The Chumscrubber7/10
ნანახი მქონია თურმე ეს ფილმი,მოკლედ:
ფსიქოლოგიური დრამა,საკმაოდ უცნაური
ძალიან ცუდი კუთხითაა გადმოცემული ყოველდღიურობა,ცხოვრება...
მოზარდები და ნარკოტიკები,მშობლები და ვიტამინები,ნიუანსებშია აქ საქმე,თოთოეულ ოჯახში-ოჯახის წევრში ჩადებულია თითქმის ყველანაირი პიროვნული ხასიათი რაც ადამიანებს გააჩნიათ,ფილმში ნახავთ მშობლების დაუოკებელ სურვილს,რომ მათი შვილები კარგად სწავლობდნენ და ამის იქეთ არაფრის დანახვაც არ სურთ,ნახავთ მოზარდების სიძულვილს სხვადასხვა მოვლენებისადმი თუ აზრებისადმი,ნახავთ საკუთარ თავთან ჩაღრმავების წადილს ჭეშმარიტების ძიებაში,ნახავთ თუ როგორ ცდილობენ თავის დამკვიდრებას სხვისი ჩაგვრით და ამით რაღაც შინაგანის დაკმაყოფილებას,ყოველშემთხვევაში მცდელობას...ნახავთ ინდივიდუალობის შეცნების,ერთი შეხედვით,სასაცილო მცდელობებს...
ნახავთ პროტესტს სტერეოტიპებისადმი,საზოგადოებაში გაბატონებული ნორმებისადმი და პრინციპებისადმი,ნახავთ ბევრ ცინიზმს რიგ სცენებში ანუ უშუალოდ რეჟისორის დამოკიდებულებას ვგულისხმობ,ნახავთ შიშს,ოცნებებს,სურვილებს,ფიქრებს...ძალიან დიდი ბზარია ადამიანებს შორის,პოზიციებს შორის...დაკარგული თაობები...
ნიჰილიზმი,გაურკვევლობა,უსასრულოდ შეიძლება ამაზე ლაპარაკი...
ფილმის მთავარი აზრი იმაში მდგომარეობს,რომ ყველანი სხვის წესებს ემორჩილებიან,ყველა ცხოვრების კანონებით ცხოვრობს და ყველა რაღაც იდუმალი ძალის კონტროლქვეშაა მოქცეული,ეს იდუმალი ძალაც სხვადასხვა ფორმებში ვლინდება ხოლმე...ზომბები,ძალიან ბევრი ზომბი!
კარგი საყურებელი სატირაა,თემატიკაც აქტუალური იყო არის და კიდევ დიდ ხანს იქნება...ფიქრი ვისაც გეზარებთ არც უყუროთ-ვერ გაუგებთ!
ცალკე შექებას მსახიობების გუნდიც იმსახურებს,ოპერატორიან რეჟისორიანად

დადებითი პერსონაჟი ფილმში მე ვერ დავინახე,ყველაფერი ამაზრზენია,თუმცა საყურებლად საინტერესოა.