიის გმირებმა გარდა იმისა, რომ მატრიცა ილუზიაა? რა ვიცი... მე ასეთი შთაბეჭდილება არ დამრჩა. სხვისი არ ვიცი

და-ძმამ პრაქტიკულად უფრო დიდ გაურკვევლობაში ჩააგდო ეგ საწყლები, რადგან თვითონვე არიან გაურკვევლობაში (ფილმის კუთხით).
This post has been edited by passko on 20 Feb 2015, 13:03