გიპასუხებთ და სავარაუდოდ ირიბადაც გავცემ სხვა თანაფორუმელებსაც პასუხს.
როგორც მონოგამისტს მივწერე, მე-6 მატრიცის ვარიანტში წონასწორობის წარმოქმნის შესაძლებლობა არსებობდა, რისი უზრუნველმყოფიც გახლავთ ინდივიდუალობა და ინდივიდუალობის საყრდენია "მე".
ალბათ ადრე მოგწერეთ აქ, რომ მე სამყაროში არ არსებობდა ადამიანის შექნამდე და ის ახლაც არ წარმოადგენს სამყაროს კუთვნილებას. მე არის ადამიანში (მეტნაკლებად) და სამყაროს მიღმა. ისიც მოგწერეთ ადრე, რომ ბევრისთვის უსიამოვნო "ტერმინს" - სულიერ იერარქიას შესაძლოა ვუწოდოთ კანონზომიერებათა წარმომქმნელნი, ვინაიდან ადამიანიც გახლავთ მასზე განვითარებაში დაბლა მდგომთათვისაც კანონზომიერებათა ერთგვარი მეუფე-წარმომქმნელი, იმ განსხვავებით, რომ ადამიანში არის თავისუფლება (მეტნაკლებად), ხოლო იერარქიებში ეს არ არის, თუ რატომ, ისიც დაგიწერეთ ადრე და აღარ განვმეორდები

მატრიცას თუკი დავუკავშირებთ, ნეოში იყო მეობის პოტენცია, მაგრამ (არ ვიცი) ასე ინებეს ვაჩოვსკებმა, რომ ის ან არ გახორციელებულიყო, ან წარმოდგენა არ აქვთ, თუ როგორ ხდება მისი გახორციელება. არ ვიცი, ვარიანტები ბევრია, თუმცა მე უფრო წარმოდგენის არქონა უფრო მგონია.
ანუ
მეს წაყვანა, ატროფირება ადამიანისგან და მიტაცება. ნებელობის მიტაცება.
რა მიზნით? - არ ვიცი, რადგან პასუხი არ მაქვს.
პირადად მე ეჭვი მაქვს, რომ ამ ტრილოგიის დიდი ნაწილი არსობრივ კონტექსტში მათი წარმოებული არ უნდა იყოს, რადგან ვერც მატრიცამდე და ვერც მატრიცის შემდეგ, მათ ვერ დადეს რაიმე ღირებული.
ადამიანის ტოტალური დეტერმინიზმიდან ამოსვლის შეთავაზებების მხრივ არც მატრიცა წარმოადგენს რაიმე ღირებულს, პირიქით - თავისუფლების ფალსიფიკაციას სთავაზობს ისე, რომ პრაქტიკულად შეუმჩნეველი ხდება ადამიანისთვის.
დასასრულს მსურს მადლობა გადაგიხადოთ იმ საინტერესო საუბრებისთვის, რომლებიც ამ თემაში გვქონდა
monogamist
კიდევ ერთი წახნაგი უზოგადესად:
ადამიანთა გარდასახვები აგენტებად და მორფოისის მიერ ახსნა, რომ აგენტები თან არიან, თან არაო, ყველგან და არსად თანადროულადო, მგონი ასე უხსნის, ზუსტად აღარ მახსოვს.
ოკულტიზმიდან გეტყვით, რომ ასეთ არსებებს უწოდებენ აზურებს.
სხვადასხვა დროს კაცობრიობა სხვადასხვა სახით ახასიათებდა ამ მოვლენას. ხალხში ეს ცნობილია როგორც შეპყრობილი ადამიანი, კასტანედა მათ უწოდებს მფრინავებს (ცეცხლოვანი სახის რეპტილოიდები), ზოგან მათ უწოდებენ ენერგეტიკულ პარაზიტებს და ა.შ
მათი გაგება სხვადასხვა სახისაა, თუმცა წარმოადგენენ ერთმთლიან სტრუქტურასა და შეუძლიათ იყვნენ ურთიერთგადაჯაჭვულნი.
ენერგეტიკულ პარაზიტს შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს ადამიანზე როგორც პირდაპირ - არამატერიული სფეროდან, ასევე გამოიყენოს მის მიერ კონტროლირებადი ადამიანი, რომელიც მანიპულაციის სუბიექტის უშუალო გარემოცვაში იმყოფება. აზურების გამტარებად შეიძლება იყვნენ ჩვეულებრივი ადამიანები, რომელთა მსოფლმხედველობა ექვემდებარება მომწამვლელ გარემოებებს, ანდაც არ ძალუძთ საკმარისი დოზით აკონტროლონ საკუთარი ყურადღება, ანუ იყვნენ სათანადოდ ფხიზელნი. სახარების მოწოდება გაიხსენეთ - “იფხიზლეთ!”. რომელი ადამიანია ფილმში ფხიზელი, რეალობაზე რომ არაფერი ვთქვათ?
სისტემისთვის რაც უფრო დიდი საფრთხის შემცველია ადამიანის ქმედებები, მით უფრო ძლიერია აზურების ზემოქმედება, რომელთა ზემოქმედება ვრცელდება არა მხოლოდ არამატერიული კუთხით, არამედ მოიცავს ფიზიკურ-მატერიულ სფეროში შეღწევასაც.
ამ მექანიზმების პრინციპების გასაგებად, აუცილებელია ვიცოდეთ იმ ძალთა მიზნები, ვინც მატერიულს უკან დგანან.
ესენი ანტიგამა ენერგიებია. მათგან გამომდინარეობს ზემოქმედების სამი საფეხური:
1. ადამიანების ყურადღების მართვა. როგორც ცნობილია, სადაც ყურადღებაა, იქ ენერგიაა.
2. ენერგიის გამოსამუშავებლად შესაბამისი პირობების შექმნა და შენარჩუნება.
3. სუბიექტის მართვა სისტემისთვის უსაფრთხო ჩარჩოებში.
სუბიექტის აზრობრივი, ქმედითი და გრძნობითი შაბლონები (და არა თვითგამომუშავებული რეალიები) აზურებისთვის წარმოადგენენ ერთგვარ კაუჭებს, რომლებზედაც ისინი ზემოქმედებენ.
ამ ზემოქმედების შედეგად მიმდინარეობს ადამიანის ფსიქო-გენეზისი და ამგვარად ადამიანის სამწევრიანობის გენეზისიც, ტრანსმუტაცია, რასაც ადამიანი შეცდომით უწოდებს ევოლუციას. ამ კუთხით საყურადღებო დიალოგი შედგა ნეოსა და იმ მოხუც კაცს შორის მე-2 სერიაში, ზიონის ტექნიკურ ქვესადგურში.
რა არის ფსიქო-გენეზისი? - ეს არის მართვის, შთაგონებისა და ასევე ცოცხალი ორგანიზმების ფსიქო-ფიზიკური აღნაგის ცვლილების შესაძლებლობა, მათ შორის ადამიანისაც. ზოგადი მიმოხილვა იმ ბმულზე დავდე, რომელიც პოლიტიკის თემაშია. ბმული ამ გვერდზეა თუ წინაზე.
ადამიანის ფხიზელ ცნობიერებაში კი (არ იგულისხმება ღვიძილის მდგომარეობა) ურთულდებათ აზურებს სხვადასხვა მანიპულაციების გახორციელება, ვინაიდან მათი ქმედების არეალიდან გადის ადამიანი და როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს, შედის უფრო ძლიერმოქმედ არსებათა საფეხურებზე...
დაუკავშირეთ ფილმს: ყუველა ადამიანი, ვინც მიერთებულია სისტემაზე, უკლებლივ ყველა წარმოადგენს აზურთა ზეგავლენის ქვეშ მყოფს, ხოლო სისტემიდან გამოთავისუფლებულნი უკვე აღარ, თუმცა მათ შეტაკება უწევთ უფრო ძლიერ არსებებთან და ამავდროულად მათი თავისუფლების სახეობაც საეჭვოა... ამის შესახებაც არაერთი მაგალითი მოვიყვანეთ.
სადაო არ არის ის, რომ ყველაფერი წარმოადგენს ინფორმაციას, თვით მინერალიც კი, ამგვარად საკვებიც.
ასევე ადამიანის ფიზიკური სხეული (ერთი სხეულით შემოვიფარგლოთ) წარმოადგენს მისი თვისებების ხორცშესხმათა და კარმითი კანონზომიერებების ნაზავს და ამგვარად ადამიანი საკმაოდ მოცულობითი ინფორმაციის მატარებელია საკუთარ თავში. ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანის ენერგეტიკული კვანძების სისუფთავეზე. ერთ-ერთი კუთხით პერსევსისა და მედუზა გორგონას მომენტიც ამაზე მიანიშნებს. თუკი სარკე დალაქულია, ის ლაქა აზურებისთვის წარმოადგენს ერთგვარ კაუჭს. ტექნოლოგიების კუთხით კი საკმარისია ადამიანს მიაწოდო არაჯანმრთელი ინფორმაცია ელექტრო-მაგნიტური იმპულსების, იდეოლოგიების, იზმებისა და ა.შ საშუალებით, რომ ის დაავადმყოფდება...რადგან ის მიწოდებულთან მოდის რეზონანსში - ხდება მისი ინფილტრაცია. მაგალითისთვის ინფილტრაციის მეთოდიკა ძალიან კარგად გახორციელდა ფილმი "მალეფიცენტას" საშუალებით.
რა თქმა უნდა არსებობს თავდაცვითი მატერიული საშუალებებიც, მაგრამ ეს უკვე არათემატური იქნება. მხოლოდ ერთი სიტყვით - ვერცხლი...
მოკლედ ფსიქო-გენეზისის გარკვეულ კონტურზე ქიმია მისი შემადგენელია. ქიმია თანამედროვე ენაზე, ხოლო ოკულტურ ენაზე ჯგუფური სამშვინველი. უფრო მაღალ კონტურზე ქიმიას ემატება ელექტრო-მაგნიტური შრეც და კიდევ უფრო მაღალზე - მთლიანად მოიცავს სამშვინველსა და ცნობიერებას, ანუ ფსიქო-გენეზისი მთლიანად განიცდის დემატერიალიზაციას.
კონტურები:
1. ბიო-გადარჩენითი კონტური
2. ემოციურ-ტერიტორიული კონტური
3. სემატიკური (აზროვნებითი) კონტური
4. სოციალურ-სქესობრივი კონტური
5. ნეიროსემატიკური კონტური
6. ნეიროგენეტიკური კონტური
7. კვანტური კონტური
8. მეტაპროგრამირების კონტური
ამ კონტურების საშუალებით მიმდინარეობს ადამიანის სამშვინველის გათხოვება (და არა ქორწინება) ცრუ-მესთან. ზუსტად ისევე, როგორც ეს მოხდა ფილმში მატრიცა.
თავისუფლების ანტიპოდის ანომალია თავისუფლების სუროგატის სახით - ნეოს სახით, ეუფლება ადამიანს, რომელიც მთლიანად იდგა თავისუფლების სუროგატში სამწევრიანობით - ტრინიტი. ის ადამიანის აღდგომასაც კი ახორციელებს და საბოლოოდ ადამიანი ეწირება ცრუ-მეს, რომელიც ბოლოს გარდაიქცევა მეს ანტიპოდად.
ცრუ მესია, რომლის კულტ-ქალაქშიც - ზიონშიც, მსხვერპლად ეწირება ადამიანი. ეს არის ნაჩვენები მატრიცის მე-2 სერიაში - ზიონის სცენაში - ნეოსა და ტრინიტის სექსი (ანუ ადამიანის მსხვერპლშეწირვა), ხოლო მოცეკვავე ადამიანები სინამდვილეში არიან ლუციფერულ-შატანაილისეული არსებები.
ტრინიტის ცნობიერება ამ დროს მთლიანად დაუფლებულია აზურების მიერ...
ასე რომ
https://soundcloud.com/musikconnections/m83...gonzalez-joseph