meparვუყურე ვიდეოს,კარგია შრომას ვაფასებ,დავალაიქე და გამოწერილი ისედაც მქონდა
შენ ათი წუთი საუბრობ რელიგიასთან კავშირზე და ზოგადად მიმოიხილავ,-ის ვიდეო კი ორსაათიანია და სათითაოდ კადრებად აქვს გარჩეული.წინა გვერდებზე კი საერთოდ მონტაჟით გაკეთებული ვიდეოებიც დევს.
ანუ იმის თქმა მინდა,რო შენი ვიდეო და მაგათი ვიდეოები,-სულ სხვადასხვა ფორმატისა,ერთმანეთთან კავშირი არ აქვს-რა შუაშია აქ ქართული თუ რუსული და აფრიკული? ორივეს მოვუსმენთ კაცო,შენ არ იდარდო)
თან ახალი არაფერი მომისმენია.მე პირადად კინობლოგებსაც ვუსმენ,დაჟე აუდიოჩანაწერებსაც ფილმების განხილვებზე,მარტო ფოტო როა ვიდეოში და მხოლოდ ხმა ისმის,ისეთებსაც,-თუკი რამე ახალს და უნიკალურს ამბობს,ფორმატი მკიდია,თუნდაც ფანრიან ნოკიაზე ჩაწეროს))
თუ ახალ ვიდეოს დადებ კიდევ,მატრიცის თემაზე,მაშინ დაგიწერ რა არ აქვთ რუსებს და სხვებს ვიდეოებში და რისი მოსმენაც მაინტერესებს:
- ასე მაგალითად,მატრიცაზე რომ წიგნებია დაწერილი,რა ხდება იქ?(არ მაქ წაკითხული,თარგმანითაც ვერ ვნახე და საინტერესო იქნებოდა მცოდნისგან მოსმენა)
- ალტერნატიული დასასრული როგორები ჰქონდათ ვაჩოვსკებს?(ვერც ერთ ვიდეოში ადეკვატურად ვერ ახსნეს,ყველა თავისას აწვება)
- თავად რეჟისორები რას ამბობენ ამ რელიგიურ ქვეტექსტებზე,-ანუ გამიზნულად ქნეს თუ იაპონელებივით უბრალოდ ქრისტიანობის ფორმა გამოიყენეს?(იმიტომ რომ ნეო თუ რჩეულია და ქრისტე(ფილმში პირდაპირი ტექსტით უწოდებენ ქრისტეს დასაწყისში

) და ტრინიტი ითარგმნება როგორც "სამება",
-მაშინ ქართულად მივიღებთ ძალიან "არაქრისტიანულ" წინადადებას,(ცოტა ტოლერანტულად ვიტყვი) - ფილმში (რჩეულის სახელი) ხმარობს სამებას?

იმიტო რო ეს რო მღვდელს ვუთხრა გამძუყნის და მცოდნისგან მოსმენა მირჩევნია)).ანუ მხოლოდ სახელები და იდეა აიღეს თუ ქრისტიანობის ცნებების გადაფასება სურდათ? ანუ ფილმში ნაჩვენებ რელიგიას ხო არ შეგვიძლია ნეო-ქრისტიანობა ვუწოდოთ?
- მატრიცაზე რო ანიმაციური ფილმია,"ანიმატრიქსი",-სადაც უფრო ღრმად არის წარმოჩენილი მატრიცის სეტინგი,დაჟე ფილმებზე უკეთესადაც,-სხვაგან ცოტა ვიდეოებია ამ თემაზე და ქართველისგან დიდი სიამოვნებით მოვისმენდი,თან ფორუმზეც ბევრს არ უწერია "ანიმატრიცაზე".ბევრმა მისი არსებობაც არ იცის,არადა საკმაოდ საინტერესო პროექტია,თან ვაჩოვსკებიც იღებდნენ მონაწილეობას)