ძალიან ველოდები ამ ფილმს
როგორც ვიცი 10 წელი ფიქრობდა სცენარს ცვლიდა. მოკლედ ძალიან უნდოდა გადაღება

რა თქმა უნდა აქ არ იქნება ისტორიული ფაქტები დაცული ან რამე ამდაგვარი ტარანტინო თვითონ ისე ცვლის ამბავს და იგობს როგორც უნდა
ყველა აქებს კრისტოპჰერ ვალცის თამაშს კანის მთავარი ჯილდო აიღო თან
დაიან კრიუგერის ინტერვიუ წავიკითხე და ის წერს როცა ჩემი პერსონაჟს ახრჩობენ ტარანტინომ გადაწყვიტა ეს ეპიზოდი თვითონ შეესრულებინაო
უცნაური შენი რეჟისორი ყელში რომ გწვდებაო
ხო ეს სტატიაც წაიკითხეთ(გვახარის სტატიაა) ბარემ მაგ ფილმს ეხება
ნაწყვეტეს დავდებ უშვალოდ ამ ფილმს და ტარანტინოს რაც შეეხება
ტარანტინო პირველი იყო (ყოველ შემთხვევაში ამერიკულ კინოში), რომელმაც ჯერ კიდევ „მაკულატურაში“ გვითხრა: „ყველაფერი, რასაც ხედავთ ეკრანზე, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ამორჩეულია. ეს სისხლი, ეს ძალადობა - ყველაფერი ეს კინოა, ე.ი. ტყუილია. არ გჯერათ? აი, ნახეთ რას ვიზამ... გავაცოცხლებ ჩემს პერსონაჟებს.“
„მაკულატურა“, ფაქტობრივად, კინოხელოვნების თვითმკვლელობა იყო. კინომ ჩვენს თვალწინ თქვა უარი იმაზე, რამაც თითქმის მთელი საუკუნე შეუნარჩუნა სიცოცხლე.
„მაკულატურა“კანის 1994 წლის ფესტივალის „ოქროს პალმით“ აღინიშნა. ფილმის ავტორი, კვენტინ ტარანტინო კი 21-ე საუკუნის კინორეჟისორად აღიარეს.
მას მერე ტარანტინოს ფანები - პროფესიონალები და ისინიც, ვისაც არც ბრეხტი გაუგია და არც ტარანტინოს სხვა „მასწავლებლები“ (კვენტინი სახელგანთქმული სინეფილია), მოუთმენლად ელიან 46 წლის რეჟისორის ახალ ფილმს. მიუხედავად იმისა, რომ კანის ფესტივალის წლევანდელი პროგრამა „გადაძეძგილი“ იყო დიდი რეჟისორების ფილმებით, კრიტიკოსთა უმრავლესობა კანში სწორედ ტარანტინოს ახალი სურათის სანახავად ჩამოვიდა. ყოველ შემთხვევაში „დაუფასებელი ნაძირალები“ ერთადერთი საკონკურსო სურათი იყო, რომლის პირველ ჩვენებაზე, დილის ცხრის ნახევარზე, ლუმიერების 2500-კაციანი დარბაზი ფილმის დაწყებამდე 20 წუთით ადრე გაივსო... ათი წუთით ადრე კი ტაში დაუკრეს - სურათის დაწყება მოითხოვეს, სურათისა, რომელიც ტარანტინომ დიდი ხნის წინ ჩაიფიქრა. თუმცა, გადაღება გასაიდუმლოებულ პირობებში მიმდინარეობდა. რეჟისორის ფანებმაც კი მხოლოდ ის იცოდნენ, რომ „დაუფასებელი ნაძირალები“ მისთვის სრულიად უცხო, ისტორიულ ჟანრში გადაიღო და ჰოლოკოსტის თემას მიუძღვნა
დასაწყისში ყველაფერი ისე ვითარდება, როგორც ჰოლოკოსტისადმი მიძღვნილ კლასიკურ ფილმებში. ებრაელების დევნა. ამერიკელების დახმარება. ჯაშუშები. მზვერავები... თითქმის ისე, როგორც სპილბერგთან. თუმცა, ტარანტინო ფილმის პროლოგშივე გვახსენებს თავის თავს - გერმანელი ოფიცერი და ფრანგი გლეხი ჯერ ფრანგულად იწყებენ საუბარს, შემდეგ კი ინგლისურზე გადადიან. თანაც, მიუხედავად იმისა, რომ სცენა ძალიან დაძაბულია (გლეხი ებრაელების ოჯახს მალავს თავისი სახლის სხვენში), მსახიობებს თითქოს თავადაც ეცინებათ ამ „ლინგვისტურ ფოიერვერკზე“ (ავსტრიელი მსახიობი კრისტოფ ვალცი, რომელიც კანის ფესტივალის პრიზით აღინიშნა, უბრალოდ, გენიალურია). ებრაელებს მიაგნებენ და იქვე დახვრეტენ, მაგრამ ოჯახის ერთი წევრი, ახალგაზრდა ქალი, გადარჩება, პარიზში გაიქცევა და იქ კინოთაეტრის მფლობელი გახდება. სწორედ აქ, ამ კინოთეატრში დაგეგმავენ ამერიკელები ოპერაციას კოდური სახელწოდებით „კინო“ - გადაწყვეტენ, ააფეთქონ დარბაზი რომელიღაც გერმანული ფილმის პრემიერაზე, რომელსაც ჰიტლერი, გებელსი და ჰიმლერი ესწრებიან.
ოპერაცია წარმატებით დასრულდება.
ასე რომ, ღმერთმა იცის, სადაა სიმართლე - ისტორიაში, რომელიც ხელნაწერებითა და კინოქრონიკით იქმნება, თუ კვენტინ ტარანტინოს ფილმში? იქნებ კიდევ სადღაც სხვაგან?
ტარანტინოს თაყვანისმცემელთა უმრავლესობა „ნაძირალებს“ წარუმატებლობად მიიჩნევს. მეტისმეტად პოლიტკორექტული გახდაო, ყველას „ეფერებაო“ - ამერიკელებს, ინგლისელებს. ფრანგებს საერთოდ სიყვარულს უხსნის, „ყველაზე კინემატოგრაფიულ ერს” უწოდებს. რუსი კრიტიკოსები პოლიტკორექტულობის გამოვლინებად იმასაც კი მიიჩნევენ, რომ პარიზის კინოთეატრში, რომელსაც ამერიკელები მსხვერპლად შეწირავენ ფაშიზმის დასამარცხებლად, კინომექანიკოსი შავკანიანია...
მე კი მგონია, რომ კვენტინ ტარანტინომ გადაიღო თავისი ყველაზე რადიკალური ფილმი. „21-ე საუკუნის რეჟისორმა“ გაბედა და შეატრიალა ყველაზე სტაბილური, ყველაზე მყარი - მეორე მსოფლიო ომის ინტერპრეტაცია!