თუ არ ვცდები ეს ჩემი პირველი თემაა ამ განყოფილებაში... ხოდა გამარჯობათ.

ალბათ ყველას გაქვთ ნანახი ეს ფილმი, რიდიკის ქრონიკები, რომელიც გამოვიდა 2004 წელს.

ჟანრი: Action | Adventure | Sci-Fi | Thriller
ფილმმა დიდ წარმატებას ვერ მიაღწია. Imdb-ს შეფასებაც საკმაოდ დაბალი აქვს....
http://www.imdb.com/title/tt0296572/ არადა ამ ფილმის "ფანი" ვარ, უმეტესწილად მისი მთავარი პერსონაჟის, რიჩარდ რიდიკის გამო.
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ ფილმი წარუმატებელი აღმoჩნდა იყო ის, რომ მისი ყურების შემდეგ გებადებოდა ძალიან ბევრი შეკითხვა, რომლებზეც პასუხი უბრალოდ არ გქონდა. საქმე იმაშია, რომ რიდიკის ქრონიკებამდე, 2000 წელს გადაიღეს ფილმი
Pitch Black , რომელიც გარკვეულწილად წარმოადგენს ისტორიის დასაწყისს. რიდიკის ქრონიკები კი ამ ფილმს ერთგვარი გაგრძელებაა. არსებობს ასევე მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია -
chronicles of riddick dark fury , რომელიც თქვენს კიდევ რამდენიმე კითხვას გასცემს პასუხს. თუმცა მაინც ბევრი რამ რჩება გასარკვევი.
ჩემთვის ეს ფილმი , ერთ -ერთი საუკეთესოა თავის ჟანრში.
ეს არ არის good vs evil ფანტასტიკა , არამედ bad vs badder

მსახიობიც ზედგამოჭრილია ამ პერსონაჟისთვის.
სთორიც ძალიან საინტერესოა, თუმცა ფილმი აშკარად უკმაყოფილების გრძნობას გიტოვებს .
მიუხედავად ყველაფრისა, ჩემთვის მაინც გაურკვეველია რატომ ჩავარდა რიდიკის ქრონიკები ასე მწარედ ... ნუთუ მარტო მე მომწონს ეს ფილმი?

თქვენი აზრიც მაინტერესებს მის შესახებ...
ეხლა კი რატომ გავხსენი ეს თემა... სასტიკად გამიხარდა როდესაც ინეტში წავაწყდი ინფრო, რომ აპირებენ გადაიღონ რიდიკის ქრონიკების II ნაწილი.
ეს ამბავი ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ, თუმცა გარკვეული მინიშნებები ამაზე ფილმის რეჟისორმა David Twohy -მ საკუთარ საიტზე გააკეთა.
ფილმის მეორე ნაწილის გადაღების შესახებ საუბრობს მსახიობ Vin Diesel-იც.
http://www.countingdown.com/movies/3531221 მოკლედ იმედია ამ ფილმს არ მიატოვებენ და გაგრძელებებს გადაიღებენ, მითუმეტეს როცა თავიდან ჩაფიქრებული იყო როგორც ტრილოგია.
პ.ს. თუ არ შეიძლება ასეთი თემის გახსნა, ნუ დახურავთ, სხვა თემა მაინც არაა ამ ფილმზე
This post has been edited by Starsailor on 13 May 2009, 02:26