ხომ არ გაქვს ეგ გაზეთი შენახული ??
ტაციო სეკიაროლი ტაციო 1944 წელს გახდა თავისუფალი ფოტოგრაფი, იღებდა ამერიკელ ჯარისკაცებს და ტურისტებს რომის ქუჩებში.
1951 წელს იგი ცნობილ იტალიელ ფოტოჟურნალისტ ალფრედო პასტორელასთან მოეწყო სააგენტოში.
ზუსტად პასტორელამ ასწავლა ფოტოგრაფიის ყველა საიდუმლო ტაციოს.
ტაციო მალე მიხვდა, რომ პუბლიკას მოსწყინდა საპარადოდ გამოწყობილი ვარსკვლავები და ჟურნალები მზად არიან
გადაიხადონ დიდი ფული არასტანდარტულ, უხერხულ მომენტებში გამოჭერილ ვარსკვლავების ფოტოებში.
1955 წელს მან სერჯო სპინელისთან ერთად ჩამოაყალიბა ფოტოსააგენტო და დაიწყო ნადირობა. იგი იღებდა
პოლიტიკოსებს და სხვადასხვა ჟანრის ვარსკვლავებს, რომლებიც ტეხდნენ ჭურჭელს, ცეკვავდნენ სტრიპტიზს,
გამოჭერილი ყავდათ პოლიციას და ა. შ. ამ ფოტოებმა მალე დიდება და ფული მოუტანა მას.
1958 წელს მან ფელინი გაიცნო. დიდმა მაესტრომ იგი გადასაღებ მოედანზე მიიწვია სადაც მას უნდა გადაეღო
მაესტრო ფელინი მუშაობაში, და საერთოდ როგორ კეთდება კინო. ტაციომ თითქმის იმ წამსვე დაანება თავი
რომის ქუჩებში ვარსკვლავების დევნას - ახლა ხომ მთელი იტალიური კინოს ელიტა მის განკარგულებაში იყო.
სოფი ლორენმა მას საკუთარი ფოტოგრაფობა შესთავაზა, ბარდომ კი . . . . . . . . . . ტუალეტში მიიწვია

.
1960 წელს გამოვიდა ფელინის ,,ტკბილი ცხოვრება"

ფილმის გმირს ყავდა მეგობარი სახელად პაპარაცო.
ტაციო სეკიაროლი იყო ამ გმირის პროტოტიპი - რაღაც მომენტში ფელინის თვითონ სეკიაროლის
გადაღება უნდოდა ამ როლზე. რაღაც მომენტები ფილმში იმეორებდა ტაციოს ცხოვრების მომენტებს.
მაგ: მადონას გამოცხადება. ასეთი მომენტი როგორიც ფილმში იყო მის ცხოვრებაშიც ყოფილა.
შემდეგ მან დატოვა თავისი სააგენტო და გახდა პირადი ფოტოგრაფი. მან სოფი ლორენთან ერთად მთელი
მსოფლიო მოიარა. იგი შემდეგ იღებდა უკვე ,,კეთილ" სურათებს - არა ისეთს, რომელმაც
იგი გახადა პირველი და დიადი პაპარაცო !!!!
თვითონ სეკიაროლი


უმაგრესი ფოტო

ფედერიკო ფელინი და მარჩელო მასტროიანი