აქ იყო ლაპარაკი იმაზე რო ბრედ პიტის პერსონაჟი შედარებით სუსტია და არ არის ლანდას დონის პერსონაჟი და ეს არის ფირმის ნაკლი.
მე სხვანაირი აზრი მაქვს.
ის საგანგებოდ არის ირონიზებული რათა შექმნას ბრიყვი ამერიკელის სახე.
ამერიკული სიბრიყვე რომელიც ბუნებაში არსებობს არ დარჩა შეუმჩნეველი ტარანტინოს და იგი ჩვენ სწორედ პრედ პიტის პერსონაჟის მეშვეობით გვაჩვენა.
კი ამ პერსონაჟს უამრავი კარგი თვისება აქვს: უყვარს თავისი ქვეყანა, მამაცია, შეუპოვარი, შესანიშნავი ჯარისკაცი მაგრამ ბრიყვია.
მართალია ბოლოში გამარჯვებული გამოდის მაგრამ ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.
ტიპიური ამერიკელია.
ამ პერსონაჟის საშუალებით ჩვენი კვენტინი ამერიკელებს დასცინის.
და თუ კარგად დავაკვირდებით ამ ფილმში მხოლოდ ამერიკელების დაცინვა არ არის.
იგი ირონიულია ყველაფრის მიმართ:
1. ისტორიის
2. ინტელექტის(ლანდა ფინალში არც თუ ისე მოგებული რჩება).
3. ფსიქოანალიზის (გაიხსენეთ ნამცხვრის ჭამის და რძის დალევის ეპიზოდები).
4.ებრაელების (თავი მსოფლიოს ცენტრი რომ გგონიათ, ტარანტინომ ისეთი ფინალი აჩუქა როგორზეც ოცნებობენ).
5 ხელოვნების
და ა. შ.
თუნდაც ის ფაქტი რად ღირს როგორ დასცინის ტარანტინო ფილმებს ჯაშუშებზე. როდესაც კაფის ეპიზოდს ვუყურებდი ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა ამ კაცს შტირლიციც კი აქვს ნანახი თქო
არ არის ამ კაცის სტილი შაბლონები და მოკალი თუ გინდა.
ბრედ პიტის პერსონაჟი რომ ლანდას მსგავსი ყოფილიყო მაშინ მივიღებდით არა საფირმო ტარანტინოს კინოს არამედ რაღაც სხვას "სხვატკას" სტილში.
თავისი საქმის უბადლო ოსტატი რობერტ დე ნირო ალ პაჩინოს წინააღმდეგ.
კარგია მაგრამ დიდ რეჟისორებს მეტი მოეთხოვებათ.
ეს კაცი კიდე იმიტომ არის დიდი რეჟისორი რო ძველს არასდროს უბრუნდება ან თუ უბრუნდება შეუძლია სულ სხვა თვალით დაანახოს მაყურებელს.