ახლა ვუყურე რაღაც ნაწილებს და რო არ გირჩიოთ არ შემიძლია

პირადად ჩემთვის ბოლო წლებში გადაღებული ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი

მიუხედავად იმისა რომ 2 ოსკარის ნომინაცია და კიდევ უამრავი ჯილდო და ნომინაცია მოიპოვა მაინც დაუფასებლად ვთვლი ამ ფილმს.
მას ასე მეგობრებო, ვისაც ჯერ კიდევ არ გინახავთ წინ გელით 2 საათ ნახევრიანი სიამოვნება
ჯესი ჯეიმსის მკვლელობა ლაჩარი რობერტ ფორდის მიერ
თუ რატომ ამხელა და ასე ინფორმატიული სათაური, იხილეთ ჯესეს დედის ცნობილი ეპიტაფია: In Loving Memory of my Beloved Son, Murdered by a Traitor and Coward Whose Name is not Worthy to Appear Here.

სევდიანი ფილმი, უმაგრესი სამსახიობო დასით, მუსიკით, ულამაზესი კადრებით, საინტერესო სიუჟეტით. დეტალებში ნაჩვენები, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კაცის, "არაცნობილი" მკვლელის ფსიქოლოგია. ფილმი რომელსაც ფაქტიურად ნაკლი არ აქვს
ლინკს შეგნებულად არ ვდებ რადგან ქართულებზე როგორც ვიცი რუსული გახმოვანებითაა, თან არაპროფესიუონალური გახმოვანებით, ამიტომ დაჟIნებით მოვითხოვ ფილმი ორიგინალში იყოს ნაყურები
This post has been edited by xorumi on 30 Jul 2009, 01:56